არასამთავრობო ორგანიზაციები მელიას გათავისუფლებასა და დიალოგის განახლებას მოითხოვენ
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა მკაცრად გმობენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.
ფორუმის მმართველი კომიტეტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი მხოლოდ ართულებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებას, დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს კი მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ აქცევს.
"მელიას დაპატიმრება პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებას და საბოლოოდ გამოიწვევს არსებული ვითარების შემდგომ ესკალაციასა და დაზარალებას", — ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკური კრიზისის დაძლევისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა აღნიშნავენ, რომ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და კომპრომისებია საჭირო.
ისინი მოითხოვენ, ნიკა მელიას გათავისუფლებას და დიპლომატიური კორპუსის მედიაციით პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას. ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ განხილულ უნდა იქნეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ამასთან, უნდა შემუშავდეს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი, რაშიც სამოქალაქო საზოგადოება და კოალიციები იქნებიან ჩართულნი.
23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.
სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
მელიას გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია უარს ამბობს მთავრობასთან დიალოგზე და საპროტესტო აქციებს მართავს
ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.
-
გადახედვაბათუმში "სოკარის" თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა — გაფიცულები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ ბათუმში "სოკარის" თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა — გაფიცულები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ
-
გადახედვატრამპის კოსმოსური ოდისეა — რას ნიშნავს მისი გაპრეზიდენტება NASA-სთვის ტრამპის კოსმოსური ოდისეა — რას ნიშნავს მისი გაპრეზიდენტება NASA-სთვის
-
გადახედვაუკრაინაში ორი გენერალი და პოლკოვნიკი დააკავეს უკრაინაში ორი გენერალი და პოლკოვნიკი დააკავეს
-
გადახედვარატომ მომეწონა მელანია ტრამპის ჩაცმულობა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე? რატომ მომეწონა მელანია ტრამპის ჩაცმულობა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე?
-
გადახედვაურსულა ფონ დერ ლაიენი: აშშ-სთან პრაგმატულები ვიქნებით, თუმცა ყოველთვის ვიდგებით პრინციპზე, დავიცვათ ჩვენი ინტერესები ურსულა ფონ დერ ლაიენი: აშშ-სთან პრაგმატულები ვიქნებით, თუმცა ყოველთვის ვიდგებით პრინციპზე, დავიცვათ ჩვენი ინტერესები
-
გადახედვასააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი მზია ამაღლობლისათვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი მზია ამაღლობლისათვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ
-
გადახედვამასკი: ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება. ეს იყო გზაგასაყარი კაცობრიობის ცივილიზაციის გზაზე. მასკი: ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება. ეს იყო გზაგასაყარი კაცობრიობის ცივილიზაციის გზაზე.
-
გადახედვაბსუ-ის რექტორი აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ტიტე აროშიძე გახდა ბსუ-ის რექტორი აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ტიტე აროშიძე გახდა
-
გადახედვადღეს, 17:30 საათზე ჟურნალისტები პარლამენტთან მზია ამაღლობელის პოლიტიკურ დევნას გააპროტესტებენ დღეს, 17:30 საათზე ჟურნალისტები პარლამენტთან მზია ამაღლობელის პოლიტიკურ დევნას გააპროტესტებენ
-
გადახედვაჩვენ არასდროს გვითქვამს უარი აშშ-სთან დიალოგზე — პუტინმა ტრამპს გაპრეზიდენტება მიულოცა ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი აშშ-სთან დიალოგზე — პუტინმა ტრამპს გაპრეზიდენტება მიულოცა
-
გადახედვასახალხო დამცველმა მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელი მოინახულა
-
გადახედვაWHO: ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ აშშ-სა და ჯანმოს შორის პარტნიორობის შესანარჩუნებლად კონსტრუქციული დიალოგი შედგება WHO: ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ აშშ-სა და ჯანმოს შორის პარტნიორობის შესანარჩუნებლად კონსტრუქციული დიალოგი შედგება
-
გადახედვატრამპმა აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ტრამპმა აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
-
გადახედვაპანამის არხი არის პანამის და ასე დარჩება — პანამის პრეზიდენტი ტრამპს პანამის არხი არის პანამის და ასე დარჩება — პანამის პრეზიდენტი ტრამპს
-
გადახედვაოქროს გლობუსის მფლობელი ფილმი AI-ის გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა ოქროს გლობუსის მფლობელი ფილმი AI-ის გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა
-
გადახედვადონალდ ტრამპი აშშ-ის საგარეო დახმარებას 90 დღით აჩერებს დონალდ ტრამპი აშშ-ის საგარეო დახმარებას 90 დღით აჩერებს
-
გადახედვაზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ყველა ზუსტად ისე ამართლებს საკუთარ ქცევას, როგორც კონცლაგერების ნაცისტი მსახურები ამართლებდნენ ებრაელი ბავშვების ხოცვას ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ყველა ზუსტად ისე ამართლებს საკუთარ ქცევას, როგორც კონცლაგერების ნაცისტი მსახურები ამართლებდნენ ებრაელი ბავშვების ხოცვას
-
გადახედვადეკემბრიდან ცალსახად იგრძნობა, რომ აჭარაში აგრესიული ფონია, დაწყებულია რეპრესიები მოქალაქეებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ — საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი დეკემბრიდან ცალსახად იგრძნობა, რომ აჭარაში აგრესიული ფონია, დაწყებულია რეპრესიები მოქალაქეებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ — საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი
-
გადახედვასანქცირების შემდეგ კომპანია ბიძინა ივანიშვილის ცოლმაც დააფუძნა სანქცირების შემდეგ კომპანია ბიძინა ივანიშვილის ცოლმაც დააფუძნა
-
გადახედვაჯო უილსონი: ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერმინისტრი დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის ჯო უილსონი: ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერმინისტრი დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის
-
გადახედვაბათუმში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტებმა მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს ბათუმში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტებმა მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს
კომენტარები