ავსტრიაში 14 წელს ზემოთ პირებისთვის FFP2 ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა. ნიღბის ტარება აუცილებელი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში, წარმოებებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში. მასწავლებლების, საწყობების თანამშრომლებისა და სახელმწიფო მოხელეების შემთხვევაში სავალდებულო ხდება ამ ტიპის ნიღბის ტარება, თუ ორ-მეტრიან დისტანციას ვერ დაიცავენ.

როგორც Fracne24 წერს, სხვა შეზღუდვებისგან განსხვავებით, ეს რეგულაცია მოსახლეობამ დიდწილად უკმაყოფილების გარეშე მიიღო.

"კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის გამო უკეთესად დაცვაა საჭირო", — ამბობს ვენის მაცხოვრებელი, 24 წლის ჰანა ცუგნერი.

ახალი რეგულაცია არ შეეხებათ ორსულებსა და იმ პირებს, რომლთაც სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

დეკემბერში საშობაოდ ე.წ. ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ ავსტრიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იმატა. 26 დეკემბრიდან ქვეყანაში კვლავ ლოქდაუნის მოქმედებს, რომელიც 25 იანვარს უნდა გაუქმებულიყო, თუმცა თარიღმა 8 თებერვლამდე გადაიწია.