აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფეისბუქ და ინსტაგრამგვერდები დაბლოკილი აღარ არის. სოციალურ ქსელებში გვერდები დაბრუნდა, თუმცა ტრამპს ჯერ არაფერი დაუპოსტავს და უცნობია, აღუდგა თუ არა მას პოსტვის უფლება.

მას შემდეგ, რაც ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში პოსტებით მათი ქმედება გაამართლა, Facebook-მა, Twitter-მა, Youtube-მა პრეზიდენტის პლატფორმა დაბლოკეს. ყველაზე მკაცრი ზომები Facebook-მა და Twitter-მა მიიღეს. ფეისბუქმა ტრამპის ანგარიშზე წვდომა ინაუგურაციამდე შეზღუდა, ხოლო ტვიტერმა — სამუდამოდ.

11 იანვარს, ორშაბათს Facebook-ის აქციების ფასი 4 პროცენტით დაეცა, 12 იანვარს კი კიდევ 2,2 პროცენტით. სამშაბათს ფეისბუქის საბაზრო კაპიტალიზაცია 47,6 მილიარდით იყო შემცირებული.

რაც შეეხება ტვიტერს, ამავე დღეებში მისი აქციები ჯერ 6,4 პროცენტით, შემდეგ ისევ 2,4 პროცენტით დაეცა. საერთო ჯამში, ტვიტერის საბაზრო კაპიტალიზაცია 3,5 მილიარდით შემცირდა.

ამავე თემაზე: