მძევლის პოლიტიკური კუთვნილების დემონიზებას მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმი იკადრებს — ბოკერია
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერია ამბობს, რომ სამარცხვინოა ივანიშვილის გუნდისა და მისი მედიის პროპაგანდა მძევლების პოლიტიკური დემონიზებისათვის.
"პირველ რიგში, ამ კრიზისის ყველა მძევალს, მათ ოჯახებს, მთელ საზოგადოებას, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებს, ვინც ამ ოპერაციითაა დაკავებული, მინდა სწრაფი გათავისუფლება და მშვიდობიანი დასრულება ვუსურვო. ამავე დროს, მინდა ვთქვა, ძალიან სამარცხვინოა, ის რაც ივანიშვილის პროპაგანდის ორგანოებში ვიხილეთ. ანუ ის სიგნალი, რაც ივანიშვილის პროპაგანდამ დაიწყო მისივე დავალებით. სხვა დასკვნის საფუძველი მე არ მაქვს — მძევლების დემონიზება, ეს გაუგონარი ამბავია.
ახლა ზუგდიდში მოხდა ინციდენტი, ამ ხელისუფლების მიერ დაქირავებული პროპუტინური მოძალადე ჯგუფები რომ არიან, გაბედავა თუ ვიღაც, მივარდა იქ, ამ გზავნილით, რომ თურმე, მძევლის მიერ არის პროვოცირებული ეს ყველაფერი. წინა ხელისუფლებაზე საუბრობს, ამ მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე. ეს გაუგონარი ამბავია მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია, ეს მარტო ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა სამარცხვინო, ამ დაქირავებულმა, პროპუტინურმა ჯგუფებმა, გაბედავასნაირმა ჯგუფებმა შეძლება იკადრონ.
ასეთი კრიზისის დროს, ბუნებრივია, დისკუსია გაჩნდება იმაზე, რა მდგომარეობა გვაქვს ზოგადად კრიმინალთან მიმართებაში ქვეყანაში და ჩვენ ვიცით, რომ დღითი დღე ივანიშვილის მმართველობის დროს მძიმდებოდა და ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში გველოდება კატასტროფა. ამ ტიპის კრიზისები დალაგებულ ქვეყანაშიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბუნებრივია, ასეთ დროს, დისკუსია იმართება იმაზე, როგორია ზოგადად ვითარება ქვეყანაში და ქვეყანაში ვითარებას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება. ასეთ დროს, როცა პროპაგანდას იწყებ იმისთვის, რომ გადაფარო პრობლემა მძევლის წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ იმსახურებს პოლიტიკურ განაჩენს ამ რეჟიმისას და ივანიშვილისას. ესენი უნდა წავიდნენ, ხელისუფლებას მოცილდნენ და ჩვენ უნდა წავიდეთ წინ.
მძევლების აყვანა, წინასაარჩევნო ამბავს ემთხვევა-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი. არანაირი მონაცემი არ გვაქვს, რომ პოლიტიკური მოთხოვნები აქვს ვინმეს მიმართ. ეს არის დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა. საზარელი დანაშაულია ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ამ ფორმით. რა თქმა უნდა, დღესაც, გუშინაც და სანამ ეს ხელისუფლებაა, უნდა ვისაუბროთ კი არა, უნდა დავასრულოთ ეს ვარდნის პროცესი. უნდა მოვახდინოთ გარდამტეხი ცვლილები", — განაცხადა ბოკერიამ.
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
-
ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას" ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას"
გადახედვა
კომენტარები