10 რამ, რაც ხანძრის შესახებ უნდა იცოდე
ფოტო: Cullan Smith / Dribbble
ახლახან გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ჩვენს ქვეყანაში 13 511 ხანძარი დაფიქსირდა. ეს უსიამოვნო მონაცემები გვიდასტურებს, რომ უსაფრთხოების წესების და ცეცხლთან გამკლავების ხერხების შესახებ მეტი უნდა ვიცოდეთ. ამ სტატიაში ჩვენ 10 ფაქტს გაგაცნობთ, რომელიც ცეცხლის ხასიათის "შეცნობასა" და მის "მოთვინიერებაში" დაგეხმარებათ.
1. ცეცხლის "სამკუთხედი"
სამკუთხედი სიმბოლურად წარმოადგენს იმ სამ კომპონენტს, რომელიც ცეცხლის გაჩენას სჭირდება. ესენია: ტემპერატურა, ჟანგბადი და საწვავი. თუ ამ სამეულს ერთ-ერთი კომპონენტი მაინც აკლია, ალი არ წარმოიქმნება.
სითბოს წყარო შეიძლება იყოს სიგარეტი, ელექტროსადენები ან გამათბობელი. საწვავი კი ნებისმიერი აალებადი მასალაა — ხე, ფურცელი, ტანსაცმელი, ავეჯი, აირები ან ქიმიური ნივთიერებები.
თუ ცეცხლს ერთ-ერთი კომპონენტი მაინც გამოვაცალეთ, ის ძალას დაკარგავს და ჩაქრება. როგორც წესი, ცეცხლის ჩასაქრობად წყალს იყენებენ — ის სითბოს წყაროს ანეიტრალებს. ჟანგბადის ცეცხლისგან გამოდევნა მასზე მიწის, ქვიშის, ქიმიური ნივთიერებების დაყრით ან მატერიის (პლედი, საბანი) გადაფარებით შეიძლება. საწვავის განეიტრალება კი აალებადი საგნების ცეცხლიდან გამოცლით ხერხდება.
2. ხანძარი უმეტესად სამზარეულოდან იწყება
ფოტო: Decor Cabinets / Unsplash
ხანძრის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი უყურადღებოდ დატოვებული გაზქურის ალი და ღუმელში დაგროვებული ინტენსიური სითბოა. ამასთან, ცეცხლი ადვილად ეკიდება ზოგიერთ საკვებს და სამზარეულოს ხელსაწყოს. მართალია, საჭმლის მომზადებაზე უარს ვერავინ ვიტყვით, მაგრამ სამზარეულოში ყურადღებით ყოფნით უბედური შემთხვევის რისკს ნამდვილად შევამცირებთ. რაც მთავარია, ყველა სახლში, სამზარეულოს მახლობლად უნდა იყოს ცეცხლმაქრი, რაც მასშტაბური ხანძრისგან გადაგვარჩენს.
თუ ცეცხლი მაინც გაჩნდა: არ სცადოთ ქვაბის ან ტაფის გამოძრავება, ამით შეიძლება თქვენც დაზიანდეთ და ცეცხლის ოთახში გავრცელებასაც შეუწყოთ ხელი. და რაც მთავარია, სამზარეულოში ხანძრის გაჩენისას არასდროს დაასხათ ცეცხლს წყალი. ამით უფრო მეტად შეუწყობთ ხელს აალებული ზეთის გავრცელებას. სანაცვლოდ, ახლადაალებულ ქვაბს ან ტაფას თავსახური ან მეტალის ლანგარი დააფარეთ, რომ ცეცხლს ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდეს.
3. არანაკლებ საშიშია სანთელიც
ყველას მოგვწონს დეკორატიული სანთლები სასიამოვნო სურნელით და არც უბრალო სანთლის შუქზე მეცადინეობაა უცხო ჩვენთვის, თუმცა უყურადღებოდ დატოვებული სანთლით ყოველწლიურად ათასობით სახლი იწვება. რისკები კიდევ უფრო იზრდება, თუ ანთებული სანთლის სიახლოვეს ადვილად აალებადი მატერია დევს. სანთლის ალის სიგრძის შემცირება ფთილის გადაჭრით შეგიძლიათ, უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის კი ბატარეებზე მომუშავე სანათური გამოიყენეთ.
4. ცეცხლის ხანძრად გადაქცევას 30 წამი სჭირდება
ფოტო: Pixabay / Pexels
სულ რაღაც ნახევარი წუთია საკმარისი იმისთვის, რომ ცეცხლმა გაძლიერება და სწრაფად გავრცელება დაიწყოს. პირველ რიგში ის სწრაფად აალებად ნივთებს ედება. თუ ცეცხლი სამზარეულოში ჩნდება, ის ადვილად გადაედება ცხიმის ან ზეთის შხეფებსა და ლაქებს, ქაღალდის ხელსახოცებსა და სამზარეულოს პირსახოცებს. ამ დროს გახურებულ ჰაერში კვამლთან ერთად მომწამლავი ნივთიერებების მთელი "კოქტეილი" — ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, წყლის ორთქლი, გოგირდწყალბადი, ფერფლი და ჭვარტლი ტრიალებს. მომდევნო 5 წუთის განმავლობაში ცეცხლი პიკს აღწევს, ამ დროს ტემპერატურა 500 ცელსიუს გრადუსზე მაღალია, მაქსიმუმ 6 წუთში კი სახლების უმეტესობის სახურავი ვარდება.
