ცნობილია, რამდენი იზარალეს რუსმა მილიარდერებმა წელს
Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის (BBI) მონაცემებზე დაყრდნობით რუსული მედია წერს, რომ რუსეთის უმდიდრესი მეწარმეების ქონების საერთო ღირებულება წლის დასაწყისიდან თითქმის 23,6 მილიარდი დოლარით შემცირდა.
რეიტინგის თანახმად, რუს მილიარდერებს შორის ქონების ყველაზე დიდი კლება მიხეილ პროხოროვთან დაფიქსირდა — მან 6,22 მილიარდი დოლარი დაკარგა, რის შედეგადაც მისი ქონება 10,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
"ნორნიკელის" პრეზიდენტის, ვლადიმერ პოტანინის ქონება 4,28 მილიარდი დოლარით შემცირდა და 22,1 მილიარდი დოლარი შეადგინა;
ალიშერ უსმანოვმა, რუსეთის რკინის მადნის უმსხვილესი მწარმოებლის — "მეტალოინვესტის" აქციონერმა, 2,69 მილიარდი დოლარი დაკარგა (მისი ქონება, სავარაუდოდ, 16,6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა);
ხოლო NLMK-ის თავმჯდომარემ ვლადიმერ ლისინმა 2,62 მილიარდი დოლარი დაკარგა და მისი ქონება 21,1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
Telegram-ის თანადამფუძნებლის, პაველ დუროვის (რომელიც „როსფინმონიტორინგის“ მიერ ტერორისტთა და ექსტრემისტთა სიაშია შეყვანილი) ქონება 2,56 მილიარდი დოლარით შემცირდა და 11,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ზრდას, რეიტინგის მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქონების ყველაზე დიდი ზრდა "სევერსტალის" დამფუძნებელ ალექსეი მორდაშოვთან დაფიქსირდა — მისი კაპიტალი 1,51 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 27,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მას მოსდევენ UGMK-ის დამფუძნებელი ისკანდერ მახმუდოვი (+151 მილიონი დოლარი, 8,03 მილიარდ დოლარამდე), დმიტრი რიბოლოვლევი (+131 მილიონი დოლარი, 9,9 მილიარდ დოლარამდე) და მიხეილ ფრიდმანი (+119 მილიონი დოლარი, 10,2 მილიარდ დოლარამდე).
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსში, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს 500 ადამიანს აერთიანებს, რუსეთის 19 მოქალაქე შედის, რომელთა ქონების საერთო ღირებულება 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით 267,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის პირველ ადგილს კვლავ ამერიკელი მეწარმე და კომპანიების — Tesla-სა და SpaceX-ის — მფლობელი ილონ მასკი იკავებს; მისი ქონების ღირებულება წლის დასაწყისიდან 300 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 920 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მეორე ადგილზე რჩება Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი; მისი ქონების ღირებულება 22,9 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 292 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მესამე ადგილს იკავებს ამერიკული ონლაინ-ვაჭრობის გიგანტის, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელმაც თავისი ქონების ღირებულება 19,2 მილიარდი დოლარით გაზარდა და 273 მილიარდ დოლარამდე ავიდა.
მეოთხე ადგილზეა Google-ის კიდევ ერთი თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი; მისი ქონების ღირებულება 21,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 271 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მეხუთე ადგილს კი იკავებს Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი; მისი ქონების ღირებულება წლის დასაწყისიდან 28 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 261 მილიარდ დოლარს მიაღწია.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები