დასაწყისი — ფილმის ტრეილერი, რომელიც წელს ოსკარებზე საქართველოს სახელით იბრძოლებს
ფოტო: YouTube/screenshot
როგორც ცნობილია, 2020 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ქალი რეჟისორებისთვის და მათ შორის ერთ-ერთი ქართველი ხელოვანიც აღმოჩნდა: დეა კულუმბეგაშვილი, რომლის სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ფილმაც დასაწყისი მრავალი მაყურებლისა თუ კრიტიკოსისგან საოცრად დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
აქამდე მხოლოდ ფილმიდან ცალკეული კადრები ვრცელდებოდა, რამდენიმე დღის წინ კი პირველი ტრეილერიც გამოქვეყნდა, რომელიც საინტერესო და დაძაბულ ისტორიასთან ერთად, შთამბეჭდავ სანახაობას გვპირდება:
გასული წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრით სწორედ დასაწყისი აირჩია ოსკარების 2021 წლის დაჯილდოების კანდიდატად, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში (შარშანდლამდე ამ ნომინაციას საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი ეწოდებოდა) მოსახვედრად საქართველოს სახელით იბრძოლებს.
აქედანვე თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს საქართველოს ამ წარმატების მიღწევის ისეთი დიდი შანსი აქვს, როგორც მანამდე არასდროს: "დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი 2020 წლის კინოფესტივალებზე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სურათი იყო, რომელზეც ყველაზე ხშირად საუბრობდნენ: სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომლის ჟიურისაც რეჟისორი ლუკა გუადანინო ხელმძღვანელობდა, ფილმმა ერთდროულად ოთხ მთავარ ნომინაციაში მოიპოვა ჯილდო – საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ფილმი", — წერს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული ონლაინგამოცემა IndieWire.
აღსანიშნავია ისიც, რომ დასაწყისის პრემიერა კანზე უნდა შემდგარიყო, თუმცა გასულ წელს კინოფესტივალი ჩაიშალა. ფილმის ჩვენება მხოლოდ რამდენიმე ფესტივალზე გაიმართა, ფართო აუდიტორიას კი დახურული კინოთეატრების გამო მისი ხილვის შესაძლებლობა ჯერ არ ჰქონია, თუმცა 29 იანვარს ის პლატფორმა Mubi-ზე გამოჩნდება და არაერთი ქვეყნიდან იქნება მისი ხილვა შესაძლებელი.
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
კომენტარები