რა ქონებას ფლობს პრემიერობის მეორე წრეზე წასული ღარიბაშვილი
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
პრემიერმინისტრის პოსტზე უკვე ნამყოფი, გადამდგარი და შემდეგ მინისტრად დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი ისევ პრემიერმინისტრი ხდება. რვა წელზე ცოტა მეტ დროში ქართული ოცნება უკვე მეექვსე პრემიერს ნიშნავს.
სახელმწიფო ვერტიკალის კენწეროში ღარიბაშვილის დაბრუნებამ ბევრს ძველი საქმიანობა და განცხადებები გაახსენა, განსაკუთრებით კი მისი უპირობო და მადლიერებით სავსე ერთგულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
მთავრობაში ყოფნისას ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ექვსჯერ შეავსო. პრემიერის პოსტის დატოვებიდან თავდაცვის მინისტრობამდე შუალედში, ქართული ოცნების ლიდერს უძრავ-მოძრავი ქონება შეემატა.
დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის ძვირადღირებულ მაჯის საათებზე. თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ცოლ-ქმარი სხვადასხვა პერიოდში 8 საათს ატარებდა, თითოეულის ფასი კი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.
მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, რომ საჯარო მოხელემ 10 ათას ლარზე ძვირადღირებული ნივთი დეკლარაციაში უნდა ასახოს, ღარიბაშვილის ოჯახის საათების კოლექცია დოკუმენტში ვერ მოხვდა.
ბოლო დეკლარაცია ღარიბაშვილმა 2020 წლის 30 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრის რანგში შეავსო.
მინისტრი თბილისში, საბურთალოზე, გაგარინის ქუჩაზე ფლობს 121 კვ.მ. ბინას, რომელშიც 2009 წელს 100 000 ლარი აქვს გადახდილი. ამავე მისამართზე აქვს ავტოფარეხი, რომელიც 10 000 ლარად შეიძინა. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაშია ორი ბინა ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთსა და იმავე მისამართზე — 170 კვ.მ. და 159 კვ.მ. ფართობის. დეკლარაციის მიხედვით, მას ორივე 2011 წელს, 221 000 და 185 000 ლარად აქვს შეძენილი. აქვე ფლობს ორ არასაცხოვრებელ ფართს, 38 კვ.მ. და 11 კვ.მ. ფართობის. გარდა ამისა, ღარიბაშვილი ცოლი, ნუნუკა თამაზაშვილი არის დაბა ბაკურიანში, 1 530 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც, დეკლარაციის მიხედვით, 76 500 დოლარად 2019 წელს შეიძინა.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაშია 2019 წელს გამოშვებული აუდი A8, რომელიც გამოშვების წელსვე 75 620 ევროდ აქვს შეძენილი. ნუნუკა თამაზაშვილის სახელზეა 2018 წელს გამოშვებული RANGE ROVER VELAR, რომელიც ასევე გამოშვების წელსაა შეძენილი და დეკლარაციის მიხედვით, გადახდილია 46 000 ევრო.
დოკუმენტის თანახმად, ღარიბაშვილის ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ არიან ჩართულნი სამეწარმეო საქმიანობაში და 2019 წელს არ მიუღიათ 500 ლარზე მეტის ღირებულების საჩუქრები.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ირაკლი ღარიბაშვილს ბანკი ქართუს მიმდინარე ანგარიშზე 2 333 ლარი ჰქონდა, ხოლო ამავე ბანკის საბარათე ანგარიშზე 1 160 ლარი და 26 დოლარი. ნუნუკა თამაზაშვილს კი, ასევე ქართუ ბანკში, მიმდინარე ანგარიშზე 2 498 ლარი ჰქონდა, ხოლო საკრედიტოზე — 126 263 ლარი და 18 817 დოლარი. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილს დანაზოგის სახით აქვს 40 000 ლარი ნაღდი ფული.
ირაკლი ღარიბაშვილს 2019 წლის პირველ 8 თვეში შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოსტზე აღებული აქვს 240 776 ლარი, ხოლო შემდეგ ოთხ თვეში, უკვე თავდაცვის მინისტრის თანამდენობაზე, 19 102 ლარი.
რაც შეეხება გასავალს, 2019 წელს ირაკლი ღარიბაშვილს მანქანის განვადება აქვს გაფორმებული, რომლისთვისაც ამავე წელს 37 810 ევრო დახარჯა. ნუნუკა თამაზაშვილმა კი 2018 წელს მანქანის შესაძენად აღებულ სესხში 2019 წელს 14 486 დოლარი გადაიხადა. თამაზაშვილს ქართუ ბანკში კიდევ ერთი სესხი აქვს აღებული და დეკლარაციას თუ დავუჯერებთ, მიზანი ბაკურიანში სახლის მშენებლობაა. მან სესხის გასტუმრებაში 2019 წელს 11 315 ლარი დახარჯა. ამავე წელს იყიდა თამაზაშვილმა ის ნაკვეთი, სადაც სახლის აშენება სურს. დეკლარაციის მიხედვით, გადახდილია 41 500 ლარი.
ამავე დოკუმენტში აღრიცხულია ოჯახის სხვა გასავალიც. მაგალითად, ნუნუკა თამაზაშვილმა ბაკურიანის სახლის საპროექტო, არქიტექტურულ სამუშაოებში 11 500 ლარი გადაიხადა, ამავე სახლის სარემონტო მასალები კი 32 948 ლარი დაუჯდა. სამშენებლო მასალების ღირებულება 13 619 ლარი იყო, ხოლო შესრულებული სარემონტო სამუშაოების საფასური — 14 192 ლარი და 18 000 ლარი. გარდა ამისა, 2019 წელს ნუნუკა თამაზაშვილმა ერთი შვილის სწავლის საფასურში 24 000 ლარი გადაიხადა, კიდევ ორი შვილის გადასახადმა კი ჯამში 16 977 ლარი შეადგინა. შვილების სწავლის საფასური გადახდილი აქვს ირაკლი ღარიბაშვილსაც. დეკლარაციის მიხედვით, 2018-2019 წლის სწავლის საფასურმა ორი შვილის შემთხვევაში 7 888 და 7 921 ლარი შეადგინა.
-
პარტია "ჯერ საქართველო" დაფუძნდა — პარტიის თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩიეს პარტია "ჯერ საქართველო" დაფუძნდა — პარტიის თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩიეს
გადახედვა
-
TBILISI OPEN AIR 2026 – რეგიონის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალამდე დღეები რჩება TBILISI OPEN AIR 2026 – რეგიონის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალამდე დღეები რჩება
-
შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
გადახედვა
-
უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით! უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით!
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა
-
10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები 10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები
გადახედვა
-
ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს
-
ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის
გადახედვა
-
სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო
გადახედვა
-
"დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე "დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე
-
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე
-
"ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული "ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული
გადახედვა
-
Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს
გადახედვა
-
"სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო "სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო
-
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ
გადახედვა
კომენტარები