5. კვამლი მომაკვდინებელია
სხვადასხვა წყაროს თანახმად, ხანძრისას უფრო მეტი ადამიანი იღუპება ტოქსიკური კვამლის შესუნთქვით, ვიდრე — დამწვრობით. მანამ, სანამ ალი ოთახს მოედება, ცეცხლი იქაურობას ჟანგბადისგან "ცლის" და მას მომწამლავი კვამლითა და აირებით ანაცვლებს.
6. ცეცხლი მზის სხივებითაც ჩნდება
ძველი ბერძნები ცეცხლის დასანთებად მზის კონცენტრირებულ გამოსხივებას იყენებდნენ. მზის სხივებით ოლიმპიურ ჩირაღდანს დღესაც ანთებენ — ეს პარაბოლური სარკეების დახმარებით მიიღწევა. ყოველდღიურობაში ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა, თეორიულად არის შანსი იმისა, რომ მინის გავლით შემოღწეული მზის სხივით, რომელიც ინტენსიურად ერთ ადგილას ენათება, ცეცხლი გაჩნდეს.
7. ხანძრის დროს ლიფტის გამოყენება მართლა არ შეიძლება
თუ ცეცხლი მაღალსართულიან შენობაში გაჩნდა, აუცილებლად კიბეებით უნდა ისარგებლოთ. ხანძრის დროს ლიფტი მწყობრიდან გამოდის, ელექტროგაყვანილობები ზიანდება. გარდა ამისა, ის შეიძლება სწორედ იმ სართულზე გაეჭედოს, სადაც ცეცხლი მძვინვარებს.
8. ცეცხლმაქრს თუ ალს დაუმიზნებთ, ცეცხლი არ ჩაქრება
ფოტო: Piotr Chrobot / Unsplash
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცეცხლმაქრის სამზარეულოსთან ახლოს, ადვილად მისაგნებ ადგილას დადება საუკეთესო გადაწყვეტილებაა თქვენი უსაფრთხოებისთვის, თუმცა მისი გამოყენების წესიც უნდა იცოდეთ. ყველაზე გავრცელებული შეცდომა ისაა, რომ მას ცეცხლს მაღლა, ალზე უმიზნებენ. ყველაზე ეფექტიანი კი ცეცხლმაქრი მაშინაა, თუ ცეცხლის ძირში დაუმიზნებთ და დაახლოებით ისეთივე მოძრაობას გაიმეორებთ, როგორც ბალახის თიბვისას აკეთებენ. იდეაც ზუსტად ესაა, როგორც ბალახის შემთხვევაში, ცეცხლსაც თუ საკმარისად დაბლა არ "გასხიპავთ", ის მალე ამოიზრდება.
9. ცეცხლი რომ არ გაჩნდეს...
- აალებადი ნივთები ცეცხლის შესაძლო წყაროებს მოარიდეთ;
- ოფისსა თუ სახლში აალებადი ნივთებისთვის გამოყავით დაცული კარადა;
- ყოველთვის იცოდეთ, რა ქიმიური ნივთიერებები გაქვთ სახლში;
- ცეცხლმაქრი ადვილად მისაგნებ ადგილას შეინახეთ;
- არ გადატვირთოთ შტეფსელი ბევრი შესაერთებლით;
- გაზის გამათბობელი ჩართულ მდგომარეობაში არ დატოვოთ;
- დაათვალიერეთ ელექტროგაყვანილობა და, დაზიანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოცვალეთ ის.
10. თუ ევაკუაციაა საჭირო...
ფოტო: Pixabay / Pexels
- დარწმუნდით, რომ ოჯახის ყველა წევრმა იცის, როგორ დააღწიოს თავი ნებისმიერი ოთახიდან სწრაფად;
- პირველ რიგში გაერიდეთ შენობას და დაუყოვნებლივ დარეკეთ სამაშველო სამსახურში;
- გაქცევისას არასდროს გააღოთ კარი, რომელიც ცხელია (შესაძლოა კარს იქით ხანძარი მძვინვარებდეს, კარის გაღებით თქვენ მას ჟანგბადს მიაწვდით და სანაცვლოდ მწველი ალისა და ნახშირჟანგის ტალღას შეეჩეხებით);
- თუ ტანსაცმელზე ცეცხლი მოგედოთ, არ გაიქცეთ, ძირს დაწექით და გაგორდით;
- განსაზღვრეთ ადგილი, სადაც ოჯახის წევრებს შეხვდებით, ეს ადგილი სახლიდან მოშორებით უნდა იყოს;
- არასდროს შეხვიდეთ ხელმეორედ ცეცხლმოკიდებულ შენობაში.
უსაფრთხოების წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოულოდნელობები მაინც ხდება. თავი რომ მაქსიმალურად დაცულად იგრძნოთ, ყველაზე გონივრული ნაბიჯი თქვენი ქონების ხანძრისგან დაზღვევა იქნება. ზემოთხსენებული სტატისტიკაც მოწმობს, რამდენად ხშირია ხანძარი და როგორი დაუცველები შეიძლება ვიყოთ მის წინაშე. სწორედ ამიტომ, ალდაგი ხანძრის დაზღვევას გთავაზობთ. ხანძრის დაზღვევა იმ თანხას აგინაზღაურებთ, რომელიც თქვენი ბინის/სახლის აღდგენისთვის დაგჭირდებათ.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები