ახალი ტექნოლოგია, 5G-ის სიგნალის გარდაქმნით, მოწყობილობებს უსადენოდ დატენის
ჯორჯიას უნივერსიტეტის მკვლევრების ჯგუფმა 3D პრინტით დაბეჭდილი ანტენა შექმნეს, რომელიც 5G სიგნალებს ენერგიის წყაროდ იყენებს.
შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ეს ტექნოლოგია 5G ქსელებს უსადენო ენერგიის წყაროდ გარდაქმნის, რითაც ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების დატენვა შეგვეძლება.
მსგავსი ტექნოლოგიების შექმნის მთავარი სირთულე, ისეთი მცირე ზომის "ანტენის" შემუშავებაა, რომელსაც საკმარისი ენერგიის მოპოვება შეეძლება და შეზღუდული ხედვის სფერო არ ექნება.
"ჩვენ შეზღუდული დაფარვის პრობლემა გადავჭერით. ჩვენს სისტემას დაფარვის ფართო კუთხე აქვს", — ამბობს უფროსი მკვლევარი, ალინე ეიდი.
"ამ ინოვაციით, ჩვენ გვექნება ტექნოლოგია, რომელიც უფრო მაღალ სიხშირეებზე მუშაობს და ენერგიის მიღება ნებისმიერი მიმართულებიდან შეუძლია", — თქვა ჯიმი ჰესტერმა, ლაბორატორიის უფროსმა მეცნიერმა.
ბატარეების ჩანაცვლება
3D პრინტით დაბეჭდილი მინიატურული ანტენა უმცირესი ზომის ტალღებს იჭერს და მას ენერგიად გარდაქმნის. ეს არ არის დიდი ენერგია, საუბარია, მხოლოდ 6 მიკროვატზე. თუმცა, ტექნოლოგია ჯერ საწყის ეტაპზეა. შემქმნელების თქმით, მათი გამოგონება მილიონობით ახალ უკაბელო დამტენს გააჩენს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჭკვიანი ქალაქებისა და სოფლების მეურნეობებისთვის იქნება.
კომენტარები