შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ობიექტის მოძრაობას წინასწარმეტყველებს
ბოლოდროინდელი კვლევები "კონტაქტსა და ხედვას" შორის სინერგიაზე (ერთგვაროვანი მოქმედება) მიუთითებენ. პირველი (კონტაქტი), 3D ზედაპირის ვიზუალური და ინერციული მახასიათებლების გაზომვის საშუალებას იძლევა. ხოლო მეორე (ხედვა), საგნების გარეგნობის მთლიან ხედვას გვაძლევს.
სწორედ ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, Samsung-ის და მაკგილისა და იორკის უნივერსისტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, შეეძლო თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ობიექტის მოძრაობის ზუსტი პროგნოზირება.
"წინა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მოძრავი ობიექტების ტრაექტორიის პროგნოზირება რთულია. ეს უცნობი ხახუნის, გეომეტრიული თვისებების და ურთიერთსაწინააღმდეგო ზეწოლის განუსაზღვრელი განაწილების გამო. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენ შევქმენით ხელოვნური ინტელექტი, რომელიც პროგნოზირების შესაძლებლობების შესწვლითაა დაკავებული. ხელოვნური ინტელექტი მოძრაობის ტრაექტორიის, კონტაქტის და სხვა ელემენტების აღსაქმელადაა გაწვრთნილი", — აღნიშნეს მკვლევრებმა თავიანთ ნაშრომში.
მათ შეიმუშავეს სენსორი, სახელწოდებით See Through your Skin, რომელიც საგნის მოცულობას და ვიზუალს აფიქსირებს. ამის პარალელურად, პროგრამა დეტალურ ტაქტილურ (შეხებით/მოძრაობით) გაზომვებს უზრუნველყოფს. ამასთან, მეცნიერებმა შექმნეს მოდელი — Generative Multimodal Perception, რომელიც იყენებს ვიზუალურ და ტაქტილურ (შეხებით) მონაცემებს, რათა შეისწავლოს ობიექტის პოზიცია, ფორმა და ძალის შეხება. ამ მონაცემების გაანალიზებით, ხელოვნურ ინტელექტს ობიექტთან შეხების შემდეგ, მისი დინამიკის (მოძრაობის) წინასწარმეტყველება შეუძლია.
მკვლევრების თქმით, მათმა მიდგომამ შეძლო ვიზუალური და ტაქტილური გაზომვების წარმოება. შესაბამისად, საგანთან კონტაქტის დროს, ხელოვნური ინტელექტი ზუსტად პროგნოზირებდა მის მოძრაობას.
"ჩვენ დავასკვენით, რომ ფიზიკური ობიექტის მოძრაობის პროგნოზირება ორივე მოდელისგან არის შესაძლებელი: პირველი — ვიზუალური ინფორმაცია აღბეჭდავს ობიექტის თვისებებს, როგორიცაა 3D ფორმა, ადგილმდებარეობა და მოძრაობის პოტენცია. ხოლო მეორე — ტაქტილური ინფორმაცია ასახავს ურთიერთქმედების ძალების, მოძრაობის და კონტაქტის მონაცემებს", — აღნიშნეს კვლევის ავტორებმა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები