ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი 30 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლების ვიზიტს ეხმაურება და წერილს აქვეყნებს სათაურით: "მოსკოვის საპატრიარქოს სიტყვა და საქმე — აღიარება, რომელიც ინსტრუმენტად იქცა".
წერილის დასაწყისში ის მიმოიხილავს, როგორ იცვლებოდა მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საეკლესიო საკითხზე რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ის დროიდან დღემდე, რაც გულისხმობს ერთი მხრივ, მოსკოვის მიერ საქართველოს ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის აღიარებას, მეორე მხრივ კი ამ ტერიტორიებზე რუსეთის სასულიერო პირების რეალურ საქმიანობას.
მისი თქმით, მოსკოვის საპატრიარქო ფორმალურად აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიებად, თუმცა რეალურად ქართველი სასულიერო პირები იქ ღვთისმსახურებას ვერ აღასრულებენ, მაშინ როცა რუსეთის ეკლესია ამ ტერიტორიებზე თავად მონაწილეობს საეკლესიო ცხოვრებაში.
მთავარეპისკოპოსის წერს, რომ რუსეთის მხარე ამას იმით ხსნის, რომ ქართველ სასულიერო პირებს ტერიტორიებზე შესვლის საშუალება არ აქვთ, თუმცა ეს ვითარება თავად რუსეთის ოკუპაციის შედეგია. მისი შეფასებით, მოსკოვის მიერ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღიარება უფრო რუსეთის ინტერესებისა და გავლენის შენარჩუნების ინსტრუმენტია, ვიდრე ამ უფლების რეალური აღიარება.
მისი თქმით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საეკლესიო საკითხზე ვითარება აგვისტოს ომის შემდეგ არათუ დამძიმდა, ძირეულად შეიცვალა.
"რუსეთის სახელმწიფომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიარა. იმავე წლის დეკემბერში ალექსი II გარდაიცვალა. 7 დეკემბერს, მოსკოვში დაკრძალვაზე გამგზავრების წინ, ილია II-მ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ქართველი ერი ვერასოდეს შეურიგდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნას. გარდაცვლილი პატრიარქი კი საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის მეგობრად მოიხსენია, რისი თქმის საფუძველიც გარკვეულ მიზეზთა გამო არსებობდა. ასე დასრულდა ერთი ხანა, თუმცა პრობლემა გადაუწყვეტელი დარჩა.
მოსკოვის პატრიარქ კირილეს დროს რუსეთის ეკლესიის ოფიციალური პოზიცია არსებითად არ შეცვლილა. 2009 წელს მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) განაცხადა, რომ პოლიტიკური საზღვრების ცვლილება საეკლესიო საზღვრებს არ ცვლის და აფხაზეთი საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად რჩება. თუმცა იმავე განმარტებაში გამოჩნდა "არგუმენტი", რომელმაც მომდევნო წლებში საკითხი კიდევ უფრო გაართულა. რუსული მხარის თქმით, ქართველ სასულიერო პირებს აფხაზეთში შესვლის საშუალება არ ჰქონდათ, ამიტომ რუსეთის ეკლესიას თავად უწევდა ადგილობრივი სამღვდელოებისთვის პასტორალური დახმარების გაწევა და მათთვის დროებითი კანონიკური სტატუსის მოძიება. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება პასტორალური საჭიროებით ნაკარნახევ ნაბიჯად მოეჩვენოს ვინმეს, თუმცა ეკლესიის კანონიკური წესრიგის თვალსაზრისით აქაც ჩნდება კითხვა: რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს დროებითი მდგომარეობა და როდის იქცევა იგი ახალ, ფაქტობრივ რეალობად? როცა "დროებითი დახმარება" წლობით გრძელდება, მას დროებითს ვეღარ ვუწოდებთ", — წერს მთავარეპისკოპოსი და სვამს კითხვას და პასუხსაც გვიზიარებს:
"რატომ არ ეძლევათ საშუალება ქართველ სასულიერო პირებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აღასრულონ მსახურება?
პასუხი მარტივია: მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ამდენად, "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის" წინაღობა, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო საკუთარი ყოფნის გასამართლებლად იშველიებს, თავად მოსკოვიდან მომდინარეობს", — წერს ის.
მისივე თქმით, "რუსეთის სახელმწიფო და რუსეთის ეკლესია ფორმალურად ერთი და იგივე არ არის. თუმცა მოსკოვის საპატრიარქო ოფიციალური წერილებიდან აჩენს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობა" მას აღიარებული აქვს. ისიც ფაქტია, რომ ამ წლების განმავლობაში რუსეთის ეკლესიას საკუთარი შესაძლებლობა და გავლენა არ გამოუყენებია იმისთვის, რომ ქართველ სასულიერო პირებს ამ ტერიტორიებზე მსახურების საშუალება მისცემოდათ".
წერილის ბოლოს ის დასკვნის სახით წერს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ეკლესიის კანონიკური უფლებების აღიარებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს — ეს უფლება რეალური მხოლოდ მაშინ გახდება, თუ ქართველ სასულიერო პირებს ამ ტერიტორიებზე თავისუფლად მსახურების, ეპარქიის მართვის, ხელდასხმის, სიწმინდეების დაცვისა და მრევლთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცემათ.
"დასასრულ, ფაქტია, რომ საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ამ დრომდე არ ვრცელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ადგილი აქვს ქართული საეკლესიო მემკვიდრეობის დაზიანებისა და სახეცვლილების შემთხვევებს. ყოველივე ზემოთქმულს ერთ დასკვნამდე მივყავართ: მოსკოვისთვის საქართველოს ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის ფორმალური აღიარება პრინციპი კი არა, ინსტრუმენტია. ის შენარჩუნებულია იმდენად, რამდენადაც მოსკოვის ინტერესებს ემსახურება და ნებისმიერ დროს შეიძლება ზეწოლის საშუალებად იქცეს. სიტყვით ტერიტორია საქართველოს ეკლესიას ეკუთვნის, ხოლო დე ფაქტო ამ ტერიტორიებს მოსკოვი აკონტროლებს და მათ საეკლესიო ცხოვრებას მოსკოვის საპატრიარქო განაგებს.
ასეთ ვითარებაში აღიარების ყოველი ახალი განმეორება ვერაფერს ცვლის. საქართველოს ეკლესიის უფლება რეალური მაშინ გახდება, როცა ქართველ სასულიერო პირებს საკუთარ კანონიკურ ტერიტორიაზე მსახურების საშუალება მიეცემათ: როცა ისინი შეძლებენ ხელდასხმას, ეპარქიის მართვას, სიწმიდეთა დაცვას და მრევლთან ურთიერთობას. მანამდე აღიარებულ უფლებასა და განხორციელებულ უფლებას შორის არსებული სხვაობა შენარჩუნდება, რაც რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესშია", — წერს მთავარეპისკოპოსი.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მიიღო. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ "მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს".
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
კომენტარები