8 ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დღესვე უნდა გადარგოს
ტიტისა და მაგნოლიის ხეების გადატანის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი თავის ბაღში ფიჭვის გადატანასაც გეგმავს. თუმცა მისი ბაღი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ ის უნიკალურ ხეებს გამოტოვებს. თუ ბატონ ბიძინას იდეები შემოელევა, მე მზად ვარ მას 8 საუკეთესო ხე ვურჩიო, რომელიც დღესვე უნდა გადარგოს თავის კარ-მიდამოში.
1. გრუტი
გრუტის ამოძირკვა ბიძინა ივანიშვილს Planet X-ზე შეუძლია, იქ სადაც სხვა Flora colossus-ები ხარობენ. მართალია, აქ ჩამოტანისთვის მას ჰაბლის ტელესკოპისა და საერთაშორისო კოსმოსური ხომალდების რამდენიმე საათით შეჩერება მოუწევს, მაგრამ სადაც ჩვენმა მზარდმა ეკონომიკამ აიტანა რკინიგზის 3 საათით გაჩერება, იქ ილონ მასკი და ნასაც მოითმენენ ცოტა ხანს.
გრუტი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპონატი იქნება ივანიშვილის ბაღში. ამ ხე-ჰუმანოიდს ლაპარაკიც შეუძლია, ხოლო თუ I am Groot-ის ნაცვლად You are Brdzeeeen ან რამე მსგავს ფრაზას ისწავლის, შეიძლება შემდეგი მოწვევის პარლამენტშიც ამოყოს თავი.
2. ხისწვერა
ამ უძველეს ხეს შეუძლია ბატონი ბიძინა ხელისგულზე ატაროს, ხოლო თუ საჭირო გახდება, ზოგ-ზოგიერთ პოლიტიკოსსა და მატრაკვეცა ადამიანს ქვებიც დაუშინოს.
ხისწვერას გადატანა ადვილი საქმეა, ის თავად მივა ბატონ ბიძინასთან. თუ ბატონი ბიძინა არ მივა ხესთან, ხე მივა ბატონ ბიძინასთან.
3. ხმელი წიფელი
ლეგენდის თანახმად, ვაჟას მიერ აღწერილი ხმელი წიფელი ჯერ კიდევ დგას იქ, სადაც ადრე იდგა. მართალია, ამ ხის ზუსტი ლოკაცია უცნობია, მაგრამ მისი ამორგვა მოთხრობიდანაც შეიძლება. ხოლო თუ შესაბამისი ტექნოლოგიები ჯერ არ გამოუგონიათ, ბატონი ბიძინა რომელიმე არსებულ წიფელს გაახმობს და სიმბოლურობით დატვირთავს. ეს მას არ გაუჭირდება.
4. ნიუტონის ვაშლის ხე
ნიცშესა და კანტის ფილოსოფიის ეჭვქვეშ დაყენების შემდეგ, დროა, ბატონმა ბიძინამ გრავიტაციასაც გადახედოს და თავისი მოსაზრებები ამ ძალის შესახებაც გაგვიზიაროს.
ამისთვის კი, რა თქმა უნდა, საჭიროა ისააკ ნიუტონის ვაშლის ხე, რომლის ქვეშაც ივანიშვილი წამოწვება და ვაშლის თავში არდაცემის შემდეგ დაადგენს, რომ გრავიტაცია არ არსებობს.
5. ხე ცნობადისა და ხე ცხოვრებისა
ამ ხემ თავისი თავი ამოწურა, მის გამო ადამიანები სამოთხიდან გამოდევნეს, მაგრამ როგორც ექსპონატი, ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეა.
ამავე ხის გამოყენებით შესაძლებელია ერთგულების ტესტების ჩატარება და იმის განსაზღვრა, ვინ იმსახურებს რისხვას და ვინ - დაყვავებას. ხე ცნობადისა დენდროლოგიურ პარკს ნამდვილ სამოთხედ გადააქცევს.
6. მტარვალი ტირიფი
მტარვალი ტირიფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მცენარეა მსოფლიოში. ის თავს ესხმის ყველას და ყველაფერს, მაგრამ ფესვებთან ახლოს მას ერთი კორძი აქვს, რომელზე ხელის დაჭერისასაც ხე შეშდება და ვეღარ ინძრევა. სწორედ ამ მეთოდით შეიძლება მისი დაოკება და შემდეგ ბატონი ბიძინას ბაღჩაში გადარგვა. რა თქმა უნდა, ტირიფმა ფუნქციის შესრულება მოგვიანებით ისევ უნდა დაიწყოს, რაც ბერას და მისი ძმაკაცებს მფრინავი მანქანების მოპარვაში და აქეთ-იქით "კატაობაში" შეუშლის ხელს.
7. მოკუჯინი
მოკუჯინი იდეალური იქნებოდა ბაღის დაცვის როლში, რადგან მოძრაობა და სხვადასხვა ილეთით ჩხუბი შეუძლია. მოკუჯინი დიდი ვირეშმაკა ხეა, რომელიც კარგად ემახსოვრებათ ცნობილი ვიდეოთამაშის, Tekken-ის მოყვარულებს.
ეს ხის კუნძი შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს სხვადასხვა პერსონაჟის ჩხუბის სტილს და ხან იოშიმიცუა და ხან - ედი.
8. ვირვუდი/გოდსვუდი
რა თქმა უნდა, ამ ჯადოსნური ხის გარეშე არც ერთი ბაღი არ ბაღობს. ამ ულამაზესი ხის ამოძირკვა და წამოღება უწინ ძნელი იქნებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრენმა შეცდომა დაუშვა და იქ ღამის მეფის არმიამ შეაღწია, ამ მცენარის უზარმაზარი ფუღურო ცარიელია და მისი წამოთრევა დიდ დაბრკოლებებთან აღარაა დაკავშირებული.
მინდა ბატონ ბიძინას ვურჩიო, რომ ფიჭვამდე სწორედ ამ ხით დაინტერესდეს. ამჟამად მთელი ვესტეროსი ისეა გართული ომში, ვერც ვერავინ შეამჩნევს, ვინმემ ამ ხეს ხელი რომ დაავლოს და შეკვეთილში გადააბრძანოს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ჩემს რჩევებს გაითვალისწინებს და წარმატებულ დენდროლოგიურ პარკს მოიწყობს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები