იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად თეა ლეონიძე და ქეთევან ცინცაძე აირჩიეს.

22 ოქტომბერს გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა, ის პლენუმმა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩია. საბჭომ დააანონსა, რომ ახალ წევრებსა და მდივანს 30 ოქტომბერს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენციაზე აირჩევენ.