კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვიტა, რომ მთავარი არხის ეთერში მაჭავარიანის ახლო კადრი უხამსობა იყო
ფოტო: კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი
კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვიტა, რომ მთავარი არხის ეთერში მინისტრ ივანე მაჭავარიანის ახლო კადრი უხამსობა იყო და ტელეკომპანია სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სანქცია არ დააკისრა. საუბარია კადრზე, სადაც ჩანს, რომ მინისტრი პარლამენტში ყოფნისას, სავარაუდოდ, სასქესო ორგანოს იფხანს. კომისია ამ კადრს "არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებას" უწოდებს.
კომისია აღნიშნავს, რომ მისი მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ "უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა" და ტელეკომპანიას სანქცია სწორედ ამიტომ არ დააკისრა, თუმცა მოუწოდა, რომ დაიცვან კანონი, გაითვალისწინოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არ განათავსოს ეთერში უხამსობა.
კომუნიკაციების კომისიის აზრით, უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსებით მაყურებლის უფლებები დაირღვა. უწყება, ასევე, მიუთითებს, რომ გადაცემა ზღუდავს მისი ადრესატების, ფინანსთა მინისტრისა და პარლამენტის წევრების პირად ცხოვრებას, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში "გამოხატვის თავისუფლებამ გადაწონა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება". კომისია ხაზს უსვამს, რომ სწორედ ამიტომ არ დაადასტურა უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებით ადრესატების უფლების დარღვევა.
"მთავარი არხის სიუჟეტში გამოვლინდა ორი პრობლემური კომპონენტი: პირველი — გრაფიკული გამოსახულება, რომელსაც თან ერთვოდა აუდიონარატივი უხამს გამონათქვამზე კონოტაციით და მეორე — ჟურნალისტის გამონათქვამი, რომელშიც იგი პარლამენტს პრეზერვატივს ადარებდა, ხოლო კონტექსტის გათვალისწინებით პარლამენტის წევრებს მამაკაცის გენიტალიებს. კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ სიუჟეტში უხამსობის შემცველი კონოტაცია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან თანხვედრაში არ არის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია", — აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.
მთავარი არხის შესახებ კომუნიკაციების კომისიამ 21 იანვარს იმსჯელა, გადაწყვეტილება კი დღეს გახდა ცნობილი. უწყებაში აცხადებენ, რომ მოისმინეს მაუწყებლის წარმომადგენლის არგუმენტები და გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე მიიღეს.
კომისიაში აღნიშნავენ, რომ საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე მნიშვნელოვან სამართლებრივ საფუძველზე გაამახვილეს ყურადღება. განცხადების ნაწილი ეთმობა კანონმდებლობისა და სიტყვა "უხამსობის" განმარტებას, ნახსენებია საერთაშორისო პრაქტიკაც. უწყება მიუთითებს, რომ მან განსაკუთრებულად უნდა დაიცვას აუდიტორიის, მსმენელებისა და მაყურებლების ძირითადი უფლებები და კანონიერი ინტერესები.
"გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სიუჟეტი მაუწყებლის ეთერში 21:57 საათზე, საუკეთესო დროს განთავსდა, შესაძლებელია, რომ მას მაყურებლის დიდმა რაოდენობამ უყურა. მაუწყებლის აუდიტორიის წევრები კი დროის ამ მონაკვეთში, ასევე შესაძლოა ყოფილიყვნენ არასრულწლოვნებიც. არასრულწლოვნების ნორმალურ ფიზიკურ, მორალურ და მენტალურ განვითარებაზე პასუხისმგებლობა, როგორც წესი, მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს ეკისრებათ, თუმცა მათ არ შეიძლებოდა ჰქონოდათ იმის გონივრული მოლოდინი, რომ 21:57 საათზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში უხამსობის შემცველი, არასრულწლოვნისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი სიუჟეტი განთავსდებოდა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში პასუხისმგებლობა გადადის მაუწყებელზე
გარდა იმისა, რომ სიუჟეტი არღვევს არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსება ასევე პრობლემურია სრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებთან მიმართებითაც. შესაბამისად, კომისიამ ასევე გაითვალისწინა იმ სრულწლოვანი მაყურებლების ინტერესები, რომლებიც არასრულწლოვნებთან ერთად ცხოვრობენ, უყურებენ ან უსმენენ სამაუწყებლო პროგრამებს. იმ შემთხვევაში, თუ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში იქნება უხამსობის შემცველი, არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი სიუჟეტები, მშობელი კარგავს გონივრულ შესაძლებლობას, ტელევიზიის საშუალებით მიიღოს სათანადო ინფორმაცია ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ბუნებრივია, სრულწლოვან პირებს აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, სხვა მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს უყურონ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისია ეფექტურად არ მოახდენს რეაგირებას უხამსობის შემცველ გადაცემებზე, შესაძლოა, ნებისმიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა გახდეს არაეთიკური სიუჟეტებით, უხამსი განცხადებებით და ქმედებებით გაჯერებული და მაყურებელს არჩევანი არ დარჩეს", — აღნიშნავენ კომისიაში.
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
კომენტარები