საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში დაკითხვაზე მესამედ იმყოფება
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მესამედ იმყოფება.
ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის თქმით, თუ პროკურატურას სურდა გიორგი მანჯგალაძის განმეორებითი დაკითხვა, ეს აქამდეც შეეძლოთ და მისი ახლა გამოკითხვა უცნაურია.
"აუდიო-ვიდეო ჩანაწერები პროკურატურას, მინიმუმ 17 ოქტომბრიდან ჰქონდა, როდესაც ოფიციალურად დაასრულა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. თუ მათ სურდათ გიორგი მანჯგალაძის განმეორებითი დაკითხვა, ეს მათ მაქამდეც შეეძლოთ. ამიტომ, უცნაურია, გამოკითხვის რა პროცედურას გადის ახლა ბატონი გიორგი", — განაცხადა მშვენიერაძემ.
კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
პროკურატურა თითოეულისთვის 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ამასთან, ადვოკატები სასამართლოს ალტერნატივის სახით თავდებობას სთავაზობდნენ, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი.
მელაშვილი/ილიჩოვას გათავისუფალებას მოითხოვდნენ მათი ადვოკატებიც, რომელთა თქმით, პატიმრობაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
კარტოგრაფების საქმე
29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
გაიგეთ მეტი რუკებზე:
- 1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
- დეკანოზი ჭიკაიძე: რუკებისთვის მამა კირიონმა ღარიბაშვილს მიმართა, რომლის თხოვნით ივანიშვილი ხიდაშელს დაუკავშირდა
საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
21 იანვარს პროკურატურამ ივერი მელაშვილის კაბინეტში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ბრალდებულისა და კიდევ ერთი პირის საუბარია აღბეჭდილი. პროკურორ ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ფარულ ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავით გარეჯის მიმდებარედ ქართულმა მხარემ საქართველოს თავდაპირველი პოზიცია უარყო.
გაიგეთ მეტი:
- მელაშვილის კაბინეტში დამონტაჟებული ჩამწერით დადგინდა, რომ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ — POG
- ჰგავს ავანტიურას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს დააზიანებს — ბიწაზე კარტოგრაფების საქმეზე
- თუ ჩანაწერი სექტემბერში ჰქონდათ, დეკემბერში სასამართლო რატომ გადადეს? — მელაშვილის ცოლი
- ზოგიერთი სპეციფიური ტერმინის იგნორირებით პროკურატურა ცდილობს მანიპულაციურად წარმოაჩინოს ჩანაწერის შინაარსი — მშვენიერაძე
-
House of the Dragon-ის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება — ყველაფერი, რაც მესამე სეზონზე ვიცით House of the Dragon-ის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება — ყველაფერი, რაც მესამე სეზონზე ვიცით
გადახედვა
-
ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მომაკვდავ ვარსკვლავში შეიძლება "მინი სამყარო" წარმოიქმნას ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მომაკვდავ ვარსკვლავში შეიძლება "მინი სამყარო" წარმოიქმნას
გადახედვა
-
სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავა სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავა
გადახედვა
-
როცა ხელოვნება რეალობად იქცევა — 2026 წლის 9 ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო როცა ხელოვნება რეალობად იქცევა — 2026 წლის 9 ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო
გადახედვა
-
Meta ამერიკელ უსინათლო ვეტერანებს ჭკვიან სათვალეებს დაურიგებს Meta ამერიკელ უსინათლო ვეტერანებს ჭკვიან სათვალეებს დაურიგებს
გადახედვა
-
ხელოვნურმა ინტელექტმა სამყარო შეისწავლა და ფიზიკოსებს მოულოდნელი პრობლემა შეუქმნა ხელოვნურმა ინტელექტმა სამყარო შეისწავლა და ფიზიკოსებს მოულოდნელი პრობლემა შეუქმნა
გადახედვა
-
"არ გაგონილა ფასდაკლების მისაღწევად არც მილიონერების კომისია, არც ახალი საიტის შექმნა" — ზურაბიშვილი 53 ათასლარიან ვებპლატფორმაზე "არ გაგონილა ფასდაკლების მისაღწევად არც მილიონერების კომისია, არც ახალი საიტის შექმნა" — ზურაბიშვილი 53 ათასლარიან ვებპლატფორმაზე
გადახედვა
-
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში — გაეცანი სრულად დაფინანსებულ ბიზნესკურსს როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში — გაეცანი სრულად დაფინანსებულ ბიზნესკურსს
-
სალომე ზურაბიშვილს Freedom House-მა ვაშინგტონში მარკ პალმერის ჯილდო გადასცა სალომე ზურაბიშვილს Freedom House-მა ვაშინგტონში მარკ პალმერის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
მარიამ ბეროძის გზა მოგზაურობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი მარიამ ბეროძის გზა მოგზაურობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი
-
"იწყება საფუძვლის მზადება EU-ში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად" — სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე "იწყება საფუძვლის მზადება EU-ში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად" — სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია — ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ საქართველოს AI ნაკრები ცნობილია — ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
-
ტრამპის აცხადებს, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს ტრამპის აცხადებს, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
EU-მ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა EU-მ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა
გადახედვა
-
მარტა კოსის თქმით, EU-ს ახალ წევრებს 15წლით ვეტოს უფლება არ ექნებათ მარტა კოსის თქმით, EU-ს ახალ წევრებს 15წლით ვეტოს უფლება არ ექნებათ
გადახედვა
-
ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ავტორიტარული პრაქტიკის დასასრულებლად Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ავტორიტარული პრაქტიკის დასასრულებლად
გადახედვა
-
ახალი შეზღუდვები რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასა და ენერგეტიკაზე — EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა ახალი შეზღუდვები რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასა და ენერგეტიკაზე — EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
ბრიტანეთის მიერ დაკავებულ "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერზე საქართველოს 3 მოქალაქე იმყოფება ბრიტანეთის მიერ დაკავებულ "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერზე საქართველოს 3 მოქალაქე იმყოფება
გადახედვა
-
ქურდიანის ქუჩაზე ერთი დაჭრილი მიმალვისას აივნიდან გადავარდა და დაიღუპა, კიდევ 2 კლინიკაშია გადაყვანილი ქურდიანის ქუჩაზე ერთი დაჭრილი მიმალვისას აივნიდან გადავარდა და დაიღუპა, კიდევ 2 კლინიკაშია გადაყვანილი
გადახედვა
კომენტარები