პოლიტიკურ ჰალუცინაციაა, თუ ჰგონია, რომ კანონში მისი სახელი ცალკე არის ჩაწერილი — თალაკვაძე მელიაზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს გირაოს არგადახდის შესახებ "პოლიტიკურ სპექტაკლს" და "პოლიტიკურ ჰალუცინაციას" უწოდებს.
"ეს არის გირაოს გადახდის წინა პოლიტიკური სპექტაკლი, ან, პოლიტიკური ჰალუცინაცია, როცა მას, ერთ შემთხვევაში ჰგონია, რომ საზოგადოებას მოატყუებს თუ მისი მხარდამჭერები აპირებენ, რომ გვერდიდან გადაუხადონ გირაო, ან, მეორე შემთხვევაში, პოლიტიკურ ჰალუცინაციასთან გვაქვს საქმე, თუ მას ჰგონია, რომ კანონში ნიკა მელია ცალკე არის ჩაწერილი და მართლმსაჯულება განსაკუთრებულად მიუდგება. მე მინდა გითხრათ, რომ მართლმსაჯულება, ამ შემთხვევაში, მის მიმართ იქნება ისეთი სამართლიანი, როგორც ეს არის სხვა ყველა მოქალაქის შემთხვევაში", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
"არჩევნების გაყალბება გაგვიგია, მაგრამ გირაოს გადახდევინების გაყალბების მცდელობა არ გამეგო აქამდე", — განაცხადა გუშინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. როგორც მელია განმარტავს, ის არ აპირებს გირაოს გადახდას, რადგან მიაჩნია, რომ მისი ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.
მელიამ, ასევე, თქვა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და "ოცნებაზე" ორიენტირებულმა მედიამ მისი პარტიის წევრების "დარაჯი" დაიწყეს. მისი განცხადებით, მათ ეუბნებიან, რომ არსებობს თითქოს "ვინმე მითიური მოქალაქე", რომელიც ნიკა მელიას სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს.
5 თებერვალს, გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისიძიების, გირაოს პირობების შესრულებისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართავს. გირაოს გადახდის ვადა ნიკა მელიას დღეს ეწურება.
უწყების ცნობით, "მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად საკმარისია, აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა".
მელია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ მოთხოვნილ გირაოს არ გადაიხდის.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.
2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:
- საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
- დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
2020 წლის 1 ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობად 70 ათას ლარი შეუფარდა.
-
შვედეთის კლიმატის მინისტრი ევროკავშირის სხდომაზე თავის 3 თვის შვილთან ერთად მივიდა შვედეთის კლიმატის მინისტრი ევროკავშირის სხდომაზე თავის 3 თვის შვილთან ერთად მივიდა
გადახედვა
-
საგანძურის მარათონი დაიწყო — შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დაიწყო — შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
-
შესაძლოა, ცნობიერებას ჩვენთვის წარმოუდგენელი ფორმები ჰქონდეს შესაძლოა, ცნობიერებას ჩვენთვის წარმოუდგენელი ფორმები ჰქონდეს
გადახედვა
-
TBILISI SHOPPING FESTIVAL გრძელდება — 4-5 ივლისს აუთლეტ ვილიჯი სტუმრებს განსაკუთრებული შეთავაზებებით და აქტივობებით უმასპინძლებს TBILISI SHOPPING FESTIVAL გრძელდება — 4-5 ივლისს აუთლეტ ვილიჯი სტუმრებს განსაკუთრებული შეთავაზებებით და აქტივობებით უმასპინძლებს
-
10 ფილმი, რომლებიც ივლისში გამოვა 10 ფილმი, რომლებიც ივლისში გამოვა
გადახედვა
-
Ford ადამიან ინჟინრებს უბრუნდება, რადგან AI-მ ხარისხის კონტროლი ვერ უზრუნველყო Ford ადამიან ინჟინრებს უბრუნდება, რადგან AI-მ ხარისხის კონტროლი ვერ უზრუნველყო
გადახედვა
-
10 ფოტო ცხოველთა სამყაროდან, რომლებიც აუცილებლად გაგაღიმებს 10 ფოტო ცხოველთა სამყაროდან, რომლებიც აუცილებლად გაგაღიმებს
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, მენოპაუზის შემდეგ საკვერცხეები ახალ ფუნქციას იძენს კვლევის თანახმად, მენოპაუზის შემდეგ საკვერცხეები ახალ ფუნქციას იძენს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: შევეცდებით, მთელ ქვეყანაში დავაყენოთ სახის ამომცნობი კამერები მამუკა მდინარაძე: შევეცდებით, მთელ ქვეყანაში დავაყენოთ სახის ამომცნობი კამერები
გადახედვა
-
მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, რადგან პარლამენტარებს იმუნიტეტი აქვთ მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, რადგან პარლამენტარებს იმუნიტეტი აქვთ
გადახედვა
-
როუმინგ პასი — შენი საიმედო მეგზური თავგადასავლებში როუმინგ პასი — შენი საიმედო მეგზური თავგადასავლებში
-
მამუკა მდინარაძე: ახალი სამმართველოს შექმნის შემდეგ გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნადაა შემცირებული მამუკა მდინარაძე: ახალი სამმართველოს შექმნის შემდეგ გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნადაა შემცირებული
გადახედვა
-
ევროპის რეკორდული სიცხის ტალღა — კონტინენტს ახალი კლიმატი აქვს? ევროპის რეკორდული სიცხის ტალღა — კონტინენტს ახალი კლიმატი აქვს?
გადახედვა
-
რუბინის ობსერვატორიამ "კოსმოსური ფილმის" გადაღება დაიწყო — ახალი ერა ასტრონომიაში რუბინის ობსერვატორიამ "კოსმოსური ფილმის" გადაღება დაიწყო — ახალი ერა ასტრონომიაში
გადახედვა
-
თახვებმა რკინიგზის სადგური დატბორვისგან იხსნეს თახვებმა რკინიგზის სადგური დატბორვისგან იხსნეს
გადახედვა
-
გრინვეიში ანაზღაურებადი საზაფხულო სტაჟირება დაიწყო გრინვეიში ანაზღაურებადი საზაფხულო სტაჟირება დაიწყო
-
ირანის საგარეო: ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ "პატივი", დაესწრონ ალი ხამენეის დაკრძალვას ირანის საგარეო: ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ "პატივი", დაესწრონ ალი ხამენეის დაკრძალვას
გადახედვა
-
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
-
ვენესუელაში მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს ვენესუელაში მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს
გადახედვა
-
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება გააუქმა, რომელიც აშშ-ში დაბადებული პირებისთვის ავტომატური მოქალაქეობის უფლების შეზღუდვას გულისხმობდა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება გააუქმა, რომელიც აშშ-ში დაბადებული პირებისთვის ავტომატური მოქალაქეობის უფლების შეზღუდვას გულისხმობდა
გადახედვა
კომენტარები