ვიზეარის საიტზე დღეს ოფიციალურად დაემატა ქუთაისი-ლონდონის რეისი. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან ლონდონის მიმართულებით, ლუტონის აეროპორტში პირდაპირი რეისების შესრულებას იწყებს.

რეისები 18 ივნისიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე დღეიდან გახდა შესაძლებელი.

ფოტო: ვიზეარი

ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეისები თბილისიდანაც განხორციელდება. Georgian Airways პრაღის მიმართულებითაც იწყებს თბილისიდან პირდაპირ ფრენებს.