ჰაბლის ტელესკოპმა ყველაზე სრულყოფილი "აინშტაინის ბეჭედი" დააფიქსირა
სულ ახლახან, ძალიან იშვიათი ასტრონომიული მოვლენის მოწმენი გავხდით — იუპიტერისა და სატურნის "შეერთებას" კიდევ ასობით წლის მანძილზე ვეღარ ვიხილავთ. თუმცა, არსებობს კიდევ უფრო უცნაური და ძალიან იშვიათი მოვლენა, რომლის დანახვაც ახლა შეიძლება ღამის ცაზე. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მის დასაკვირვებლად ჰაბლზე უნდა გქონდეთ წვდომა.
როგორც ყოველთვის, ჰაბლი ახლაც გამაოგნებელ სურათებს გვაწვდის. ამ შემთხვევაში კი, ამ კოსმოსურმა ტელესკოპმა ფოტო გადაუღო გრავიტაციულ ლინზირების (მატერიის განაწილება სინათლის შორეულ წყაროსა და დამკვირვებელს შორის. მატერია იწვევს წყაროდან მომავალი სინათლის გარდატეხას) ეფექტს, რაც თითქმის სრულყოფილ მაგალითს წარმოადგენს "აინშტაინის ბეჭდის" სახელით ცნობილი ფენომენისა. გრავიტაციული ლინზირება იწვევს წყაროდან მომავალი სინათლის გარდატეხას. ამ დროს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სინათლე არა ერთი, არამედ რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან მოდის. თუ სინათლის წყარო, ლინზა და დამკვირვებელი ერთ ხაზზე არიან განლაგებულნი, ვიღებთ ბეჭდისმაგვარ გამოსახულებას. GAL-CLUS-022058-ის სახელით ცნობილ ბეჭედს ჰაბლმა გასული კვირის ბოლოს გადაუღო ფოტო. მას ასტრონომები "გაღუნულ ბეჭედს" უწოდებენ.
GAL-CLUS-022058-მა ეს სახელი ობიექტის გამოსახულების გამო მიიღო, ვინაიდან იგი მართლაც მეტალის გაღუნულ ბეჭედს გავს. თუმცა, გარდა ამისა, იგი "ბეჭდის" ადგილმდებარეობასაც უკავშირდება. "გაღუნული ბეჭედი" განლაგებულია სამხრეთით, ღუმელის თანავარსკვლავედში. სურათი ასახავს უშორეს გალაქტიკას, რომლისგანაც მომავალი სინათლე, რომელიც შედარებით ახლოს არსებული გალაქტიკის კლასტერის მიერ გარდატყდება.
გრავიტაციული ლინზირების ეფექტის უპირატესობას ის წარმოადგენს, რომ იგი მეცნიერებს აძლევს საშუალებას, უკეთესად შეისწავლონ შორს მდებარე გალაქტიკა. სხვაგვარად, აღნიშნული ეფექტის გარეშე, მას საერთოდ ვერ დავინახავდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს "აინშტაინის ვარსკვლავის" ერთადერთ მაგალითს არ წარმოადგენს, იგი მაინც ყველაზე განსაცვიფრებელია დანარჩენ ბეჭდებს შორის. მეცნიერები კი ფიქრობენ, რომ პოტენციურად, კიდევ ბევრი ბეჭედია აღმოსაჩენი, ამ საქმეში კი ისევ ჰაბლი დაგვეხმარება. ამაზე მზის სისტემის პლანეტების განლაგება გავლენას არ მოახდენს.
კომენტარები