5 რამ, რაც ქართველ ქალს "არ ეკადრება"
ფოტო: Marina Vishtak / Dribbble.com
8 მარტს დილით სასეირნოდ გასულს ქუჩაში ტროტუარებზე გამოფენილი ფერადი ყვავილები დამხვდა. აქა-იქ შემორჩენილი ტალახიანი თოვლის და გაზაფხულისთვის არც ისე შესაფერისი ამინდის მიუხედავად, თაიგულებს ფუტკრებივით ეხვეოდნენ კაცები.
ამის შემხედვარემ, წარმოვიდგინე, როგორ მოიხდიდნენ ისინი იმ დღეს ვალს დედების, დების, ცოლების თუ შეყვარებულების წინაშე მომავალი წლის მარტამდე და ცოტა დავსევდიანდი. ამ შინაარსგამოცლილმა ჩვეულებამ, რომელსაც ბევრი სწორედაც რომ ვალის მოსახდელად და სრულიად გაუაზრებლად მისდევს, ყველა ის ასევე აზრგამოცლილი გენდერული ნორმა გამახსენა, ინდივიდუალობის ჩახშობისა და განვითარების გზების გადაკეტვის მეტს არაფერ რომ აკეთებს.
გამახსენდა ყველაფერი, რაც წესით, როგორც ქართველ ქალს, არ მეკადრება და სევდის განცდა მოსალოდნელი სიბრაზის ნაცვლად გაუაზრებლად საოცარ შინაგან სიმსუბუქეში გადაიზარდა. მინდოდა, გულიანად მეცინა ამ ფიქრების აბსურდულობაზე და მათზე, ვინც ეს აბსურდი ცხოვრებისეულ ტრადიციად თუ საზოგადოებრივ მორალურ კანონად აქცია. სიცილი დრომოჭმული ნორმების წინააღმდეგ მშვენიერი იარაღია, ამიტომ რატომაც არა — დავცინოთ ყველა იმ შეხედულებას, რომელიც ერთდროულად ალოგიკურიცაა და მავნეც.
ფოტო: Marina Vishtak / Dribbble.com
ქართველი გოგოებისთვის ეს სტატია სხვა არაფერია, თუ არა ჩვეული ყოველდღიურობის აღწერა, რაც შეეხებათ ბიჭებს — მოგესალმებით ჩვენს ყოველდღიურობაში!
1. "ბიჭების თამაშები"
ფოტო: Lana Marandina / Dribbble.com
პატარაობისას, რაღაც ასაკამდე, ეზოში თამაშისას საერთოდ ვერ გრძნობ შენსა და მეზობელ ბიჭებს შორის განსხვავებას. მათთან ერთად დაძვრები ხეებზე უფორმო "სახლების" ასაშენებლად, ქვიშაში პატარა ფერადი მანქანებით გაგყავს გზები საყოველთაო რბოლის მოსაწყობად და საღამოობით ფეხბურთის თამაშისას კარშიც სიხარულით დგები. მერე შენს ამ უდარდელ სამყაროში გარედან უცნაური ხმები იჭრება, რომლებიც გიხსნიან, რომ შენ უფრო მეტად თოჯინები, "დედაშვილობანა" და სხვა მხოლოდ ისეთი თამაშები შეგეფერება, დიდ ფიზიკურ დატვირთვას რომ არ მოითხოვს. კეთილისმსურველები დიდი სიხარულით გეხმარებიან, რომ შენგან ნაზი, ფაქიზი, დაუცველი გოგო გამოიძერწოს და შენც უნებურად მათ კეთილ ნებას ჰყვები.
არ ვამბობ, რომ თოჯინებით თამაში ცუდია, მე მხოლოდ არჩევანის ისეთ შეზღუდვაზე ვჩივი, მთელი დარჩენილი ცხოვრება "რა იქნებოდა, რომ..." კითხვით რომელიც გტოვებს. მართლაც, რა იქნებოდა, რომ ბიჭებთან ერთად თამაში გამეგრძელებინა? შეიძლება, წარმატებული ფეხბურთელი ან მრბოლელი არ გავმხდარიყავი, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ ყოველ დილით ან კვირაში ორჯერ მაინც არ დამზარებოდა ვარჯიში.
2. "ბიჭების პროფესიები"
ფოტო: Cindy Kang / Dribbble.com
გარკვეული პროფესიები რომ "გოგოსთვის შეუფერებელია", ჯერ კიდევ მაშინ ხდება ცხადი, როცა სკოლაში ასე თუ ისე კარგად სწავლობ მათემატიკას და მასწავლებელი "ბიჭური აზროვნებისთვის" გაქებს. იმ დროს საერთოდ ვერ იგებ, რანაირად შეეცვალა შენს აზროვნებას სქესი მათემატიკის მეცადინეობის დროს. თუმცა ახლა უკვე საკმარისად მოზრდილი ხარ, რომ მსგავსი გაურკვევლობა პროტესტის გრძნობაში გადაგეზარდოს. გარდამტეხი კი შენთვის ის დღე იქნება, როცა თანაკლასელი ბიჭი ხმამაღლა გამოაცხადებს, იურისტობა მინდაო და მასწავლებელიც აღფრთოვანებული მოუწონებს გადაწყვეტილებას, ნამდვილი ვაჟკაცური პროფესია აგირჩევიაო. შენც, მართალია, აქამდე არასდროს დაინტერესებულხარ ამ პროფესიით და მომავალშიც არ დაინტერესდები, თუმცა ახლა როგორღაც ახერხებ, ყოველ მეორე დიალოგში პროტესტით სავსე ტონით გამოაცხადო, რომ იურისტობა გადაწყვიტე.
პროფესიებთან ერთად გარკვეული იდეებიც არ გვეკადრება. მაგალითად, თუ გინდა, მომენტალურად დაუკარგო "ტრადიციების დამცველ" ხალხს შენზე წარმოდგენა, უბრალოდ გამოაცხადე, რომ ფემინისტი ხარ და მისია შესრულებული იქნება. თუმცა, ნაზი და მოკრძალებული გოგოს ნაცვლად თავხედი ფემინისტის იარლიყი ჩვენში ვერაფრით გააქრობს თანასწორობის იდეით აღფრთოვანებას.
3. ფიზიკური სიძლიერე
ფოტო: Lydia Hill / Dribbble.com
რა რა და, ფიზიკური სიძლიერე ნამდვილად საყოველთაოდ არ გვეკადრება. ჯანსაღი, დაკუნთული სხეული თურმე მხოლოდ კაცებს ამშვენებთ და საზოგადოებაც არასდროს ერიდება ფიზიკურად ძლიერი ქალების არაფემინურობაზე ხაზგასმას.
მეხუთე კლასში ვიქნებოდი, როცა ბიჭებს სკოლის მერხების ერთი კლასიდან მეორეში გატანა სთხოვეს. ხელები რომ ვერ მოარგეს ასაწევად, ერთ-ერთი გოგო მივიდა, მერხის გარშემო მოგროვებული ბიჭები გადაფანტა, პატარა ხელები უშველებელ მერხს შემოავლო და სწრაფად გაიტანა მეზობელ ოთახში. გაგიკვირდებათ და, მოხერხებულობისა და ძალის შექების ნაცვლად, ჩემმა თანაკლასელებმა მას საქციელი დაუწუნეს, რადგან, როგორც ვთქვით, გოგოს, უბრალოდ, არ ეკადრება ფიზიკური სიძლიერის გამოვლენა.
4. დამოუკიდებლობა
ფოტო: Iryna Korshak / Dribbble.com
წარმოუდგენლად რთულია, დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო ისე, რომ სხვების განსჯის ობიექტი არ აღმოჩნდე. სოციუმი გამუდმებით ვინმეს დაქვემდებარებაში ყოფნისკენ მოგიწოდებს (თანაც, ეს "ვინმე" ყოველთვის კაცია). ჯერ მამის წინაშე ხარ ანგარიშვალდებული, შემდეგ კი — ქმრის (ქართველი ქალის ცხოვრების განვითარების ნორმა ხომ ავტომატურად ოჯახის შექმნაა). თითქოს შენი ცხოვრება შენი არაა და საჭირო უნარები ვერასდროს აღმოგაჩნდება მის სწორად წარმართვისთვის. ამიტომ გჭირდება "პატრონი". წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად შარში გაეხვევი და ქართველი ქალისთვის რაღაც უკადრებელს ჩაიდენ.
და როცა ამ ჩვენ წინააღმდეგ მომართულ სისტემაში მაინც ვახერხებთ პროფესიული წარმატების და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას, საზოგადოების თვალში მაინც შეუმდგარ ადამიანებად ვჩანვართ, თუ "პატრონს არ ჩავბარდებით".
5. გადაწყვეტილებების მიღება
ფოტო: Julie Egorova / Dribbble.com
დამოუკიდებლობა რომ არ გვეკადრება, ამის ნაწილი ისიცაა, რომ თურმე არც სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების სფეროში ვბრწყინავთ. დიახ, ხშირად ხალხი — როგორც წესი, კაცები — პასუხისმგებლობის მქონე პირად მხოლოდ იმიტომ ვერ აღგიქვამს, რომ ქალები ვართ. მათთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა გვანდოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
მაგალითისთვის, ყველასთვის ნაცნობი სიტუაცია წარმოვიდგინოთ: ზრდასრული ქალი ყიდის პირად საკუთრებას — პირობითად, მანქანას. მყიდველი კაცების დიდი ნაწილი საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ისეთ ერთ წინადადებას იტყვის, ქალის განათლებას, გამოცდილებას, მიღწევებს და სხვა ყველა ღირსებას მომენტალურად რომ გადაუსვამს ხაზს: "ვინმე კაცს ხომ ვერ დამალაპარაკებდით?"
ეს იმიტომ არ ხდება, რომ მყიდველმა ქალს საკითხში არაკომპეტენტურობა შეატყო. საქმე ისაა, რომ ის, უბრალოდ, კაცი არაა: გადაწყვეტილებების მიმღები კაცი, რომელიც დამოუკიდებელია; ფიზიკურად ძლიერი; სავარაუდოდ, იურისტი; და დროდადრო, როცა მოესურვება, ფეხბურთის ბურთსაც გაკრავს ხოლმე ფეხს.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა

კომენტარები