კუბის მთავრობამ უკვე დაასრულა ორმაგი სავალუტო სისტემის შეთანხმება, რის მიხედვითაც, კუბა ორმაგი სავალუტო და მრავალჯერადი გაცვლითი კურსის სისტემებს იანვარში გააუქმებს.

მთავრობამ დაადგინა გაცვლითი კურსი. დაახლოებით, 24 კუბური პესო ერთ ამერიკულ დოლარის ტოლი იქნება.

ეკონომისტების შეფასებით, რეფორმა კუბელებისთვის "მოკლევადიანი ტკივილი იქნება", თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან განსხვავებულმა გაცვლითმა კურსებმა მხოლოდ ზოგიერთი სექტორის სუბსიდირება მოახერხა.

კუბური პესო (CUP) ქვეყნის მთავარ ვალუტად პოსტ-რევოლუციური ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ერნესტო ჩე გევარამ აქცია. თუმცა, აშშ-ის მიერ არაერთელ დაწესებულმა ემბარგომ და თავად ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის განვითარებამ ვალუტის გაუფასურება გამოიწვია.

თუკი ადამიანები სხვა ვალუტას არაოფიციალურად გამოიყენებენ, შეიძლება შეიქმნას ე.წ "შავი ბაზარი". სწორედ ამიტომ, ხშირად, ქვეყნები საკუთარ ეროვნულ ვალუტას ოფიციალურად დოლარით ანაცვლებენ, რასაც დოლარიზაცია ეწოდება. ეს მექანიზმი ხშირად ნაკლებ მექანიზმს უტოვებს მთავრობას, დაამყაროს კონტროლი მონეტარულ პოლიტიკაზე.

ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ უცხოური და ეროვნული ვალუტაც ერთდროულად. სწორედ ეს პოლიტიკა აირჩია კუბამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ჰავანამ ნებადართული გახადა ამერიკულ დოლართან ერთად კუბური პესოს გამოყენება 1993 წელს.

დოლარის გამოყონება 2004 წელს აიკრძალა, როდესაც ქვეყანამ CUC ანუ კუბის კონვერტირებადი (შექცევადი) ვალუტა შექმნა. ის გამოიყენებოდა სახელმწიფო ბიზნესში და უცხოეთიდან საქონელის შესაძენად.

თითქოს ერთსა და იმავე სახელწოდების ფულის ერთეულის არსებობის მთელი მნიშვნელობა ისაა, რომ ეროვნული პოსოს სხვა ქვეყნის ვალუტაზე გადაცვლა არ შეიძლება, ღირებულება მხოლოდ კუბაში აქვს. კონვერტირებადი პესო კი იცვლება უცხოურ ვალუტებზე, ისევე, როგორც, მაგალითად ეროვნულ პესოზეც.

საშუალოდ, ერთი CUC 25-ჯერ მეტი ღირს, ვიდრე ერთი CUP, სწორედ ამიტომ, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. კონვერტირებადი ვალუტა ტურიზმში, საგარეო ვაჭრობაში გამოიყენება. მაგრამ კიდევ ბევრია ქვეყანაში ადამიანი, რომელიც, მაგალითად არაა დასაქმებული ტურიზმში და სწორედ მათ მიეწოდებათ ხელფასი ეროვნულ ვალუტაში — სწორედ ამ სისტემამ შექმნა უთანასწორობა ქვეყანაში. განსაკუთრებით წელს, ტურიზმში დასაქმებული ადამიანებისთვის, რთული წელი აღმოჩნდა.

კუბის მთავრობამ განაცხადა, რომ ინფლაციასთან გასამკლავებლად სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებსა და პენსიებს გაზრდიდა, თუმცა კერძო სექტორში დასაქმებულები ამ პროტექტორატს ვერ გამოიყენებენ — ამიტომ გახდა საჭირო ახალი მექანიზმის შემუშავება.

ვალუტის უნიფიკაციის გეგმის გამოცხადებასთან ერთად, მთავრობამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ყოველდღიურად გამოქვეყნდება კუბური პესოს გაცვლითი კურსი. მეტად მოსალოდნელია, რომ ის პოტენციურად უფრო არამდგრადი იქნება, ვიდრე ფიქსირებული.

კუბა საკმაოდ მტკივნეული ტრანზაციის პერიოდშია. გარდა იმისა, რომ ეკონომიკაში ტურიზმის შედეგად მიღებული ფული მკვეთრად შემცირდება, მოსალოდნელია ფასების ზრდაც ყოველდღიურ პროდუქტზე.