პროქსიმა კენტავრი b: 6 უცნაური ფაქტი დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტაზე
გაიცანით პროქსიმა კენტავრი b
ასტრონომებმა მზესთან ახლოს მყოფ ვარსკვლავთან, პროქსიმა კენტავრთან ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. პლანეტა, რომელსაც პროქსიმა b დაერქვა, დედამიწაზე ოდნავ დიდია. ის ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ თხევად წყალს არსებობის საშუალება აქვს - ტემპერატურა არც ისე მაღალია, რომ აორთქლდეს და არც ისე დაბალი, რომ გაიყინოს. მიუხედავად დედამიწის მსგავსი მახასიათებლებისა, პროქსიმა b უცნაურ პლანეტად რჩება.
1. უცნაური ვარსკვლავური სისტემა... თუ არა?
პროქსიმა b-ს დედავარსკვლავი პროქსიმა კენტავრი უცნაური ვარსკვლავური ტრიოს ნაწილია. სხვა ორი ვარსკვლავი ორმაგ სისტემაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გრავიტაციის საერთო ცენტრის გარშემო ბრუნავენ. ამ ორს ალფა კენტავრი ეწოდება. ასტრონომებმა ზუსტად არ იციან, პროქსიმა კენტავრი არის თუ არა გრავიტაციულად დაკავშირებული ამ წყვილთან. თუ ის სისტემის ნაწილია, 500 000 წელი დასჭირდება, რომ ალფა კენტავრს წრე ერთხელ დაარტყას. ხოლო, თუ დამოუკიდებელი ვარსკვლავია, მაშინ მილიონობით წელი გაივლის, სანამ ამ ადგილს დატოვებს.
2. ახლო, მაგრამ თითქმის უხილავი
ალფა კენტავრი ტელესკოპით მარტივად ჩანს. ორმაგი ვარსკვლავები ერთდებიან და ქმნიან მესამე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს ღამის ცაზე. მიუხედავად იმისა, რომ პროქსიმა კენტავრი ოდნავ უფრო ახლოსაა დედამიწასთან, ვიდრე მისი ორმაგი კომპანიონები, ის მაინც უფრო პატარა და მკრთალია, ვიდრე ვარსკვლავური დუეტი. პროქსიმა კენტავრის დაფიქსირება ძალიან რთულია.
3. პერსპექტივები
პროქსიმა კენტავრი პაწაწინა ვარსკვლავია, სულ რაღაც მზის ზომის ერთი მეათედი, მაგრამ პროქსიმა b-ზე მყოფი დამკვირვებლისთვის წითელი ჯუჯა სამჯერ უფრო დიდი გამოჩნდება, ვიდრე დედამიწიდან - მზე. ეს იმიტომ, რომ პროქსიმა b-ს ორბიტა ძალიან, ძალიან მცირეა. პლანეტა მშობელი ვარსკვლავიდან 7,5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული, რაც დედამიწისა და მზის დისტანციის სულ რაღაც 5 პროცენტია. ჩვენი მზე პროქსიმა b-ს ცაზე კაშკაშა, მასიური ვარსკვლავია, ხოლო ჩვენ სპეციალური აღჭურვილობა გვჭირდება, რომ პროქსიმა კენტავრი დავინახოთ.
4. (პაწაწინა) სასიცოცხლო ზონაში
პროქსიმა b მდებარეობს ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონის ზუსტად შუაში, სადაც თხევადი წყლის არსებობა თეორიულად დასაშვებია. ჩვენი მზისგან განსხვავებით, პროქსიმა კენტავრის სასიცოცხლო ზონა უკიდურესად ახლოსაა ვარსკვლავთან. ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონის დიაპაზონი მზესთან შედარებით იმიტომაა ასეთი მცირე, რომ პროქსიმა კენტავრი ბევრად უფრო ცივია, ვიდრე მზე. ერთ დროს მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ პროქსიმას მსგავს წითელ ჯუჯა ვარსკვლავებს ვერ ეყოლებოდათ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტები, მაგრამ ახლა ასტრონომები ფიქრობენ, რომ წითელი ჯუჯები საუკეთესო ადგილია სასიცოცხლო ეგზოპლანეტების მოსაძებნად!
5. სარეზერვო პლანეტა?
ასტრონომებს სჯერათ, რომ პროქსიმა b შესაძლოა დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა იყოს. სავარაუდოდ, მისი ზედაპირიც კლდოვანია. პროქსიმა b სულ რაღაც 4 სინათლის წლითაა დაშორებული, რაც მას დედამიწის მსგავს პლანეტებს შორის უახლოეს ობიექტად აქცევს. სამწუხაროდ, ეგზოპლანეტამდე მიღწევა მაინც ძალიან გაგვიჭირდება. უახლესი ტექნოლოგიებითაც კი ათასეულობით წელიწადი დაგვჭირდება სამეზობლოში ვიზიტისთვის, თუმცა იური მილნერისა და სტივენ ჰოკინგის გეგმა იმედისმომცემია. არსებული დრო შეგვიძლია სიცოცხლის დამამტკიცებელი ნიშნების მოძებნას დავუთმოთ.
6. აღმოჩენილი ძვრა
პროქსიმა კენტავრის დაფიქსირება სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების გარეშე ძალიან რთულია, ხოლო პროქსიმა b-ს დანახვა კი შეუძლებელია უახლესი ტელესკოპებითაც კი. ეგზოპლანეტის დასაფიქსირებლად ასტრონომები მის დედავარსკვლავს დააკვირდნენ. როცა პლანეტა გარს უვლის ვარსკვლავს, მისი გრავიტაცია ვარსკვლავის ოდნავ ძვრას იწვევს. ეს გრავიტაციული ძვრები ქმნის დოპლერის ეფექტს, ანუ ვარსკვლავის სინათლის ტალღის ცვლილებას სიგრძეში. პროქსიმა კენტავრის დოპლერის ძვრის შესწავლისას ასტრონომებმა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ჩილეს) ტელესკოპებით აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავს დედამიწაზე ოდნავ დიდი პლანეტა ჰყავდა 7 მილიონი კილომეტრის დაშორებით.
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები