სასამართლო სისტემა, ე.წ. კლანი და ბიძინა ივანიშვილი — რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები მაიკ პომპეოს
ფოტო: გიორგი გახარია / Facebook
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტის ბოლოს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ესაუბრა. როგორც შეხვედრის შემდეგ NGO-ების წარმომადგენლებმა თქვეს, საუბარი, ძირითადად, სასამართლო სისტემას ეხებოდა და ნახევარსაათიანი შეხვედრის განმავლობაში ისინი შეეხნენ სისტემაში გავლენიანი ჯგუფების არსებობას. ამასთან, პომპეოსთან რამდენჯერმე გაჟღერდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელიც.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს პროგრამების მენეჯერის, გია გვილავას თქმით, პომპეომ სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის შესახებ იკითხა. მისივე შეფასებით, სახელმწიფო მდივანი ინფორმირებულია ე.წ. კლანთან დაკავშირებით და სჯერა მისი არსებობის.
"მტკიცებულებების წარდგენა მას არ მოუთხოვია. მან იკითხა, როგორი მეთოდებით მუშაობენ გავლენიანი ჯგუფები, კლანზეა საუბარი", — აღნიშნა შეხვედრის შემდეგ გვილავამ.
როგორც ის ამბობს, შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გარდა, კონკრეტულ საქმეებზეც ისაუბრეს. კერძოდ, მათ ანაკლიის პორტის, ფილიპ მორისის და კარტოგრაფების საქმეები განიხილეს.
"ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც სასამართლოზე მუშაობს. ჩვენ რომ შეგვხვდა, ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხს ყველაზე მეტად ანაღვლებს სასამართლო", — თქვა გვილავამ.
ღია საზოგადოება საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენლის, სოფო ასათიანის განცხადებით, მათ სთხოვეს ამერიკის საელჩოსა და ხელისუფლებას, რომ დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს და აქტიური როლი ჰქონდეთ სასამართლო ხელისუფლების ცვლილებაში.
"ჩვენ, როგორც არასამთავრობო სექტორმა, რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ. პირველი, ეს იყო პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის გარეშეც პრინციპში ის ჩიხი, რომელშიც ვიმყოფებით, ვერ აღმოიფხვრება. შევთავაზეთ საელჩოს, რომ მას ჰქონდეს აქტიური ფასილიტატორის როლი, როგორც ეს ბევრჯერ გაუკეთებია, და მხოლოდ პოლიტიკურ კონსენსუსს ეყრდნობოდეს ნებისმიერი შემდგომი ქმედება სასამართლოსთან მიმართებით. ასევე, მეორე მეთოდი, რომლითაც ამერიკის ხელისუფლებას შეუძლია გავლენა ჰქონდეს დემოკრატიულ პროცესზე, არის დახმარება საქართველოს ინსტიტუციების მიმართ. ჩვენ საჭიროდ ვთვლით, რომ სასამართლოს რეფორმა იყოს აუცილებელი წინაპირობა ყველა ასეთი ხელშეკრულების", — აღნიშნა სოფო ასათიანმა.
გარდა ამისა, ასათიანმა თქვა, რომ როდესაც კლანის პრობლემებზე საუბრობდნენ, ორი გამოწვევა ახსენეს — გარე გამოწვევა, ხელისუფლების მიერ კლანთან დადებული შეთანხმებები და ხელისუფლების მხარდაჭერა და შიდა კონტროლის მექანიზმი, რომელსაც კლანი უკვე თავად ახორციელებს სასამართლოს შიგნით.
მისივე თქმით, კარგად და გასაგებად გადასცეს პომპეოს ის მესიჯი, რომ სასამართლო ხელისუფლების პრობლემა დამოკიდებულია პოლიტიკური ნების არარსებობასთან, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. ასათიანმა აღნიშნა ისიც, რომ შეხვედრისთვის განკუთვნილ 30 წუთში მოახერხეს ღრმად ჩასულიყვნენ ყველა იმ საკითხში, რაც სასამართლო ხელისუფლებას ეხება.
როგორც მან თქვა, მაიკ პომპეომ მოისმინა არასამთავრობოების კრიტიკა სასამართლოს მიმართ და გამოთქვა დიდი მხარდაჭერა არასამთავრობო სექტორის მიმართ.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენლის, გვანცა წულუკიძის თქმით, მათ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილზე, როგორც არაფორმალურ მმართველზეც ისაუბრეს და აღნიშნული ფრაზაც არაერთხელ გაჟღერდა.
"ივანიშვილის სახელი გაჟღერდა რამდენჯერმე. გაჟღერდა, როგორც არაფორმალური მმართველის, რომელსაც ხელთ უპყრია ხელისუფლების სამივე შტო და ეს არის ადამიანი, რომელიც არაფორმალურად აკონტროლებს ხელისუფლებას", — განაცხადა წულუკიძემ.
რაც შეეხება არჩევნებს, წულუკიძის თქმით, ამ თემას ძალიან მცირედით შეეხნენ და იმ კუთხით, რომ სასამართლოში არის საარჩევნო დავები, რომელთა უმრავლესობა განუხილველია.
პომპეო თბილისში გუშინ, 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, ასევე, რასამთავრობო ორგანიზაციებს.
შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციასთან. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ამ გზით სურთ პომპეოს გააგებინონ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
სახელმწიფო მდივნის გამგზავრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ტოვებს წარმომადგენელს, რომელიც ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შეხვდება.
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს! საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!
-
www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა
გადახედვა
-
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული
გადახედვა
-
ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი" ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით
-
ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა
გადახედვა
-
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
გადახედვა
-
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება
გადახედვა
-
თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო
-
YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
-
რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია
გადახედვა
-
სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას? სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას?
გადახედვა
-
1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს 1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს
გადახედვა
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
კომენტარები