10 ყველაზე თავზეხელაღებული სცენა ბორატის მეორე ნაწილიდან
სტატია შეიცავს სპოილერებს ფილმიდან ბორატი 2
ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, როცა ცნობილი გახდა, თუ რა იქნებოდა საშა ბარონ კოენის საკულტო კომედიის ახალი ნაწილის სახელწოდება — ბორატი: პორნომაიმუნის საჩუქარი ვიცე-პრეზიდენტ მიხაელ პენსს ყაზახეთის ახლახან დასუსტებული ერის სასარგებლოდ —, დარწმუნებულები ვიყავით, რომ წინ ნამდვილად დაუვიწყარი სანახაობა გველოდებოდა.
თუმცა შედეგი მოსალოდნელზე უფრო კომიკური და შემაშფოთებელიც კი აღმოჩნდა: გამოგონილი ყაზახი ჟურნალისტის, ბორატ საგდიევის მეორე თავგადასავალი ამერიკაში (ამჯერად თავის თინეიჯერ შვილთან, ტუტასთან ერთად) მაყურებლების დიდი ნაწილისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
ამ სატირული ფილმის განსაკუთრებული ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მთავარი გმირების გარდა ეკრანზე ნაჩვენები სიტუაციების მონაწილეები ნამდვილი ადამიანები არიან და უმეტესად მათ არც კი იციან, რომ ფილმში იღებენ. შესაბამისად, მათი ქმედებები კიდევ უფრო სასაცილო ან უარესი — დამთრგუნველია მაყურებლისთვის.
ამ სტატიაში კი სწორედ რამდენიმე ასეთ გამორჩეულ სცენას მოვუყარეთ თავი, რომლებმაც მაყურებელზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
10. ბორატი ტექნიკის მაღაზიაში უყურებს პორნოს
ამერიკაში დაბრუნებული ბორატი აღმოაჩენს, რომ ადგილობრივები სულ "კალკულატორს" იყენებენ, რაც სინამდვილეში, სმარტფონია და გადაწყვეტს, თავადაც ჰქონდეს ერთი ასეთი. სწორედ ასე მოხვდება ის ტექნიკის მაღაზიაში, სადაც გაიგებს, რომ "კალკულატორის" საშუალებით ნებისმიერი ეროტიკული ფანტაზიის ახდენა შეგიძლია და ტუალეტში პორნოს სანახავად შევა, თუმცა ტელეფონი პარალელურად მაღაზიაში განთავსებულ დიდ პლაზმურ ტელევიზორთანაა დაკავშირებული, რომელზეც ყველა მისი აქტივობა ჩნდება.
9. ბორატი თავისი შვილისთვის გალიას ყიდულობს
ბორატი ყაზაღეთიდან სპეციალური მისიით გამოუშვეს: მან ამერიკელ პოლიტიკოს მაიკ პენსს საჩუქრად მაიმუნი უნდა მიართვას, თუმცა ამ მაიმუნს ბორატის შვილი, ტუტა შეჭამს, რის გამოც, ისღა დარჩენია, სწორედ შვილი აჩუქოს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტს. სანამ მოზარდ გოგოს ამერიკის ხელისუფალს ძღვნად მიართმევს, მანამდე გადაწყვეტს, ტუტას გალია უყიდოს და შიგ ჩასვას, რასაც მარტივად შეძლებს კიდეც: გამყიდველს ღიად გაუმხელს თავის მიზანს, თუ რაში სჭირდება გალია, მაგრამ მას არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდება. მეტიც, ის იმასაც ჰკითხავს, თხევადი გაზის კანისტრით რამდენი ბოშის გაგუდვას შეძლებს, რაზეც შემდეგ პასუხს მიიღებს: "რამდენის გაგუდვაც გსურს".
