Flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ
ფოტო: ynetnews
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ Flydubai-ის გუშინდელ FZ1073 რეისზე მყოფ ოთხ პირს სამოქალაქო გმირობისთვის პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენს. მათ შორისაა ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი შოთა მუსაევი, რომელმაც მძიმედ დაშავებულ კაპიტან სმიტ მაჩჰარს სიცოცხლის შემანარჩუნებელი სამედიცინო დახმარება გაუწია.
როგორც ისრაელის მედია წერს, ჯილდოზე წარდგენილთა შორის არიან იანივ ჰაიუნი, ცვიკა მანესი და ასაფ რაჯუანი, რომლებიც კაბინაში შევიდნენ და მეორე პილოტი გაანეიტრალეს მას შემდეგ, რაც მან კაპიტან სმიტ მაჩჰარს დანა დაარტყა.
ჰერცოგის თქმით, ჰაიუნი, მანესი და რაჯუანი "დახმარების გასაწევად მაშინვე გაემართნენ, კაბინაში შევიდნენ და თავდამსხმელი გაანეიტრალეს, რითაც საკუთარ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეუქმნეს, ხოლო ჰაიუნი თვითმფრინავის მართვის საშუალებებს აკონტროლებდა".
"მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი გაანეიტრალეს, ექიმმა მუსაევმა მძიმედ დაშავებულ პილოტს სიცოცხლის შემანარჩუნებელი სამედიცინო დახმარება გაუწია და მისი მდგომარეობის სტაბილიზაციაში დაეხმარა, ვიდრე თვითმფრინავი საუდის არაბეთში ავარიულ დაშვებას განახორციელებდა", — ამბობს ჰერცოგი.
მისი თქმით, "მგზავრებისა და ეკიპაჟის სწრაფმა მოქმედებამ დიდი კატასტროფა თავიდან აიცილა".
ჰერცოგი ამბობს, რომ ოთხ კაცს ესაუბრა და "დიიდ მადლობა გადაუხადა იმ გამჭრიახობისთვის, სიმამაცისა და ერთმანეთზე პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ უკიდურესი საფრთხის მომენტში გამოავლინეს".
სამოქალაქო გმირობისთვის პრეზიდენტის ჯილდო შედარებით ახალი ჯილდოა. ჰერცოგმა ის 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დააარსა. ეს არის ისრაელის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო გმირობისთვის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 სექტემბერს, დუბაი-თელ-ავივის Flydubai-ის FZ1073 რეისზე ერთ-ერთმა პილოტმა კაპიტანს დანით მიაყენა ჭრილობები, რის შემდეგაც თვითმფრინავმა სწრაფად დაკარგა სიმაღლე და რამდენიმე წუთის განმავლობაში მისი მართვა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. დაჭრილმა კაპიტანმა კაბინის კარი გახსნა, რის შემდეგაც რამდენიმე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი კაბინაში შევიდა და თავდამსხმელი გაანეიტრალა. ბორტზე მყოფმა ექიმმა, შოთა მუსაევმა, მძიმედ დაჭრილ კაპიტანს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. თვითმფრინავმა საბოლოოდ საგანგებო დაშვება საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში განახორციელა და ბორტზე მყოფი 174 ადამიანი უსაფრთხოდ გადმოვიდა.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები