ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადასთან სავაჭრო ომის ესკალაციის ფონზე, ონტარიოს ტბას შეერთებულ შტატებში სახელს უცვლის და მას "ამერიკის ტბა"(Lake America) ეწოდება. ინფორმაციას AP ავრცელებს.
რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომელიც შინაგან საქმეთა დეპარტამენტს ავალებს, განაახლოს ტბის დასახელება აშშ-ის გეოგრაფიული სახელწოდებების სერვისში. თუმცა, ტრამპს არ შეუძლია აიძულოს კანადა, რომ მანაც იგივე გააკეთოს.
ტბისთვის სახელის შეცვლის იდეა ტრამპმა ბოლო დღეებში, მას შემდეგ წამოწია, რაც აშშ-მა მოლაპარაკებების ჩაშლის გამო 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ტრამპი ჩრდილოელ მეზობელს ხშირად აკრიტიკებს და მიანიშნებს კიდეც, რომ მოკავშირე ქვეყანა, რომელთანაც აშშ-ს ოდესღაც თბილი ურთიერთობა ჰქონდა, აშშ-ის 51-ე შტატად უნდა იქცეს.
კანადამ ტრამპის საიმპორტო გადასახადებს ამავე კვირაში 20 მილიარდი დოლარის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფების დაწესებით უპასუხა, მათ შორის ფოლადზე, რძის პროდუქტებზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე.
ოვალურ კაბინეტში, ბრძანებულების ხელმოწერისას, ტრამპის უკან, სადგამზე დიდი ტბების რუკა იყო განთავსებული, სადაც ონტარიოს ტბის გასწვრივ დიდ წითელ ასოებით ეწერა "ამერიკის ტბა". პრეზიდენტის მეორე მხარეს კი კიდევ ერთი რუკა იდგა წარწერით: "ვხდით დიდ ტბებს კიდევ უფრო დიდებულს".
"შევატყობინეთ ყველა შესაბამის პირს, ვისთანაც დაკავშირებაც საჭირო იყო. ასე რომ, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც აუცილებელი გახლდათ. ეს ოფიციალურია და ძალაში შედის დაუყოვნებლივ", — განაცხადა ტრამპმა ხელმოწერისას.
თუმცა, თავად ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანებულება მიუთითებს, რომ ცვლილებები 30 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.
კანადელმა ოფიციალურმა პირებმა ტრამპის ეს ნაბიჯი უარყვეს. კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნიმ გადაწყვეტილებას არ მიესალმა — მან ხაზი გაუსვა ტბის მკვიდრი (ინდიელთა) მოსახლეობისგან მომდინარე ფესვებს და აღნიშნა, რომ ეს სახელი კანადის კონფედერაციასა და აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ბევრად ძველია.
"კანადელებმა ასევე იციან, რომ რეალობისთვის თავისი სახელის დარქმევა ნიშნავს მისთვის ონტარიოს ტბის წოდებას — მაშინ, ახლა და მარადის", — დაწერა მან.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები