რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
ფოტო: Lion Trans
Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემა
Lion Trans არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც დაკავებულია ტვირთის ტრანსპორტირებით აშშ-დან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. ჯგუფის საქმიანობა აერთიანებს ლოგისტიკას, საერთაშორისო გადაზიდვებს, საავტომობილო ინდუსტრიასთან თანამშრომლობასა და ადგილობრივ ბაზრებზე მომხმარებლისთვის საჭირო სერვისებს.
კომპანიის ზრდა და საერთაშორისო მასშტაბი
საქართველოში დაწყებული ბიზნესი დღეს უკვე საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელად არის ჩამოყალიბებული. Lion Trans-ის საქმიანობა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ერთი ქვეყნის ფარგლებს, რაც ციფრებში ასე გამოიყურება:
- 800 გამოცდილი თანამშრომელი;
- 200 პარტნიორი კომპანია;
- 3000 კორპორაციული კლიენტი;
- ოპერირება 5 კონტინენტსა და 11 ქვეყანაში.
2025 წელი ციფრებში — კომპანიის მნიშვნელოვანი მიღწევები
2025 წელი Lion Trans-ისთვის მნიშვნელოვანი შედეგებით გამოირჩეოდა. კომპანია გაფართოვდა და მისი პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდა როგორც საქართველოს, ისე რეგიონულ ბაზრებზე.
85 000 გადაზიდული ავტომობილი ადასტურებს Lion Trans-ის შესაძლებლობას, უზრუნველყოს დიდი მოცულობის ტვირთისა და ავტომობილის ტრანსპორტირება სწრაფად, ეფექტიანად და სტაბილურად.
საქართველოს ბაზარზე კომპანიის 42%-იანი წილის შენარჩუნება Lion Trans-ის ძლიერ პოზიციას და მომხმარებლებისა და პარტნიორების მხრიდან მაღალი ნდობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
200-ზე მეტი ახალი ავტოდილერის დამატება კი კომპანიის პარტნიორული ქსელის გაფართოებას ნიშნავს და აძლიერებს მის კავშირს ადგილობრივ ავტოინდუსტრიასთან.
ერთი ქსელი, 5 კონტინენტი, 11 ქვეყანა
Lion Trans-ის ოპერაციული ქსელი ავტომობილის გზას ამერიკიდან სხვადასხვა რეგიონულ ბაზრამდე აერთიანებს. კომპანიის ოფისები, საწყობები და ოფიციალური წარმომადგენლობები მდებარეობს მსოფლიოს 5 კონტინენტის ისეთ ძირითად და მოთხოვნად ბაზრებზე, როგორებიცაა:
- ჩრდილოეთი ამერიკა: შეერთებული შტატები;
- კავკასია და აღმოსავლეთი ევროპა: საქართველო, უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი;
- ცენტრალური აზია: ყაზახეთი და ყირგიზეთი;
- ევროპის წამყვანი ქვეყნები: პოლონეთი, ლიეტუვა, გერმანია და ნიდერლანდები;
- ახლო აღმოსავლეთი: არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE).
ძლიერი ინფრასტრუქტურა აშშ-ში
იმ ბაზრებზე, საიდანაც ავტომობილების ტრანსპორტირება იწყება, საერთაშორისო მასშტაბის შექმნას საკუთარი ძლიერი ოპერაციული შესაძლებლობები სჭირდება. Lion Trans საქმიანობას მხოლოდ პარტნიორების საშუალებით არ ეწევა, ის აშშ-ში მოქმედი საერთაშორისო freight forwarding კომპანიაა და ფლობს ამერიკული ბაზრისთვის აუცილებელ ყველა ოფიციალურ ლიცენზიასა და ნებართვას. ასევე აღსანიშნავია ნიუ-ჯერსიში მდებარე მეორე მსხვილი საწყობი, რაც Lion Trans-ს საშუალებას აძლევს, ტვირთის გადაზიდვა ყველა ეტაპზე მთლიანად შიდა რესურსებით, ყოველგვარი შუამავლების გარეშე მართოს.
