ელისაშვილისნაირი პარტიის შესვლა პარლამენტში ერთპარტიულობას ხაზს გაუსვამს — ბოკერია
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ შთაბეჭდილება რჩება, ელისაშვილი საბაბს ეძებს და მისი პარლამენტში შესვლა ერთპარტიულობას არ გააქარწყლებს, პირიქით, ხაზს გაუსვამს.
"აშკარა შთაბეჭდილებაა, რომ საბაბს ეძებს [ელისაშვილი]. ჩვენ არასდროს მისთვის არაფერი დაგვიბრალებია, ეს არის სიცრუე მრავალ სიცრუეს შორის, რაც მან იკადრა ადრეც და ახლაც. ჩვენთის, ამ ვითარებაში, მიზანი ის კი არ იყო, რომ ვინმე მოქცეულიყო სამარცხვინოდ და მერე იმისთვის ტალახი გვესროლა, არამედ, სასურველი იყო, რომ ელისაშვილიც კი რასაც წარმოადგენს, რახან ოპოზიციაში არის ფორმალურად მაინც, აქ ყოფილიყო ერთიანობა. როგორ იპოვის საბაბს, აგერ ვნახოთ იმიტომ, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო ელისაშვილის ჩათვლითაც კი და ეს ძალიან დაბალი საზომია ჩემთვის, მაინც სასურველი იყო შენარჩუნებულიყო ბოიკოტი. ამ ვითარებაში ელისაშვილისნაირი პარტიის შესვლა ერთპარტიულობას კი არ გააქარწყლებს, ხაზს გაუსვამს", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიგა ბოკერიას პარტია [ევროპული საქართველო] ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით ქართულ ოცნებასთან შეხვედრებზე დადის მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანონ დეტალები და მოლაპარაკებები ჩაშალონ.
"საბოტაჟით არიან დაკავებულნი. რატომ იცით? იმიტომ რომ, ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში. თავი მოეჭრა ერთ ზუგდიდში, მეორეს ფოთში. ფოთში წავიდა ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. უნდათ ყველაფერი ჩაშალონ და მე არ მინდა, ჩავშალო", — ამბობს ელისაშვილი.
ის, ასევე, აცხადებს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუ ელჩებთან მოლაპარაკებების პროცესში საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმებზე შეთანხმდებიან.
მისივე თქმით, მხოლოდ ეს რომ მოიპოვოს და პოლიტიკაში სხვა არაფერი გამოუვიდეს, მთელი ცხოვრება კმაყოფილი იქნება. Facebook ლაივში მან ასევე აღნიშნა, რომ ფულზე არასდროს გაიყიდება.
ელისაშვილმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ქართულმა ოცნებამ ამისთვის პასუხი უნდა აგოს. მისივე თქმით, "ერთჯერადი ხეირი" არ სურს და მთავარია ერთხელ და სამუდამოდ არჩევნები იყოს ისეთ, რომ მოქალაქეები ენდობიან.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადეს, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მეორე ტურში არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.
მეოთხე რაუნდი 8 დეკემბერს შედგა. ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წინადადებები მხარეებმა პუნქტებად განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, იყო პუნქტები, რომლებზეც თანხვედრა მოხდა, თუმცა, დარჩა რამდენიმე პრინციპული პუნქტი, რაზეც ჯერ ვერ შეთანხმდნენ. ამის ფონზე, ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ მათი განწყობა პოზიტიურია და სჯერათ — მომავალ წელს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინია.
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
კომენტარები