ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ მატარებელი მანქანას დაეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ დაშავებულია ერთი მოქალაქე. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.