StarShip უახლესი პროტოტიპი გაშვებიდან მალევე აფეთქდა — ვიდეო
SpaceX-მა სულ ცოტა ხნის წინ თავისი უახლესი Starship პროტოტიპი გაუშვა, რომელმაც ატმოსფეროში 10 კილომეტრის სიმაღლემდე მიაღწია.
თუმცა, დამკვირვებლებმა ბევრი ვერაფრის დანახვა შეძლეს — ამჯერად მათ მხოლოდ აფეთქების ხმა გაიგეს, რამაც გაშვების ადგილი მთლიანად შეძრა, ცა კი ნარინჯისფრად შეღება. ნისლი რომ არა, ისინი საინტერესო სანახაობის მომსწრენი გახდებოდნენ. ხომალდი ტექსასიდან, ბოკა ჩიკადან გაუშვეს.
ეს კიდევ ერთი ცუდი დასასრულია SpaceX-ის კიდევ ერთი მცდელობისა, განევითარებინა კოსმოსური ხომალდი, რომელიც მომავალი 20 წლის მანძილზე მარსზე ადამიანის პერმანენტულ ცხოვრებას უზრუნველყოფდა.
არახელსაყრელი ამინდის პირობების მიუხედავად, კომპანიამ რაკეტის გაშვება აღარ დააყოვნა და ტექსასის დროით დილის 8 საათზე დაიწყო.
კადრებში ჩანს, რომ პროტოტიპი ფრენისას ცდილობს დაარეგულიროს თავისი აეროდინამიკური ფრთები რათა ისეთი პოზიცია დაიჭიროს, რომ ნელა დაეშვას ძირს.
მაგრამ ეს ასე არ უნდა მომხდარიყო. SN11 პროტოტიპი, როგორც ჩანს, მაგრად დაენარცხა მიწას, ამას SpaceX-მა "Starship 11-ის კიდევ ერთი ამაღელვებელი ფრენა" უწოდა.
NASASpaceflight-ის არაოფიციალური პირდაპირი გადაღების მიკროფონებმა გიგანტური ნამსხვრევების მიწაზე დაცემის ხმა ჩაიწერეს. ფონზე რამდენიმე პატარა აფეთქების ხმაც ისმის.
Starship-ის მასშტაბური აფეთქებების სერიიდან ყველა მათგანი იმდენად ძლიერი იყო, რომ ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ (FAA) გაშვებისას უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ დაიწყო გამოძიება.
მეტიც, SNN11 სინამდვილეში გუშინ, 29 მარტს უნდა გაეშვათ, თუმცა, SpaceX-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, მისი გადადება მხოლოდ იმიტომ მოუწიათ, რომ "FAA-ს ინსპექტორმა ვერ შეძლო დროულად მისვლა გაშვების ადგილამდე".
"SpaceX-ის Starship კოსმოსური ხომალდების გაშვების ტემპიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამიერიდან FAA-ს ინსპექტორი მუდმივად Starbase-ზე იქნება", — დაწერა Tweeter-ზე Washington Post-ის ჟურნალისტმა, ქრისტიან დეივენპორტმა.
ამაზე მასკი დაეთანხმა და თქვა — "გადასარევი იქნება, ან, შეიძლება, ვიდეოს საშუალებით დაესწროს გაშვებებს, ტელემეტრიაზე სრული წვდომით".
კომენტარები