ადვოკატის თქმით, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პოლიციამ უკანონოდ დააკავა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / შოთა თუთბერიძე
ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ თბილისში საპატრულო პოლიციამ 8 თებერვლის საღამოს უკანონოდ, პროფესიული საქმიანობის დროს დააკავა. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ამჟამად ის ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული და 12 თებერვალს სასამართლოს ელოდება.
როგორც შოთა თუთბერიძე On.ge-ს უყვება, თავდაპირველად პოლიციამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დააკავა და მანქანაში ჩაკეტა.
"დაახლოებით საათ-ნაევარი ჰყავდათ მანქანაში, მე არ მომცეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან არც გასაუბრებისა და არც კომუნიკაციის საშუალება. კანონის დარღვევით, რა თქმა უნდა, რადგან ამის უფლება ორივეს გვაქვს. ამის შემდეგ გადასვეს უფორმო, ჩვეულებრივ მანქანაში და მიჰყავდათ სადღაც", — აღნიშნავს თუთბერიძე.
ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების პროცედურების დარღვევის გამო გენინსპექციაში დარეკა და მთელი ღამე ვიდეოებსაც იღებდა. თუმცა მოგვიანებით თვითონაც დააკავეს.
"უცბად ერთი დამემუქრა, რომ დაგაკავებთო, მეთქი დამაკავეთ, აბა, რას ვარღვევ და რა მუხლით უნდა დამაკავოთ-მეთქი. მაგრამ ამოიწურა ეს დავაც და დაახლოებით 20 წამში, რომელიღაცა ერთმა, იმ დროს ვიდეოს ვიღებდი, აბა, მოდი დავაკავოთო. ერთ-ერთმა ივანე ოტიაშვილმა, გადამიგრიხა ხელები ზურგს უკან, დამადო ბორკილები", — იხსენებს ადვოკატი.
შოთა თუთბერიძე ყვება, რომ პოლიციამ მანქანით "ასეირნა", შემდეგ კი რაღაც პერიოდი წერეთლის განყოფილების ეზოში, პარკინგზე მანქანაში იჯდა, სანამ სამართალდამცავები სხვებს ურეკავდნენ. თუთბერიძის თქმით, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საფუძველზე ოქმი გამოუწერეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც ამბობს, ოქმისთვის ხელი არ მოუწერია, რადგან არ მისცეს საშუალება, თავისი პოზიცია ჩაეწერა.
"იქ არც ერთი პროცედურული ნორმა არ დაუცავთ. არც ჩემი და არც ამ პირების დაკავების დროს, არავითარი სტანდარტი არ იყო დაცული, დაკავების არც ერთ ეტაპზე არ განუმარტავთ არც ჩემი უფლებები, არც დაკავების მიზეზები. არც ერთი მოთხოვნა არ არის კანონიერი, რომელსაც მე არ დავემორჩილე", — განმარტავს ადვოკატი.
აღნიშნულთან დაკავშირებით On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკაშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება
-
როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი
გადახედვა
-
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად? როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
-
განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად
გადახედვა
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
-
"სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია "სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია
გადახედვა
-
წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
"გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე "გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
გადახედვა
-
აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა" ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა"
გადახედვა
-
ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს
გადახედვა
-
Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
კომენტარები