მეცნიერებმა შეშის მოდიფიცირება შეძლეს და მინიატურულ გენერატორად აქციეს
მკვლევრებმა შეშის ქიმიურად შეცვლის მეთოდს მიაგნეს, რის შედეგადაც, ის უფრო იკუმშება და მინი გენერატორი ხდება. დიახ, საუბარია ხის მატერიაზე, რომელიც ელექტრულ ძაბვას წარმოქმნის.
"შეშა ბევრად მეტია, ვიდრე სამშენებლო მასალა." — ამბობენ შვეიცარიელი მკვლევრები.
მათი კვლევა ფოკუსირებულია შეშის თვისებების გამრავალფეროვნებაზე. გუნდის დასკვნების თანახმად, ასეთი მატერიის გამოყენება ბიოსენსორების შესაქმნელად შეგვეძლება და მეტიც, მივიღებთ სამშენებლო მასალას, რომელიც ენერგიას აგროვებს.
როგორ იქცა შეშა გენერატორად
მეცნიერებმა ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს მიმართეს, რათა შეშა უფრო მეტად კუმშვად მასალად ექციათ. უკვე ამის შედეგ, შესაძლებელი გახდა ელექტრული ძაბვის წარმოქმნა. მათ ამისთვის "პიეზოელექტრული ეფექტი" გამოიყენეს.
როდესაც პიეზოელექტრული მასალა, როგორიცაა შეშა, დეფორმირდება, იგი წარმოქმნის დაბალ ელექტრულ ძაბვას. იმისათვის, რომ მატერიისგან მაღალი ძაბვა მივიღოთ, ის უნდა შეიცვალოს ქიმიურად, საუბარია მის შეკუმშვაზე. ამისათვის გუნდმა შეშას ერთი კომპონენტი, ლიგნინი ჩამოაშორა.
"ლიგნინი ნივთიერებაა, რომელიც ხეებს სიმაღლეში გასაზრდელად სჭირდებათ. ლიგნინის გარეშე, რომელიც აკავშირებს უჯრედებს და ხელს უშლის მკაცრი ცელულოზის ბოჭკოების ბალანსს, ეს შეუძლებელია." — ამბობენ მკვლევრები.
შეშისგან ლიგნინის ქიმიურად მოცილებით, მისი პიეზოელექტრული მოქმედება ძლიერდება. ამით შეშაში თხელი ცელულოზის ფენები წარმოიქმნება.ამით მკვლევრებმა შეშის მიერ ელექტროენერგიის გენერირების შესაძლებლობა 85-ჯერ გაზარდეს.
მკვლევრებმა მეტიც შეძლეს და იგივე ეფექტის მიღება ქიმიური ჩარევის გარეშეც სცადეს. მათ ეს მოახერხეს და მატერიაში ლიგნინი "ნატურალურად" შეამცირეს. მკვლევარების თქმით, წარმოქმნილი ძაბვა შედარებით დაბალი იყო, მაგრამ ეს მეთოდი უფრო ეკოლოგიურად სუფთაა, ვიდრე ქიმიკატების გამოყენება.
გუნდს იმედი აქვს, რომ მათი შედეგები, ისეთ მდგრად სამშენებლო მასალებში იქნება გამოყენებული, რომელსაც ენერგიის ათვისება შეეძლება. ამისთვის კი, მეტი კვლევა იქნება საჭირო.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები