რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
ფოტო: Shutterstock
რუსეთმა ურალში ახალი გასაიდუმლოებული სამეთაურო ბუნკერი ააშენა, რომელიც "პერიმეტრის" სახელით ცნობილ საპასუხო ბირთვული დარტყმის სისტემის ნაწილია. დასავლეთში ამ სისტემას "მკვდარ ხელს" (Dead Hand) უწოდებენ. ამის შესახებ The Sunday Times-ის, Danwatch-ისა და ცენტრ "დოსიეს" ერთობლივ გამოძიებაშია ნათქვამი.
ჟურნალისტებმა დაახლოებით 2,5 მლნ დოკუმენტი და ღია წყარო გააანალიზეს და მთის შიგნით უზარმაზარი სამხედრო კომპლექსი აღმოაჩინეს.
ფოტო: The Sunday Times
ობიექტი სვერდლოვსკის ოლქში მთის შიგნით მდებარეობს და მისი კოდური სახელწოდებაა "გროტი" (№1335). ჟურნალისტების შეფასებით, ახალი მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობა ასობით მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა
დოკუმენტების თანახმად, 2018 წლიდან ობიექტზე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. მისი მშენებლობისთვის შეიძინეს მიწის სათხრელი და საბურღი ტექნიკა, სამთო ვენტილაციისა და ჰაერის ფილტრაციის სისტემები ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოაქტიური დაბინძურებისგან დასაცავად, მიწისძვრისადმი მდგრადი კონდიცირების სისტემები, ფოლადი, მილები, კაბელები და ბეტონი.
ობიექტისთვის შეძენილ ტექნიკასა და მასალებს შორის დასავლური კომპანიების, მათ შორის დანიური Rockwool-ისა და შვეიცარიული Belimo-ს პროდუქციაც აღმოჩნდა. მიწოდებების ნაწილი 2014 და 2022 წლებში დაწესებული სანქციების ამოქმედების შემდეგ განხორციელდა.
გამომძიებლები ობიექტს საბჭოთა პერიოდში შექმნილ "პერიმეტრის" სისტემას უკავშირებენ, რომლის მიზანიც იყო საპასუხო ბირთვული დარტყმის შესახებ ბრძანების გადაცემის შესაძლებლობის შენარჩუნება იმ შემთხვევაში, თუ მართვის ჩვეულებრივი არხები განადგურდებოდა. ჟურნალისტები ობიექტის დანიშნულების დამატებით მტკიცებულებად რუსი სამხედროების პუბლიკაციებსაც მიიჩნევენ.
ფოტო: The Sunday Times
გენერალ-მაიორ ვიქტორ ხალინისა და პოლკოვნიკ იური ანდრეევის ცნობებით, №1335 ობიექტზე "პერიმეტრის" განახლებული მართვის რგოლი განთავსდა და ობიექტი 2023 წელს საბრძოლო მორიგეობაზე დადგა. თუმცა ბირთვული იარაღის მკვლევარი პაველ პოდვიგი ამბობს, რომ "პერიმეტრის" აღორძინებაზე საუბარი ზუსტი არ არის, რადგან არ არსებობს ინფორმაცია, რომ სისტემა ოდესმე გაუქმებული ან გამორთული იყო. მისი თქმით, №1335 ობიექტი ბირთვული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის ნაწილია, ხოლო "პერიმეტრი" ძირითადად სარეზერვო კავშირის სისტემაა, რომელიც ჩვეულებრივი საკომუნიკაციო არხების განადგურების შემთხვევაში გაშვების ბრძანების გადაცემას უზრუნველყოფს.
ფოტო: thetimes
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები