რა კომპონენტებისგან შედგება წარმატებული სტუდენტობა? — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რჩევები
მარტი ყველა აბიტურიენტისთვის განსაკუთრებით რთული და დატვირთული თვეა. მეცადინეობის პარალელურად, ახალგაზრდები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სწორედ ახლა იღებენ: ირჩევენ უმაღლეს სასწავლებლებსა და სპეციალობებს.
გიფიქრია იმაზე, თუ რა განაპირობებს წარმატებულ სტუდენტობას? რა გზა უნდა გაიაროს სტუდენტმა, რომ მისი სტუდენტობა წარმატებულად და ნაყოფიერად შეფასდეს?
სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა, სწავლების თანამედროვე მეთოდიკა, პრაქტიკოსი ლექტორები, ხელმისაწვდომი ლიტერატურა, საინტერესო დავალებები, დაფინანსების მოქნილი მოდელები, პრაქტიკა, სტიპენდია და გრანტები, სამეცნიერო საქმიანობის შესაძლებლობა — ეს ყველაფერი ერთ მხარეს დგას და ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა, ამავე დროს, მეორე მხარეს, სტუდენტობის არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტი დგას: საერთო ინტერესების მქონე ჯგუფელები, სპორტული კლუბები, ინტელექტუალური შეჯიბრებები, ხელოვნების წრეები, ექსპედიციები და სხვა უამრავი რამ, რაც სტუდენტობის წლებს განუმეორებლად და დაუვიწყარად აქცევს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწორედ ამ კომპონენტებს ითვალისწინებს, როდესაც სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს.
კსუ ახორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.
აღსანიშნავია, რომ თითოეული საგანმანათლებლო პროგრამა შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და მრავალფეროვან პრაქტიკაზეა ორიენტირებული, რაც კურსდამთავრებულის ღირსეულად დასაქმებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ასევე, ხაზგასასმელია პროგრამის ხელმძღვანელი, რომელიც მაღალკვალიფიციური და თავისი საქმის პროფესიონალი კადრია. სწორედ ის განსაზღვრავს იმ საინტერესო საგნებს, რომლებსაც სტუდენტები პროგრამის განმავლობაში სწავლობენ და იმ ლექტორებს, რომლებიც სტუდენტთა პროფესიული განვითარებისთვის ზრუნავენ.
CIU-ში განსაკუთრებული ყურადღება სამეცნიერო კვლევით საქმიანობასაც ექცევა. საამისოდ, უნივერსიტეტში გამოყოფილია გრანტები მცირე და ფუნდამენტური კვლევებისთვის, რაც არამხოლოდ კვლევებს, არამედ მივლინებებსაც აფინანსებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებით თანამშრომლობს რუსთაველის სამეცნიერო ფონდთანაც, რისი საშუალებითაც აქ წლის განმავლობაში რეგულარულად ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, ვორქშოფები, სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, კვლევები, აქტიურად გამოიცემა ნაშრომები და ა.შ.
გარდა ამისა, უნივერსიტეტი ღიაა თითოეული სტუდენტის ინიციატივისთვისაც. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის, ფუტსალისა და ფრენბურთის გუნდები საქართველოს ჩემპიონატებში წარმატებით ასპარეზობენ. აქვე ფუნქციონირებს ავტოკლუბი, ბოულინგისა და ბილიარდის მოყვარულთა კლუბებიც.
აღსანიშნავია, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში სტუდენტებისთვის ხშირად იმართება შიდა თუ გარე ჩემპიონატები, რაც მათ სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო ხალისიანსა და მრაფალფეროვანს ხდის.
თუკი სპორტი არ გიტაცებს, მაშინ ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით გაეცანი უმაღლესი სასწავლებლების შეთავაზებებს. CIU-ში ფუნქციონირებს მუსიკალური ბენდი, ხალხური სიმღერის ანსამბლი და ხატვის სტუდია.
ამას გარდა, უნივერსიტეტი სტუდენტებს ინტელექტ-კლუბში თამაშსა და მხიარულთა და საზრიანთა კლუბში გაწევრიანებასაც სთავაზობს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შემეცნებითი შეთავაზება კი ექსპედიციებია, რომელსაც უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს სტუდენტებისთვის.
რა მოხდება მაშინ, თუკი უმაღლესი სასწავლებლის მიერ შემოთავაზებული არც ერთი სტუდენტური კლუბი არ მოგწონს? პასუხი მარტივია: CIU-ში გთავაზობენ, რომ დააფუძნო შენი ინტერესების შესაფერისი კლუბი, მოიწვიო თანამოაზრეები და უმაღლეს სასწავლებელს სახელი შენი მიმართულებითაც გაუთქვა. ამაში მთელი უნივერსიტეტი დაგეხმარება.
ასე რომ, თუ ხარ აბიტურიენტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გთავაზობს, რომ შემოხაზო 115, აირჩიო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ ნომრად და პირველ სემესტრში დასაჩუქრდე ლეპტოპითა და 100-ლარიანი სტიპენდიით!
უნივერსიტეტის სხვა მიმზიდველი შემოთავაზებების სანახავად კი ეწვიე ბმულს.
-
გადახედვა2 200 წლის ეგვიპტურ თიხის ჭურჭელში ჰალუცინოგენის კვალს მიაგნეს 2 200 წლის ეგვიპტურ თიხის ჭურჭელში ჰალუცინოგენის კვალს მიაგნეს
-
გადახედვაკოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ
-
გადახედვა"ეს ადამიანი ან იტყუება, ან არ იცის რა არის ევროინტეგრაცია" — ვანო ჩხიკვაძე პაპუაშვილის გზავნილებზე "ეს ადამიანი ან იტყუება, ან არ იცის რა არის ევროინტეგრაცია" — ვანო ჩხიკვაძე პაპუაშვილის გზავნილებზე
-
-
გადახედვაპროტესტის მიუხედავად, შვეიცარიაში რეფერენდუმით ევროვიზიის დაფინანსება გადაწყვიტეს პროტესტის მიუხედავად, შვეიცარიაში რეფერენდუმით ევროვიზიის დაფინანსება გადაწყვიტეს
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოიხსნა პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოიხსნა
-
გადახედვასაქართველოს პრემიერმინისტრი: "საქართველოში გერმანიას ელჩი არ ჰყავს" საქართველოს პრემიერმინისტრი: "საქართველოში გერმანიას ელჩი არ ჰყავს"
-
გადახედვადუგინი: ვულოცავ კობახიძეს, ადამიანს, პოლიტიკოსსა და სპორტსმენს დუგინი: ვულოცავ კობახიძეს, ადამიანს, პოლიტიკოსსა და სპორტსმენს
-
გადახედვაკობახიძე: მანდატების ჩახსნაზე ოპოზიციის განცხადებებს დაველოდებით, ხოლო შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას კობახიძე: მანდატების ჩახსნაზე ოპოზიციის განცხადებებს დაველოდებით, ხოლო შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას
-
გადახედვაასტეროიდ რიუგუს ნიმუშებში მიკრობები დააფიქსირეს, მაგრამ ისინი ამ ობიექტს არ ეკუთვნის ასტეროიდ რიუგუს ნიმუშებში მიკრობები დააფიქსირეს, მაგრამ ისინი ამ ობიექტს არ ეკუთვნის
-
გადახედვაკობახიძე: მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება კობახიძე: მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება
-
-
გადახედვა"ეს ალბათ ჩემი ბოლო ალბომია" — შერმა მომავალ ალბომზე ისაუბრა "ეს ალბათ ჩემი ბოლო ალბომია" — შერმა მომავალ ალბომზე ისაუბრა
-
გადახედვა"ოცნების" პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა "ოცნების" პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა
-
გადახედვა"ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს ოფიციალურად მიმართეს "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს ოფიციალურად მიმართეს
-
-
გადახედვასასოწარკვეთილი დიასახლისების შემქმნელს სერიალის პრიკველის გადაღება სურს სასოწარკვეთილი დიასახლისების შემქმნელს სერიალის პრიკველის გადაღება სურს
-
გადახედვაკობახიძე: პარლამენტში ოპოზიციის სკამები ცარიელია, თუმცა აქ რომც ისხდნენ, სკამები ზუსტად ისევე ცარიელი იქნებოდა კობახიძე: პარლამენტში ოპოზიციის სკამები ცარიელია, თუმცა აქ რომც ისხდნენ, სკამები ზუსტად ისევე ცარიელი იქნებოდა
-
-
გადახედვაირაკლი ზარქუა: მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, იქნებ დაინტერესდეს ამ ელჩის აქ მოღვაწეობით. მე ვისურვებდი, დავიწყოთ ამ ელჩის გაწვევის პროცედურა ირაკლი ზარქუა: მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, იქნებ დაინტერესდეს ამ ელჩის აქ მოღვაწეობით. მე ვისურვებდი, დავიწყოთ ამ ელჩის გაწვევის პროცედურა
-
გადახედვაწილოსანი: პარლამენტთან მიმართებაში აპრიორი ტყუილია ტერმინი ერთპარტიული პარლამენტი წილოსანი: პარლამენტთან მიმართებაში აპრიორი ტყუილია ტერმინი ერთპარტიული პარლამენტი
კომენტარები