ჯანელიძე: რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებს საქართველოს წინააღმდეგ ეფექტიანად იყენებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თურქულ გამოცემა ანადოლუსთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველო-თურქეთის პარტნიორულ ურთიერთობებზე და საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად თურქეთის როლზე.
"რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენულ არჩევანს და აბრკოლებს მის დასავლურ მისწრაფებებს. მოსკოვმა ეფექტიანად გამოიყენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოს წინააღმდეგ ამ მიზნის მისაღწევად" - აცხადებს ჯანელიძე.
მიხეილ ჯანელიძეს განცხადებით, რუსეთის მიმართ კონსტრუქციული პოლიტიკის მიუხედავად რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი.
მინისტრის თქმით, ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება არ ეძლევა, რათა ადგილზე მოახდინოს არსებული ვითარების მონიტორინგი:
"რუსეთს გაფორმებული აქვს ე.წ. ხელშეკრულებები ოკუპირებულ ტერიტორიებთან, მათ შორისაა "ინტეგრაციის ხელშეკრულება" და "მემორანდუმები". მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, ეს დოკუმენტები არალეგიტიმურია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება რუსეთის სამხედრო, ეკონომიკური და სოციალური სისტემები".
მინისტრი დასძენს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ისეთი ბაზისური უფლებები აქვთ შეზღუდული, როგორიცაა გადაადგილების, ქონების დაგროვების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.
საქართველო-თურქეთის პარტნიორულ ურთიერთობებზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობები არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, კულტურისა და სხვა მრავალი მიმართულებით და ამ კუთხით თანამშრომლობა სისტემატიურად ღრმავდება:
"საქართველო თურქეთს შორის ურთიერთობები რეგიონში სამაგალითოა".
ინტერვიუში მიხეილ ჯანელიძემ აგრეთვე საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თურქეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები