MIT-ის ინჟინრების ხელოვნურ ინტელექტს საკუთარი რობოსხეულის შექმნა შეუძლია
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებმა წარმოგვიდგინეს RoboGrammer — AI ალგორითმი, რომელსაც შეუძლია, შექმნას საკუთარი რობოსხეულები.
RoboGrammer-ს ადამიანების დახმარება მაინც სჭირდება. რობოსხეულების დიზაინს მას, ძირითადად, ადამიანები აწვდიან და ის იდიალურად ახერხებს, შეასრულოს მითითება, რაც რობოტექნიკოსებისთვის RoboGrammer-ს მნიშნველოვან იარაღად აქცევს. თუმცა, ამ ხელოვნურ ინტელექტს, გარემოს შეფასების საფუძველზე, შეუძლია ინჟინერს ურჩიოს, როგორი დიზიანის რობოტის შექმნა ჯობია.
MIT-ის ინჟინრებმა RoboGrammer მოათავსეს ვირტუალურ გარემოში, სადაც მას უხდებოდა კონკრეტული დაბრკოლებების გადალახვა. ალგორითმმა შეძლო საკუთარი სხეულის ოპტიმიზაცია, მოცემული დაბრკოლებების გადალახვისთვის. მაგალითად, ააგო ხვლიკის მსგავსი სხეული გლუვი რელიეფისთვის, იატაკზე არსებული დაბრკოლებების გადასალახად კი ხისტი სხეული გამოიყენა, ყინულოვანი ზედაპირისთვის მან შექმნა კენკრის მსგავსი დიზაინი. RoboGrammer ამ სხეულის საშუალებით, ორი კიდურით მიიწევდა წინ და შემდეგ სრიალებდა.
პროექტის ხელმძღვანელმა და MIT-ის კომპიუტერულმა მეცნიერმა, ალან ჟაომ ExtremeTech–ს განუცხადა, რომ RoboGrammer-ს არ შეუძლია შექმნას სრული რობოტის სხეული, მაგრამ მას შეუძლია ინჟინრებს მისცეს კონკრეტული მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიუდგეს კონკრეტულ პროექტს.
კომენტარები