როგორც ჩანს, COVID-19 კანზე უცნაურ გამონაყარს იწვევს
მშრალი ხველება, სხეულის მაღალი ტემპერატურა და ყნოვის დაკარგვა COVID-19-ის გავრცელებული სიმპტომებია. დაავადებას თან ახლავს სახსრების და კუნთების ტკივილი, ისევე, როგორც თავბრუსხვევა და დაღლილობა.
თუმცა, შედარებით იშვიათ შემთხვევებში, COVID-19-ის მქონე ადამიანებს სხვადასხვა ტიპის გამონაყარიც შეენიშნებით. გამონაყარის მრავალფეროვნების გამო, დაავადებასთან კორელაციის გავლება არც ისე მარტივი იყო.
მიუხედავად ამისა, იმის ცოდნა თუ როგორ მოქმედებს COVID-19 კანზე მნიშვნელოვანია, რადგან გამონაყარით, შესაძლოა COVID-19-ის უფრო ნაადრევი ამოცნობა მოხდეს. ახალი კვლევა მიანიშნებს, რომ COVID-19-ის პაციენტების 17%-ში, გამონაყარი ერთ-ერთი პირველი სიმპტომია, მაშინ როცა პაციენტების 21%-ში გამონაყარი ერთადერთი პირველი სიმპტომი იყო.
მოწითალო, დასიებული წყლულები კანზე ძირითადად ფეხებზე და ფეხის თითებზე ჩნდება, ამას ექიმები ხშირად COVID თიტებს ეძახიან. პირველი ორი კვირის მანძილზე ეს წყლულები უფერულდება, ბრტყელდება და ბოლოს მკურნალობის გარეშე ქრება.
აღსანიშნავია, რომ წყლულები COVID პაციენტებში, განსაკუთრებულად კი არასრულწლოვნებში შეინიშნება ხოლმე. თავის დროზე, როცა ექიმებმა ამის შემჩნევა დაიწყეს, ბევრ პაციენტს COVID-19-ის ტესტი გაკეთებული არ ჰქონდა და კორონავირუსის სხვა სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, ამიტომ დაავადებასთან პარალელის გავლება რთული იყო.
თუმცა, პანდემიის პროგრესთან ერთად, წყლულები უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა, მათ შორის მათში, ვისაც კორონავირუსის სხვა სიმპტომები არ აქვთ. წყლულების გაჩენის ბიოლოგიური მექანიზმი უცნობია.
ნავარაუდებია, რომ მას შეიძლება პირველი ტიპის ინტერფერონები იწვევდნენ, ანუ ცილები, რომლებიც იმუნური სისტემის ანტივირუსულ რეგულაციას აკეთებენ. თეორიის მიხედვით, ეს ცილები ორგანიზმსს კორონავირუსისგან "წმენდენ", თუმცა პროცესში სისხლძარღვებს აზიანებენ, რაც ანთებით პროცესს ამწვავებს.
ამას გარდა, COVID პაციენტებს სხვა ტიპის გამონაყარიც აღენიშნებათ, მაგალითად "ურტიცარია", მაკულოპაპულარუი გამონაყარი და ვეზიკულარული წყლულები. ეს უკანასკნელი ჩუტყვავილას გავს და გამონაყართაგან ის ყველაზე იშვიათია.
კომენტარები