მთავრობას არ სურს ემიგრანტები არჩევნებამდე დაბრუნდნენ ქვეყანაში — კანდელაკი
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, პირველ ნოემბრიდან ქვეყანაში PCR ტესტით შემოსვლის შესაძლებლობის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების მოტივი, ათეულ ათასობით ემიგრანტის არჩევნებამდე დაბრუნების აღკვეთა იყო.
"ევროპული საქართველოს სახელით მინდა გამოვეხმაური ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას, რომ 1 ნოემბრიდან ქვეყანაში შემოსვლა შესაძლებელი იქნება PCR ტესტის წარმოდგენით და აღარ იქნება ეს დისკრიმინაციული კარანტინი და გაიზრდება რეგულაური ფრენების რაოდენობა.
ეს განცხადება, გარდა იმია, რომ სწორედ ამას ითხოვდა ევროპული საქართველო, ადასტურებს, რასაც ჩვენ ვამბობდით. აქამდე დისკრიმინაციული კარანტინის არსებობას ჰქონდა ერთადერთი მიზანი — ქვეყანაში არ დაეშვა, ამ არაფორმალური ბლოკადის გამოცხადებით, იმ საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მასიურად, რომლებიც ეხლა სიძნელეების წინაშე არაინ მთელ ევროპაში და რომელთაც კორონავირუსის და ეკონომიკირი კრიზისის გამო გასჩენოდათ სამშობლოში დაბრუნების სურვილი.
ბუნებრივად ისმის კითხვა — თუკი შესაძლებელია PCR ტესტით ქვეყანაში შემოსვლა, როცა დღეში გვაქვს 1200 შემთხვევა, რატომ იყო ეს შეუძლებელი და რატომ უნდა ჩაგვეყუდებინა ათასობით ჩვენი მოქალაქე ორკვირიან იძულებით კარანტინში? პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ მთავრობას არ დაეშვა ათეულ ათასობით გაბრაზებული, აქედან სიღარიბის გამო, ჩაფლავებული ქართული ოცნების მიერ შექმნილი სიღარიბის გამო, ქვეყნიდან სამუშაოს საძებნელად წასული ადამიანები", — ამბობს კანდელაკი.
კანდელაკი ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით არ შეყავდა საქართველოს მთავრობას უსაფრთხო ქვეყნების სიაში საბერძნეთი და პოლონეთი, სადაც საქართველოს მრავალი მოქალაქე ცხოვრობს, მაშინ, როდესაც, იმ დროსითვის მათ 5-ჯერ უკეთესი ეპიდსიტუაცია ჰქონდათ, ვიდრე უსაფრთო ქვეყნების სიაში მყოფ საფრანგეთს.
"სწორედ ამ მიზეზით იყო გამოწვეული ის, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში ქართული ოცნების მთავრობას არ შეყავდა საბერძნეთი და პოლონეთი, მაშინ, როცა, საბერძნეთზე 5-ჯერ უარესი იმ მომენტისთვის ეპიდემიოლოგიური სურათის მქონე, საფრანგეთი იყო შესული უსაფრთხო ქვეყნების სიაში.
გარდა ამისა, ამ დისკრიმინაციულ კარანტინს თან სდევდა კოლოსალური კორუფცია, რომლის შედეგადაც ეს კონტრაქტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, აღმოჩნდებოდა ხოლმე ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიების თუ ინდივიდების ხელში და რეალურად, ამ სფეროში, რომლის ხელისმომწერიც იყო ქართული ოცნების პარტიული სიის ერთ-ერთი ახალი სახე, ქალბატონი ქვრივიშვილი, ამ კრიმინალზე ხელის მომწერი, რეალურად ამ სფეროში გაჩაღებული იყო წარმოუდგენელი კორუფციის დოღი.
ქვეყანა დგას გარდამტეხი ცვლილებების ზღვარზე და მთავრობა, ჩვენს ისტორიაში მეორედ, აუცილებლად შეიცვლება, ამჯერად, კოალიციური მთავრობით", — აცხადებს გიორგი კანდელაკი.
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები