American University in Bulgaria (AUBG) — განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე
ამერიკულ ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-სა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც 27 უნივერსიტეტს 14 ქვეყნიდან უმასპინძლებს.
ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.
განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: Leafonlinefair.com
American University in Bulgaria (AUBG) გახლავთ კერძო უნივერსიტეტი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში. უნივერსიტეტი დაარსდა 1991 წელს და დღესდღეობით მასში წლიურად 40-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 სტუდენტი სწავლობს. სტუდენტთა 50% უცხოელია.
AUBG არის პირველი ამერიკული სტილის, ინგლისურენოვანი, ლიბერალ ართს (თავისუფალი მეცნიერებები) უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპაში. უნივერსიტეტი დაარსდა ამერიკისა და ბულგარეთის სახელმწიფოების, ფონდ ღია საზოგადოებისა და მეინის უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომლობის შედეგად.
ბაკალავრიატის დონეზე უნივერსიტეტში ისწავლება 13 ძირითადი სპეციალობა, ანუ მეიჯორი და 20 დამატებითი სპეციალობა — მაინორი.
საბაკალავრო პროგრამის ძირითადი სპეციალობის ფაკულტეტებია:
- ბიზნესის ადმინისტრირება;
- კომპიუტერული მეცნიერებები;
- ეკონომიკა;
- ევროპული სწავლა;
- ისტორია და ცივილიზაცია;
- საინფორმაციო სისტემები;
- ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციები;
- ლიტერატურა (მეორადი მეიჯორი);
- მათემატიკა;
- პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები;
- ფიზიკა (მეორადი მეიჯორი);
- ფსიქოლოგია (მეორადი მეიჯორი);
- სტუდენტის მიერ შექმნილი მეიჯორი (მეორადი მეიჯორი)
მეორადი მეიჯორები არის აკრედიტირებული ამერიკაში და მათი დამთავრებისას მხოლოდ ამერიკული დიპლომი გაიცემა.
მაგისტრატურის დონეზე AUBG-ს აქვს Executive MBA პროგრამა, რომელიც აკრედიტირებულია აშშ-სა და ბულგარეთში და შექმნილია დასაქმებული პროფესიონალებისთვის შესაბამისი მოქნილი გრაფიკით. პროგრამა კონცენტრირებულია კონკრეტული ბიზნეს ქეისების განხილვასა და უახლესი მეთოდოლოგიების სწავლებაზე.
უნივერსიტეტში ბაკალვრიატზე სწავლის საფასური, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ხარჯების გარეშე არის $12 450 წელიწადში. სწავლის საფასური ერთი და იგივეა ნებისმიერი ქვეყნის სტუდენტებისათვის და ყველა მათგანს შეუძლია სწავლის თანადაფინანსება საგრანტო და სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვოს.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ვებგვერდს: Leafonlinefair.com
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები