ილონ მასკის ტვიტის კომენტარებიდან კაცმა 555 000 დოლარი დაკარგა
მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა კრიპტოვალუტების შესახებ წერა აქტიურად დაიწყო, მის ტვიტერზე თაღლითებიც მომრავლდნენ.
მათ მარტივი მეთოდები აქვთ. ისინი იყენებენ მასკის პროფილის სურათს, იწერენ იგივე სახელს მცირედი სხვაობით ისე, რომ დაუკვირვებელი ან გამოუცდელი თვალისათვის შეუმჩნეველი იყოს.
კომენტარების ძირითადად ერთფეროვანია, ყველა მათგანი გვპირდება, რომ გასცემენ დიდი რაოდენობით ბიტკოინს ან უბრალოდ ითხოვენ მცირედ ინვესტიციას ჩვენგან და ორმაგ ან სამმაგ მოგებას გვპირდებიან. რაღა თქმა უნდა, ფულს არც ილონ მასკი არიგებს და არც ვინმე სხვა რეალური პიროვნება იზამდა ამას, მითუმეტეს როდესაც საუბარი ასობით ათასი დოლარის ექვივალენტ ბიტკოინზეა.
ერთ-ერთი ასეთი თაღლითობის მსხვერპლი გახდა კაცი, სახელად სებასტიანი, რომელმაც BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ მან ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი დაკარგა
"მასკის ტვიტის კომენტარებში იყო ლინკი, რომელზეც გადავედი და დავინახე, რომ ბიტკოინებს უფასოდ გასცემდნენ", — ამბობს სებასტიანი
საიტი საკმაოდ ლეგიტიმურად გამოიყურებოდა და პირს მის მიერ ჩადებული ინვესტიციის გაორმაგებას პირდებოდა — ეს თაღლითებს შორის ყველაზე გავრცელებული მეთოდია და როგორც ხედავთ სებასტიანი მარტივად მოტყუვდა.
მიიღე მაქსიმუმი — სწორედ ასეთი ტექსტით შეიტყუებს თაღლითებმა სებასტიანი.
"მე ვიფიქრე, რომ ეს ნამდვილად რეალური იყო და 10 ბიტკოინი გადავრიცხე" — უთხრა BBC-ის დაზარალებულმა.
მაშინ, როდესაც სებასტიანმა ეს ტრანზაქცია განახორციელა 10 ბიტკოინის ფასი $550 000 იყო.
იმისათვის, რომ ასეთი ამბავი თქვენც არ გადაგხდეთ, უბრალოდ ნურავის გადაურიცხავთ თქვენს ფულს თუ ზუსტად არ გეცოდინებათ სად მიდის ის. სხვა შემთხვევაში მათ დაბრუნებას ვეღარასდროს შეძლებთ.
კომენტარები