NASA-ს ხომალდი ასტეროიდ ბენუზე წარმატებით დაეშვა
ასტეროიდის გარშემო 2 წლიანი ბრუნვის შემდეგ, NASA-ს ხომალდი OSIRIS-REx დედამიწიდან 322 მილიონ კილომეტრში მოძრავ ბენუს წარმატებით დაუკავშირდა. ხომალდის მისია ასტეროიდ ბენუდან მასალების შეგროვება და დედამიწაზე დაბრუნებაა.
თუ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, მაშინ NASA-სთვის ეს ისტორიული მოვლენა იქნება. იმის გამო, რომ ზემოხსენებული პროცესი დედამიწიდან მილიონობით კილომეტრის დაშორებით ხდება, მისიის მსვლელობის შესახებ მეცნიერები დაგვიანებით, დაახლოებით, 18 წუთიანი დაყოვნებით იტყობენ.
"გასაოცარია, არ მჯერა რომ მართლა გამოგვივიდა", — ამბობს მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დანტე ლაურეტა. "ხომალდმა ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა".
წარმატებით შეაგროვა თუ არა OSIRIS-REx-მა მასალები, ამას რამდენიმე დღის შემდეგ გავიგებთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხომალდმა ასტეროიდიდან საკმარისი ნიმუშები ვერ მოიპოვა, OSIRIS-REx იანვარში მასალაების აღებას ხელახლა ცდის.
ბენუს ასტეროიდი მეცნიერებისთვის საინტერესო მრავალი მიზეზის გამოა. ლაურეტას თქმით, არსებობს რაღაც ალბათობა, რომ ეს ასტეროიდი 22-ე საუკუნეში დედამიწას დაეჯახოს.
"ჩვენი გამოძიების ერთ-ერთი მიზანი, მისი [ბენუს] ორბიტალური ტრაექტორიის გაგება და მასთან შეტაკების ალბათობის უფრო კონკრეტულად განსაზღვრაა". ასტეროიდის ქიმიური და ფიზიკური თვისებების შესწავლით, მომავლის მეცნიერებს, მისგან თავდაცვაზე უკეთესი წარმოდგენა შეექმნებათ.
ამას გარდა, OSIRIS-REx მზის სისტემის ისტორიას ინახავს. ის 4,5 მილიარდი წლის წინანდელი ქვებისგან შედგება და მასში ჩვენი სისტემის ქვიანი პლანეტების ნარჩენებია. როცა, პლანეტები ასტეროიდების წვიმის და შეჯახებების შედეგად ფორმირდებოდნენ, კოსმოსში უამრავი ქვა იფანტებოდა. ასტეროიდი ბენუ სწორედ ამ ქვების გუნდაა, რომელიც მზის სისტემაში დაფრინავს.
ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლისთვის საჭირო "ინგრედიენტები" სწორედ ასტეროიდების დახმარებით აღმოჩნდა. ბენუზე მეცნიერებმა შეიძლება ამ "ინგრედიენტების" ნიშნები იპოვონ.
თუ OSIRIS-REx-ის მიერ, ბენუსთან რამდენიმეწამიანი შეხების შედეგად შეგროვებული მასალის რაოდენობა საკმარისია, ის დედამაზე 2023 წელს დაბრუნდება.
კომენტარები