8. ტუტას შეხვედრა ინსტაგრამის ინფლუენსერთან
ვისაც ბორატის პირველი ფილმი უნახავს, ემახსოვრება ამ ყაზაღი ჟურნალისტის შეხვედრა ფემინისტებთან, სადაც ის აღმოაჩენს, რომ თურმე ქალებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც კაცებს. ბორატ საგდიევი ამერიკაში მეორედ სტუმრობისას ამჯერად თავის მოზარდ შვილს დაუპირებს ქალთა უფლებადამცველების გაცნობას, თუმცა "ამერიკის წამყვანი ფემინისტი" ინსტაგრამის ინფლუენსერი მეისი შანელი აღმოჩნდება, რომელიც ტუტას იმის შესახებ აძლევს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიგოს ასაკოვანი კაცის გული.
"როგორც ქალი, უფრო მორჩილი და სუსტი უნდა იყო", — ერთ-ერთი რჩევა სწორედ ასეთია.
7. ბორატი და ტუტა აბორტის მოწინააღმდეგე კლინიკას სტუმრობენ
ბორატი მრავალი თხოვნის შემდეგ თავის შვილს კრემიან ნამცხვარს უყიდის, რომელზეც ჩვილის პლასტმასის ფიგურაა მოთავსებული. გახარებული ტუტა ნამცხვარს ისე სწრაფად შეჭამს, რომ ამ ფიგურასაც გადაყლაპავს, აღელვებული მამა კი შვილს კლინიკაში წაიყვანს, რათა ამ პლასტმასის სათამაშომ გართულებები არ გამოიწვიოს. მამა-შვილი ასე აღმოჩნდება საავადმყოფოში, სადაც აბორტს არ უჭერენ მხარს და მას პასტორი ჯონათან ბრაითი ხელმძღვანელობს.
როცა მამა-შვილი პასტორს აუხსნის, რომ მათ "ბავშვის ამოღება უნდათ მუცლიდან", პასტორი იფიქრებს, რომ ტუტა ფეხმძიმედაა და ეცდება, მათ ეს გადაწყვეტილება გადააფიქრებინოს. ბორატი პასტორს უხსნის, რომ ეს ყველაფერი მისი ბრალია, რადგან მას უნდოდა, თავისი შვილი "ესიამოვნებინა", რა დროსაც პასტორი იგებს, რომ ბორატი ტუტას მამაა და მისივე დასკვნით, მისგანვე ორსულად, თუმცა ამის მიუხედავადაც დაჟინებით შთააგონებს მათ, რომ შვილი უფლის საჩუქარი და აბორტი დაუშვებელია.
6. მაიკ პენსის საჯარო შეხვედრაზე შეჭრა
როგორც უკვე ვახსენეთ, ბორატ საგდიევის მთავარი ამოცანაა, რომ მაიკ პენსს ძღვენი — თავისი მოზარდი შვილი მიართვას. ის ამის განსახორციელებლად ხელსაყრელ დროდ მერილენდში გამართულ შეხვედრას შეარჩევს, სადაც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი პენსი თავის მხარდამჭერებს პირადად მიმართავს.
ბორატი შენობაში შესასვლელად ჯერ რასისტული დაჯგუფების, კუ-კლუქს-კლანის ფორმას გამოიყენებს, შემდეგ კი საკონფერენციო დარბაზში პრეზიდენტ ტრამპის კოსტიუმში გადაცმული შევარდება და მხარზე გადაკიდებული შვილით, ხმამაღლა მიმართავს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს:
"მაიკ პენ-ის, გოგო მოგიყვანე. არ იდარდო, აღარ ვიეჭვიანებ, ის ივანკა არ არის".
ცხადია, ბორატს მალევე იძულებით დაატოვებინეს შენობა.
5. ბორატი და ტუტა პლასტიკური ქირურგიის ცენტრში
ბორატი გადაწყვეტს, თავისი შვილი მაქსიმალურად სასურველად გამოიყურებოდეს, რათა აშშ-ის მაღალი რანგის პოლიტიკოსებს მოეწონოთ, ამიტომაც 15 წლის ტუტას პლასტიკურ ქირურგთან მიიყვანს, რათა მკერდში იმპლანტები ჩაუდგას.
"მინდა, რომ ვისაც ჩემთან სექსი მოუნდება, მაშინვე შეტევაზე გადმოვიდეს", — ეუბნება ტუტა ექიმს.
