აქციის დაშლისას მოქალაქეს თვალი დაუზიანდა, მას გადაუდებელი დახმარება უტარდება
ფოტო: კადრი ვიდეოდან/რუსთავი 2
განახლება: თავდაპირველ ვერსიაში ეწერა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა კლინიკაში On.ge-ს დაუზუსტეს, რომ დაშავებულს თვალზე კვლევა უტარდება და ზუსტ კომენტარს ექიმების გამოსვლის შემდეგ გააკეთებენ
კლინიკა ნიუ ჰოსპიტალის ინფორმაციით, მათთან შეიყვანეს აქციის დაშლისას დაშავებული პირი, რომელსაც თვალი აქვს დაზიანებული. როგორც On.ge-ს კლინიკაში განუცხადეს, მას გადაუდებელი დახმარება უტარდება.
სავარაუდოდ, დაშავებული ფოტოზე ნაჩვენები კაცია. ინფორმაცია იმის შესახებ რომ მას თვალი დაუზიანდა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
აქციის დაშლისას დაშავდა კიდევ ერთი პირი და ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. სამედიცინო მკურნალობა მასაც ამ წუთებში უტარდება.
სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდება ცესკოსთან
დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავიუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.
რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობა იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.
ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.
უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.
- დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა — EMC
- კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს — TI ცესკოსთან პოლიციის ქმედებაზე
- მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ! — ლომჯარია
ამ წუთებშიც ცესკოსთან აქცია გრძელდება და ისევ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც.
გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე:
- შეეშვან ხალხის ხოცვას, დაშლას არ ვაპირებთ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება — ხოშტარია
- მოვუწოდებ, არ გაცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმას, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად — მდინარაძე
- ასეთ დროს მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება — მდინარაძე
- ეს არის უტიფარი რეჟიმის პანიკა, ასე იქცევა ყველა ავტორიტარული რეჟიმი — ბოკერია
- ის, რაც ცესკოსთან ხდება, არის პანიკის ნიშანი ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ლუკაშენკოს ხელისუფლება — ბაქრაძე
- გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ — ალეკო ელისაშვილი
-
არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით
-
გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა
-
ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია? ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია?
-
სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით
გადახედვა
-
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
გადახედვა
-
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
-
აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი? ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
გადახედვა
-
პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
-
GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
-
მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026 მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
-
ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში? მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში?
გადახედვა
კომენტარები