100 წლის წინანდელი პანდემიის დროსაც იყო პირბადის ტარების რეკომენდაცია, სანქცირებულიც იყო, ალბათ — კახაძე
პარლამენტარი, ლადო კახაძე ამბობს, რომ 100 წლის წინ, პანდემიის დროს იყო რეკომენდაცია და დავალება, რომ ადამიანებს ეტარებინათ პირბადე. იგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამ წესის დარღვევა გასულ საუკუნეშიც სანქცირებული ყოფილიყო. ეს განცხადება კახაძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც განიხილება კანონპროექტი პირბადის ტარების წესის განმეორებითი დარღვევისთვის ჯარიმის გაზრდის შესახებ.
"თითოეული ჩვენგანი, დაინტერესებული პირები და ექიმები განსაკუთრებით, ჩაუსხდნენ შინაარსს, რა გამოცდილება აქვს დედამიწას და აღმოჩნდა, რომ 100 წლის წინ ეს გამოცდილება [პანდემია] არსებობდა. ურთულესი გამოცდილება. მაშინ არ არსებობდა ბევრი რამე, რომელიც დღეს არსებობს და მიუხედავად ამისა, იქაც და აქაც ერთი წესი გაერთიანდა. ერთმა რამემ ის საუკუნე და ეს საუკუნე გააერთიანა. ეს ყველაფერი უკავშირდება პირბადეს.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, იმ საუკუნეში, ყველა ინფორმაცია, სადაც არ უნდა ჩაწვდეს ადამიანი და წაიკითხოს, იქაც რეკომენდაცია, დავალება, თხოვნა და მერე კიდევ დამსჯელობითიც იყო იქ, ალბათ, რაღაც სანქცირებულიც იყო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რომ პირბადე, პირბადე, პირბადე, პირბადე და 100 წლის დაგროვილი მოწოდება დღესაც კიდევ, რატომღაც, შესახსენებელი გახდა და ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ პირბადე აუცილებელია", — განაცხადა ლადო კახაძემ.
დღეს, 16 თებერვალს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც როგორც ღია, ისე დახურულ საჯარო სივრცეში, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის ტარების წესის განმეორებითი დარღვევა დაჯარიმდება 50 ლარით. კანონპროექტის ავტორები არიან კომიტეტის წევრები — ლადო კახაძე, რამინა ბერაძე და ზაზა ლომინაძე, ასევე, კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე.
2020 წლის 12 ივნისიდან დღემდე პირბადის ტარების წესის დაღვევა რეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
კომენტარები