"ვფიქრობ, ამას კაცების უმეტესობა იზამდა, აქ რომ მამაშენი არ იყოს", — პასუხობს ექიმი მოზარდს, რითიც მიანიშნებს, რომ თავადაც სიამოვნებით გააკეთებდა იმავეს.
4. ბორატი და ტუტა სამეჯლისო ცეკვებზე
ბორატი ცდილობს, თავისი შვილი მაქსიმალურად "დახვეწოს" და ამერიკული კულტურისთვის შესაფერისი უნარ-ჩვევები განუვითაროს, რის გამოც მას სამეჯლისო ცეკვების ღონისძიებაზე წაიყვანს, სადაც ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები კლასიკურ სამხრეთულ ცეკვებს ასრულებენ, თუმცა ბორატი და ტუტა, ცხადია, მაყურებელთან ერთად დამსწრე საზოგადოებასაც გააოგნებენ: მათი საერთო გამოსვლის დროს ტუტას მენსტრუაცია დაეწყება, თუმცა ეს არ შეუშლის ხელს, რომ სისხლიანი კაბით განაგრძოს ცეკვა.
3. ბორატი ჯიმისთან და ჯერისთან კარანტინში
ბორატ საგდიევის ამერიკულ თავგადასავალში პანდემიამაც შეაღწია: მოულოდნელად ის კარანტინის გამო დაცარიელებულ ქუჩაში აღმოჩნდა და ღამის გასათევს შემთხვევით შემხვედრ კაცს სთხოვს, რომელიც მას თავისთან წაიყვანს კიდეც. ასე აღმოჩნდება ბორატი კარანტინში ჯიმისთან და ჯერისთან, რომლებიც დონალდ ტრამპს უჭერენ მხარს და ისეთი კონსპირაციული თეორიების სჯერათ, როგორიცაა მაგალითად ის, რომ "ჰილარი კლინტონი ბავშვების სისხლს სვამს".
"დემოკრატები უფრო საშიშები არიან თუ COVID-19-ის ვირუსი?" — კითხულობს ბორატი.
"დამოკრატები" — პასუხობენ ჯიმი და ჯერი.
2. ბორატი მღერის ექსტრემისტების კონცერტზე
ჯიმისთან და ჯერისთან თანაცხოვრებამ ბორატი შთააგონა, რომ "ჩვენი უფლებების მარშზე" გამოსულიყო, რომელიც ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად ჩაატარა. ბორატი ამ შეკრებისას სცენაზე გამოვიდა, იმღერა და ხალხიც აიყოლია:
"რა უნდა ვუქნათ ობამას? დავაინფიციროთ უხანის გრიპით", — გვესმის სიმღერაში, რომელსაც ბორატთან ერთად აქციის მონაწილეებიც მღერიან.
1. ტუტას ინტერვიუ რუდი ჯულიანთან
აქამდეც დარწმუნდებოდით, რომ ბორატის მეორე ფილმი ნამდვილად წარმოუდგენლად სასაცილო და დაუჯერებელი მომენტებითაა სავსე, თუმცა ყველაფერმა კულმინაციას ფინალში მიაღწია, როცა ტუტა ინტერვიუს ჩასაწერად რესპუბლიკელ რუდი ჯულიანს შეხვდა. ინტერვიუ, ცხადია, დადგმულია, თუმცა რუდი ჯულიანი ნამდვილად დონალდ ტრამპის იურისტია, რომელმაც არ იცის, რომ ეს ინტერვიუ ყალბია.
მთელი პროცესის განმავლობაში ჯულიანი მის პირდაპირ მჯდომ ჟურნალისტ ქალს (ბორატის შვილი ტუტა) ხშირად ეხება ხელით, ჩაწერის დასრულების შემდეგ კი სასტუმროს საძინებელში გადიან, სადაც რუდი ჯულიანი შარვლის ღილების შეხსნას იწყებს, რა დროსაც ბორატი შემოვარდება ოთახში ყვირილით:
"ის თხუთმეტისაა, მეტისმეტად ბებერია შენთვის".
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები