გიორგი გახარია

გიორგი გახარია

30 Oct. 2020, 14:40

ბუბა კიკაბიძე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. აი, ეს არის ზუსტად ნაციონალური მოძრაობის ხელწერა, როდესაც ცალკე აღებული ინდივიდუალური ადამიანის ბედი არავის არ ადარდებს, ჯერ ეგ ერთი ამ ასაკის ადამიანი რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ, ნუ... რაც წლების განმავლობაში შეუქმნია, გაუკეთებია, რეპუტაცია ან ხალხის სიყვარული დაუმსახურებია, აი ამ ერთ საღამოში... სამწუხაროდ, სამწუხაროდ...

და კიდევ ერთს დავამატებდი, გუშინდელმა აქციამ, მათ შორის გამომსვლელი ხალხის დონეზეც, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილებები უნდა დაიწყოს და, აი, ეს პოსტსაბჭოთა, საბჭოური პოლიტიკური ელიტა, რომელიც 30 წელია ქვეყანამ ვერ მოიშორა, ნუ, ეს უნდა დამთავრდეს. ამიტომ იყო სწორედ მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ადამიანი გამოჩნდეს პარლამენტშიც და პოლიტიკაშიც. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი — პროდასავლური, კარგი დასავლური განათლებით და არა ის, რაც გუშინ ვნახეთ, ის რა, რუსული ნარატივებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  2. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  3. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  4. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
  5. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა OpenAI-ის შიდა სისტემა გატეხეს. საგულისხმოა, რომ ამისთვის მათ კომპანიის მთავარი…