შავ-თეთრ ფოტოებზე სულ სხვანაირი თბილისი და თბილისელები აღმოვაჩინეთ
თბილისის უნიკალურობა ის ერთადერთი საკითხია, რომელზეც ქართველები არ დაობენ. ქალაქი მართლაც უნიკალურია არქიტექტურით, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით, ძველი და ახალი შენობების არც ისე სინთეზური შერწყმით და ხმაურიანი ისტორიით. თუმცა, ეს უჩვენოდაც იცი, დღეს კი რაღაც ისეთი გვინდა გაჩვენოთ, რაც შენთვისაც სიახლეა.
ალბათ, ხშირად გინახავთ თბილისის ძველი ფოტოები, რომელშიც მოსახლეობა მანქანების სიფერადეს და ხეების სიმწვანეს, სილაღეს შეტრფის და მოწყენილი აზიარებს: "ეჰ, რა ქალაქი გადააშენეს". თუმცა, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში ქექვისას აღმოვაჩინეთ, რომ თბილისის სილამაზე შავ-თეთრ ფოტოებზეც კარგადაა ასახული და უფრო საინტერესო წარსულსაც ინახავს.
იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად გასულ საუკუნეებში და ნახეთ, როგორ ცხოვრობდნენ თბილისელები და როგორ გამოიყურებოდა დედაქალაქი.
კომენტარები