საკუთარი ინფრასტრუქტურა კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, ოპერაციებზე მეტი კონტროლი შეინარჩუნოს, შეამციროს შუამავლების რაოდენობა და მომსახურების პროცესი უფრო მოქნილად მართოს.
სტრატეგიული პარტნიორობა უმსხვილეს ამერიკულ ავტოაუქციონთან
Lion Trans-ის ბიზნესმოდელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო საავტომობილო ინდუსტრიასთან პირდაპირი კავშირია. კომპანია ოფიციალურად გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ავტოაუქციონის, IAA-ს, (Insurance Auto Auctions) ოფიციალური წარმომადგენელი:
- საქართველოში — 2023 წლიდან;
- უკრაინაში — 2020 წლიდან.
დღეისათვის IAA-ს წარმომადგენლობები საქართველოს მასშტაბით უკვე 9 ქალაქში ფუნქციონირებს: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბოლნისი და ზესტაფონი. სწორედ ამ სტრატეგიული კავშირის საშუალებით, მას შეუძლია, იყოს არა მხოლოდ ტრანსპორტირების ფუნქციის მატარებელი, არამედ ავტომობილის იმპორტის მსოფლიო ქსელის სრულფასოვანი მონაწილეც, რომელიც გლობალურ ავტოინდუსტრიას ადგილობრივ ბაზართან აკავშირებს.
სანდო საერთაშორისო პარტნიორები
საერთაშორისო მასშტაბის ლოგისტიკისთვის ძლიერი პარტნიორული ქსელი გადამწყვეტია. Lion Trans-ის საერთაშორისო პარტნიორებს შორის წარმოდგენილია მსოფლიოს მსხვილი საზღვაო გადამზიდავები, მათ შორის: MSC, Maersk, COSCO, ZIM, CMA CGM და სხვა კომპანიები.
ასეთი პარტნიორობა Lion Trans-ს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მიმართულებაზე გადაზიდვების ორგანიზება ფართო საერთაშორისო ქსელის ფარგლებში უზრუნველყოს.
UAE — ახალი რეგიონული ცენტრი
Lion Trans-ისთვის დამახასიათებელია უწყვეტი მოძრაობა. ის არ ჩერდება მიღწეულზე და განაგრძობს მუდმივ სწრაფვას განვითარებისკენ - ახალ ბაზრებზეც ფართოვდება. ამის ნათელი მაგალითია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ახალი რეგიონული ცენტრის შექმნა, რომელიც UAE-სა და მეზობელი ბაზრების მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული. მის წარმატებას 100-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს.
UAE-ს მიმართულება ჯგუფის რეგიონული გაფართოების კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საგრძნობლად ამყარებს ჯგუფის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან და მზარდ ბაზარზე.
საერთაშორისო აღიარება
Business Rate-ის შეფასებით, Lion Trans USA ნიუ-ჯერსის სატრანსპორტო კომპანიების საუკეთესო სამეულშია. ეს აღიარება არაერთგზის ადასტურებს კომპანიის საქმიანობის მასშტაბსა და ამერიკის ბაზარზე დაგროვილ გამოცდილებას.
2025 წელი Lion Trans-ის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად გამოიკვეთა — კომპანიამ წლის განმავლობაში 85 000 ავტომობილის გადაზიდვა უზრუნველყო, საქართველოს ბაზარზე 42%-იანი წილი შეინარჩუნა, სომხეთის ბაზარზე საკუთარი წილი გააორმაგა და პარტნიორულ ქსელს 200-ზე მეტი ახალი ავტოდილერი შემატა. ამ შედეგებთან ერთად, კომპანიის საქმიანობის მასშტაბი შესამჩნევად გაფართოვდა საერთაშორისო მიმართულებით, რაც აჩვენებს, რომ 2025 წელს Lion Trans-ის ზრდა მხოლოდ გადაზიდვების მოცულობის ზრდით არ შემოიფარგლებოდა და მოიცავდა ბაზრების გაძლიერებასა და პარტნიორული ქსელის გაფართოებას. აღნიშნული მიღწევები კომპანიის საერთაშორისო განვითარების დინამიკასა და რეგიონულ ბაზრებზე საქმიანობის მზარდ მასშტაბს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
კომენტარები