კვლევა ადასტურებს, რომ SpaceX ასტრონომებს ხელს უშლის კოსმოსზე დაკვირვებაში
გასული წლის განმავლობაში, ასტრონომებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ SpaceX-ის მიერ, დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაშვებული თანამგზავრების ნათება მათ ხელს უშლიდა კოსმოსის დაკვირვებაში. გლობალური ინტერნეტისთვის გათვლილი თანამგზავრები, რომლებიც ასტრონომების დაკვირვების პროცესში ცას კვეთდნენ ხოლმე, ირეკლავდნენ მზის სხივებს, რის გამოც ასტრონომებს კოსმოსზე დაკვირვებაში უშლიდნენ ხელს.
ასტრონომების პრეტენზიის საპასუხოდ, SpaceX-მა სტარლინკების ახალი პარტია "შეფუთა" და ისე გაუშვა ორბიტაზე, რითიც მზის სხივების არეკვლის თავიდან არიდებას ცდილობდა. თუმცა, Starlink მაინც უშლის ხელს ასტრონომებს. როგორც ისინი ამბობენ, Starlink-ები აფერხებს ცის ხედვას და ართულებს შორეული ვარსკვლავებისა და გალაქტიკების დანახვას.
იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის ხელმძღვანელობით, ტაკაში ჰორიუჩის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, SpaceX–ის ტექნოლოგიური მიზნები ეწინაღმდეგება კოსმოსის შემსწავლელი აკადემიკოსების საჭიროებებს.
ახალი სატელიტები, რომლებიც დაფარულია უფრო მუქი საღებავით — რომლებსაც SpaceX-მა DarkSats უწოდა — ნახევრად კაშკაშაა, ვიდრე ორიგინალი, სინათლის ხილულ სპექტრში ნახვისას.
"DarkSat–ზე გამუქებული საღებავი, რა თქმა უნდა, აირეკლავს მზის სხივებს, ჩვეულებრივ Starlink–ის თანამგზავრებთან შედარებით, მაგრამ სატელიტების უარყოფითი გავლენა ასტრონომიულ დაკვირვებებზე პრობლემური საკითხია", — განუცხადა ჰორიუჩიმ Physics World–ს.
ამასთან, მუქმა საღებავმა გამოიწვია ტემპერატურის მომატება, რამაც ფაქტობრივად თანამგზავრები უფრო ნათელი გახადა ასტრონომებისთვის, ინფრაწითელი დაკვირვების დროს.
"ბნელი ცა ლამაზი ვარსკვლავებითა და ნისლეულებით არის საგანძური ყველა ადამიანისთვის", — განუცხადა ჰორიუჩიმ Physics World-ს.
იმის გამო, რომ მუქმა საღებავმა ერთი პრობლემა გადაჭრა, წამოჭრა სხვა, ჰორიუჩი ფიქრობს, რომ სასარგებლო იქნება Starlink თანამგზავრების უფრო მაღალ ორბიტაზე განთავსება, რაც შეამცირებს მათ გავლენას ღამის ცის ხედზე.
კვლევაThe Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები