პატრიოტთა ალიანსის კოლაბორაცია კრემლთან და სპუტნიკის მარცხი კავკასიაში — GWB-ის მეცხრე გამოცემა
Georgia Watch Briefing (საქართველოს გუშაგი) წარმოადგენს ორგანიზაცია ევროპული ღირებულებების, პუბლიკაციების Kremlin Watch Briefing და Balkan Watch Briefing იდენტურ პროექტს საქართველოში.
Georgia Watch Briefing ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოიცემა და მისი ამოცანაა, მკითხველს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. On.ge პროექტის პარტნიორია.
პატრიოტთა ალიანსის კოლაბორაცია კრემლთან — დოსიეს ანგარიშები
ხადარკოვსკის საგამოძიებო პლატფორმამ — დოსიე პატრიოტთა ალიანსის კრემლთან კავშირების შესახებ ორი ანგარიში გამოაქვეყნა. პირველი ანგარიში ფინანსურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, ხოლო მეორე კრემლის უსაფრთხოების სამსახურებსა და პატრიოტთა ალიანსს შორის ურთიერთობის დეტალებს ამჟღავნებს. პირველი ანგარიში ააშკარავებს იმ ქსელს, რომელიც პატრიოტთა ალიანსთან ურთიერთობას მოსკოვიდან კურირებს. დოსიეს მტკიცებით, მაკოორდინირებელ როლს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი, ვლადიმერ ჩერნოვი (პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეგობარ, სერგეი ივანოვთან დაახლოებული პირი) ასრულებს. დოსიეს მიხედვით, საქართველოში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პატრიოტთა ალიანსის დასახმარებლად ჩერნოვის სამმართველომ ევროკავშირის მიერ სანქცირებული "საარჩევნო ექსპერტი", სერგეი მიხეევი დაიქირავა. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეევის მიერ გასამრჯელოდ მოთხოვნილი 700 ათასი აშშ დოლარის გარდა, კამპანიის ხარჯების დასაფარად პატრიოტთა ალიანსმა მოსკოვისგან 8,430,625 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მოითხოვა, რაც ცენტრალური და რეგიონული საარჩევნო ოფისების, მედიის, სუვენირების და ა.შ. დანახარჯებს უნდა მოხმარდეს. მეორე ანგარიში, სხვა საკითხებთან ერთად, რუსი ინსტრუქტორების მიერ პატრიოტთა ალიანსის ლიდერებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში მათი ვიზიტის გამართლებისთვის მიცემულ რჩევებს მოიცავს. ანგარიშში მოცემული მესიჯბოქსი შემდეგი გზავნილებისგან შედგება:
- ვიზიტს ჰქონდა საქველმოქმედო მიზნები;
- სახალხო დიპლომატიას, როგორც კვლევებიდან ჩანს, მოსახლეობა მხარს უჭერს;
- სახალხო დიპლომატიის მოწინააღმდეგეები საქართველოს რეალური მოღალატეები არიან;
- მორიგი ომების თავიდან ასაცილებლად ნეიტრალიტეტი კონსტიტუციაში უნდა აისახოს;
- ოფიციალური არხებით დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, პატრიოტთა ალიანსის პერსონალმა და მათი კამპანიის კურატორმა POLITISECRETS-დან პარტიის მხარდაჭერის ნაკლებობის პრობლემა განიხილეს, რადგან ამჟამინდელი რეიტინგით პარტია 5%-იან ზღვარს ძლივს აღწევს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კამპანიის რუსი კონსულტანტები პატრიოტთა ალიანსისგან ქართველი ამომრჩევლების პერსონალურ მონაცემებსაც ითხოვენ, მათ შორის მისამართებს. დოსიეს ანგარიშებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მკაცრი პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა. რამდენიმე პარლამენტარმა პატრიოტთა ალიანსის არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვა, ხოლო ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, პროკურატურას პატრიოტთა ალიანსის კრემლიდან შესაძლო დაფინანსების გამოძიების მოთხოვნით მიმართა. პროკურატურამ განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან გადაამისამართა, რადგან, მათი განმარტებით, პოლიტიკური ორგანიზაციების ფინანსური საკითხების განხილვა აუდიტის სამსახურის მოვალეობაა. ამავდროულად, პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დოსიეს მიერ გამოქვეყნებულ მასალებს "აბსურდული" უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ მისი პარტიის პოპულარიზაციაში რუსი პოლიტიკური კონსულტანტები ნამდვილად არიან ჩართულნი. დოსიეს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები პროკურატურას შესაძლებლობას აძლევს, რომ აღნიშნულ მასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს, ვინაიდან ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით უცხოურ ძალებთან შესაძლო თანამშრომლობისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის შელახვის ნიშნებს შეიცავს. პროკურატურის უარი გამოძიების დაწყებაზე შესაძლოა პოლიტიკური ნების არარსებობაზე მიუთითებდეს, რის ნაკლებობასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარი არხის წინააღმდეგ გამოძიების საბოტაჟის მუხლით დაწყების დროს არ განიცდიდა.
როგორ მარცხდება სპუტნიკი კავკასიაში ადგილობრივ მედიებთან კონკურენციაში
DFRLab-მა Sputnik-ის საქმიანობა შეადარა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამ კარგად დამკვიდრებულ და მიუკერძოებელ ადგილობრივი გამოცემების მუშაობას: CivilNet სომხეთში, Oxy.az აზერბაიჯანში და Netgazeti საქართველოში. ამ გამოცემების საქმიანობა შედარებულ იქნა სამი საზომის მიხედვით: 1. ტრეფიკის მოცულობის გაანალიზება მათ გვერდებზე; 2. თითოეული გამოცემის Facebook-სა და Twitter-ზე გაზიარებული კონტენტის რაოდენობის გაზომვა; 3. ფეისბუქ გვერდებზე აუდიტორიის ჩართულობის სიხშირე და ხასიათი გაზომვა და შესწავლა. სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში არსებული ადგილობრივი, მიუკერძოებელი ონლაინ მედიების მასალები სოციალურ ქსელებში უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე ამ რეგიონზე ფოკუსირებული სპუტნიკის კონტენტი. მკითხველი უფრო ხშირად ერთვება ადგილობრივი მიუკერძოებელი მედიების დაწერილი მასალების განხილვაში, ვიდრე ეს სპუტნიკის შემთხვევაში გვხვდება. ეს გვიჩვენებს, რომ კრემლის მიერ დაფინანსებულ სპუტნიკზე მეტად, აუდიტორიისთვის ადგილობრივი გამოცემების კონტენტი უფრო საინტერესოა.
სოციალური გავრცელების ქსელი Facebook-ზე
სოციალური გავრცელების ქსელის გასაზომად DFRLab-მა შეაგროვა Facebook-ისა და Twitter-ის ის პოსტები, რომლებიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში Sputnik-ის საინფორმაციო სააგენტოებთან დაკავშირებულ ახალი ამბების კონტენტს მოიცავდა. DFRLab-მა 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 აგვისტოს შუალედში Facebook-სა და Twitter-ზე გაზიარებული Sputnik-ის კონტენტი შეისწავლა, შედეგები კი რეგიონის სამ ავტორიტეტულ და მიუკერძოებელ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს შეადარა, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები. შედეგების მიხედვით, მართალია, Sputnik-ის განაწილების ქსელმა Facebook-სა და Twitter-ზე 25 მილიონზე მეტ გამომწერს მიაღწია, მაგრამ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებს უფრო დიდი განაწილების ქსელი ჰქონდათ, რომელიც სოციალური მედიის ორივე პლატფორმაზე ჯამში 40 მილიონ გამომწერს აღწევდა.
CrowdTangle-ის სოციალური მედიის მონიტორინგის საშუალების გამოყენებით DFRLab-მა Facebook-ზე გაზიარებულ დაახლოებით 85 000 ბმულს მიაკვლია, რომელთაგან 45 პროცენტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში Sputnik-ის ახალი ამბების კონტენტს შეესაბამებოდა, ხოლო 55 პროცენტი — მიუკერძოებელი ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოებისას. ანალიზის ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში Facebook-ის 495-მა აქტივმა, მათ შორის Facebook გვერდებმა, ჯგუფებმა და პროფილებმა, Sputnik-ის ამ საინფორმაციო სააგენტოებიდან კონტენტის მინიმუმ ერთი სტატია გააზიარა. Facebook-ის ჯგუფების, გვერდებისა და საჯარო პროფილების გამომწერების რაოდენობის ჯამის მიხედვით, Facebook-ის ამ აქტივებმა ჯამში დაახლოებით 18 მილიონი გამომწერის მქონე სოციალური გავრცელების ქსელს მოუყარა თავი. მეორე მხრივ, რეგიონის ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტოებმა ჯამში დაახლოებით 35 მილიონი გამომწერის მქონე სოციალური გავრცელების ქსელი მოაგროვა Facebook-ის იმ 822 აქტივის მიხედვით, რომელმაც 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან 2020 წლის 1-ლ აგვისტოს შორის შუალედში მათი კონტენტის მინიმუმ ერთი სტატია გააზიარა. ეს იმის მაჩვენებლია, რომ Facebook-ზე ამ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების სოციალური გავრცელების ქსელი თითქმის ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე Sputnik-ის საინფორმაციო სააგენტოებისა.
სოციალური გავრცელების ქსელი Twitter-ზე
DFRLab-მა გამოიყენა Brandwatch სოციალური მედიის მონიტორინგის ინსტრუმენტი და დაადგინა, რომ 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 აგვისტომდე, ტვიტერის 3 000 ანგარიშიდან გაზიარდა 10 ათასი ბმული მაინც, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში Sputnik-ის ვებგვერდებს ეკუთვნოდა. 2 500-ზე მეტმა ანგარიშმა კი მიუკერძოებელი ადგილობრივი გამოცემებიდან 70 ათასამდე ბმული გააზიარა. მიუხედავად იმისა, რომ ტვიტერზე ახალი ამბების კონტენტი უფრო მეტად ადგილობრივი გამოცემებიდან ზიარდებოდა, Sputnik-ის წვლილი მაინც დიდია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ მედიაში შექმნილ ამინდზე — სპუტნიკის კონტენტი 8 მილიონ ტვიტერის მომხმარებელმა იქნა მიტანილი მაშინ, როცა ადგილობრივი გამოცემების კონტენტი 5 მილიონზე ცოტათი მეტმა ადამიანმა ნახა.
გამოხმაურება გაზიარებულ მედიაკონტენტზე
DFRLab-მა აგრეთვე გამოიკვლია, როგორი გამოხმაურება ჰქონდა Sputnik-ის საინფორმაციო ვებგვერდებიდან გაზიარებულ მედიაკონტენტს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. კვლევით შეფასდა, თუ რამხელა და როგორი ფორმით ჰქონდა გამოხმაურება გაზიარებულ ბმულებს ფეისბუქის და ტვიტერის მომხმარებლების მხრიდან. ფეისბუქზე მომხმარებელთა გამოხმაურება მოიცავს გაზიარებას, კომენტარებს, მოწონებებსა და რეაქციებს, ტვიტერზე კი ითვლება პასუხი, გადატვიტვა და მოწონება. კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ რეგიონში მიუკერძოებელ ადგილობრივ გამოცემებებს უფრო დიდი გამოხმაურება ჰქონდათ (5,5 მილიონი), ვიდრე Sputnik-ს (1 მილიონი).
რუსეთის მთავრობის მიერ მართვადმა სააგენტომ, კრემლის მიერ დაფინანსებულმა Sputnik-მა გააჩინა იმის საფრთხე, რომ კრემლი მას იმ ქვეყნების საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებდა, რომლებშიც ის ოპერირებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Sputnik-მა სამხრეთ კავკასიაში დიდი სოციალური გავრცელების ქსელის აგება მოახერხა. მიუხედავად ამისა, მისი გავრცელების ფარგლები და გავლენა ავტორიტეტულ, დამოუკიდებელ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებთან შედარებით შეზღუდულია. ახალი ამბების სანდო ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებს უფრო დიდი სოციალური განაწილების ქსელი აქვთ და სოციალურ ქსელში ისინი უფრო მეტ მკითხველს იზიდავენ. მართალია, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ორში ადგილობრივი, დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოებისთვის აშკარა პრიორიტეტის მინიჭების მიზეზი ბოლომდე გასაგები არ არის, მაგრამ რეგიონულ საკითხებში კრემლის მუდმივმა ჩარევამ, სავარაუდოდ, ადგილობრივი აუდიტორია რუსეთის სამთავრობო მედიის მიმართ სკეპტიკური გახადა.
DFRLab-ის სტატია სრულად იხილეთ აქ.
პატრიოტთა ალიანსი ანტითურქულ გზავნილებს ავრცელებს
პარტია პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო კამპანია სახელწოდებით — დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო მოიცავდა ძველი რუკის გავრცელებასაც, რომელიც თურქულმა გაზეთმა 2013 წელს გამოაქვეყნა და რომელშიც ბათუმი თურქეთის საზღვრებშია მოქცეული. პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი აღნიშნავს, რომ რუკა ახლახანს გაავრცელა გაზეთმა მილეთმა და ეს ფაქტი აჭარის რეგიონში თურქეთის ექსპანსიონისტურ მისწრაფებებს ამტკიცებს. პარტიის აქტივისტებმა აღნიშნული რუკა ანტი-თურქული გზავნილების შემცველი ნარატივებით რამდენიმე ფეისბუქ ჯგუფშიც გააზიარეს. მითების დეტექტორმა ახსნა რუკის წარმომავლობა და კონტექსტი, რომელიც ქურთების მუშათა პარტიის ლიდერის აბდულა ოჯალანის 2013 წელს გავრცელებულ ბუნდოვან განცხადებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. მითების დეტექტორმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თურქეთის მთავრობა პრეტენზიას არ აცხადებს აჭარის რეგიონზე და საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმება დიდი ხნის წინ შედგა.
რუსი ექსპერტები აშშ-ს ნატო-რუსეთის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ
გასულ კვირას სპუტნიკ-საქართველომ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ აშშ აგრძელებს რუსეთის საზღვრებთან ჯარების მობილიზებას და ამერიკული სამხედრო კონტიგენტი გერმანიიდან პოლონეთში გადაყავს. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ნატოსა და რუსეთს შორის 1997 წელს დადებული ფუძემდებელი აქტი ნატოს ჯარის რაოდენობის გაზრდას უკრძალავს აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ორგანიზაციაში 1997 წლის შემდეგ გაწევრიანდნენ. შესაბამისად, მისი მტკიცებით, აშშ ხელშეკრულებას არღვევს. მითების დეტექტორმა გააბათილა აღნიშნული ყალბი ცნობები და განმარტა, რომ რუსეთმა თავად დაარღვია შეთანხმების საბაზისო პრინციპები, რამაც ევროპული უსაფრთხოების გარემოს ცვლილება გამოიწვია. შესაბამისად ნატოს მიერ 1997 წელს შეთანხმებული ვალდებულებები დღევანდელ რეალობაში, რუსეთის ქმედებების შედეგად რელევანტური აღარ არის.
ქართული მარში ესტონეთის წინააღმდეგ
გასულ კვირას ულტრამემარჯვენე ჯგუფის ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახულია ესტონეთის პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი და მწერალი მიკ პარნიცა. ბრეგაძემ მწერალი წარმოადგინა, როგორც "მამათმავალი დაზვერვის შეფი". ბრეგაძის ფოტომანიპულაცია ნიუსფრონტ საქართველომაც გამოაქვეყნა და ის რამდენიმე ფეისბუქ ჯგუფში გაავრცელა. ბრეგაძის ფეისბუქ პოსტის შინაარსი ეხმიანებოდა ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის 2020 წლის ანგარიშს, რომელშიც ქართული მარში რუსული პროპაგანდის იარაღად, ექსტრემისტულ და აგრესიულ მოძრაობად არის მოხსენიებული.
პატრიოტთა ალიანსის ტყუილებით დაწყებული საარჩევნო კამპანია
რამდენიმე დღის წინ პატრიოტთა ალიანსმა სკანდალური საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აჭარის რეგიონში განთავსებული მათი ბილბორდი, რომელიც ლელო საქართველოსთვის წევრებმა მოგვიანებით ჩამოხსნეს, ანტითურქულ გზავნილს ატარებდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად, ბანერზე მოცემულ საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი წითელი ფერით იყო აღნიშნული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პატრიოტთა ალიანსი მსგავსი ნარატივებით არჩევნების მოგებას ცდილობს. ისინი ანტითურქულ განწყობებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც აქტიურად ახალისებდნენ. ირმა ინაშვილმა უპასუხა ქართული საზოგადოების, სამოქალაქო ორგანიზაციების და პოლიტიკოსთა აღშფოთებას საეჭვო ბანერთან დაკავშირებით და მისი გამოჩენა ოპოზიციის ლიდერების მხრიდან პროვოკაციას დააბრალა. იგი აცხადებს, რომ პირს, რომელმაც ბანერი არასწორ ფერებში გააფერადა და შემდგომ შეუსაბამო ადგილას დაკიდა, სააკაშვილმა და ბოკერიამ 10 000 ლარი გადაუხადეს.
"ანუ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს", — წერს ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ამის მიუხედავად, რეალობა სხვას გვიჩვენებს. ამ ბოლო დროს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პატრიოტთა ალიანსმა საქართველოს საზოგადოებაში პარტიის გაზეთის დარიგება დაიწყო, რომლის ცალკეული ნაწილიც ანტითურქულ პროპაგანდას ეთმობა. პატრიოტთა ალიანსს თურქეთის ამჟამინდელი ფარული ინტერესების დასამტკიცებლად სხვადასხვა ისტორიული ფაქტი მოჰყავს, რათა გამოააშკარაოს თურქეთის სახელმწიფოს ფარული "სურვილი", გაავრცელოს თავისი ტრადიციები და რელიგია საქართველოს მოსახლეობაზე. ამ მიზეზით, მათ მიაჩნიათ, რომ თურქეთის მთავრობა ფინანსურ დახმარებას უწევს ღარიბი ოჯახებიდან წამოსულ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც შემდგომში თურქეთში რჩებიან ან უკან უცხო სულიერი ფასეულობებით ბრუნდებიან.
გარდა ამისა, პარტია აქტიურად აქვეყნებს ანტითურქულ ვიდეოებს Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც თურქეთს შემდეგ ისტორიულ დანაშაულებში ამხელს: 53-ჯერ საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა, საქართველოს ისტორიული ქალაქების განადგურება, პრეტენზიები ბათუმზე, ახალციხესა და ოზურგეთზე, ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცების ხარკის სახით თურქეთში გადასახლება და სხვა. მათ მიერ გავრცელებულ ტყუილებს აქტიურად ეხმიანება ადგილობრივი მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. დოსიეს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, რუსების მიერ პარტიის წინაშე დაკისრებული ერთ-ერთი ამოცანა ქართულ მოსახლეობაში ანტითურქული განწყობების დამკვიდრებას უკავშირდებოდა.
2 სექტემბერს, სამოქალაქო იდეამ გამოაქვეყნა მე-2 ანგარიში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ. ანგარიშში გთავაზობთ აკადემიურ სფეროში, მედიასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, და შესაბამისად ჩინეთის კომუნისტური პარტიის, პოლიტიკური გავლენების საკითხის კვლევას.
დღეს ჩინეთის საქმიანობა საქართველოში პირდაპირი, ხილული და მყისიერი საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა რესპექტაბელური და ავტორიტეტული ორგანიზაციების, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების, ევროკავშირის მრავლობითი ორგანიზაციების კვლევების, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების იგნორირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მყარი საგარეო ორიენტირების მოშლისა და ქვეყნის განვითარების და გრძელვადიანი წარმატების შესახებ ბუნდოვანი ხედვის თაობაზე.
სამოქალაქო იდეა მადლობას უხდის დონორებს და ბატონ მარტინ ჰალას, გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერისთვის.
აღნიშნული სტატია ნაწილია პროექტისა — ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა TRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის Emerging Donors Challenge Program-ის მიერ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბიულეტინს ეყრდნობა, რომელიც შემდეგ ქართველ პარტნიორებთან ერთად მზადდება: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამოქალაქო იდეა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab).
-
გადახედვასაქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში "თბილისის შვიდეულს" შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში "თბილისის შვიდეულს" შეხვდა
-
გადახედვაკოალიცია ცვლილებებისთვის: ბერსეს ვიზიტს ოცნება პროპაგანდისტული მიზნებით იყენებს კოალიცია ცვლილებებისთვის: ბერსეს ვიზიტს ოცნება პროპაგანდისტული მიზნებით იყენებს
-
გადახედვამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმისს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმისს შეხვდა
-
გადახედვაევროკავშირმა TikTok-ის წინააღმდეგ რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ევროკავშირმა TikTok-ის წინააღმდეგ რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
-
გადახედვაევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა
-
გადახედვააქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს
-
გადახედვასოხუმი თბილისთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს სოხუმი თბილისთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს
-
გადახედვაევროპარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგში გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს ევროპარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგში გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ
-
გადახედვარა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა
-
გადახედვაცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე ცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე
-
გადახედვასხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულების მსვლელობას მართავენ სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულების მსვლელობას მართავენ
-
გადახედვა"ხელოვნების სახლი" გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს ნაომარ ქალაქზე ინსტალაციას უკავშირებს "ხელოვნების სახლი" გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს ნაომარ ქალაქზე ინსტალაციას უკავშირებს
-
გადახედვაოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვს
-
გადახედვასახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
-
გადახედვაკომპანიების უარის გამო, შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა კომპანიების უარის გამო, შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა
-
გადახედვაკიტ კელოგი იანვარში კიევსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს კიტ კელოგი იანვარში კიევსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს
-
გადახედვადავით ზედელაშვილი: ბატონ თადუმაძეს არ გააჩნია არსებითი უფლება, რომ მოითხოვოს ან მოლოდინი ჰქონდეს, რომ ლიეტუვამ ის თავის ტერიტორიაზე დაუშვას დავით ზედელაშვილი: ბატონ თადუმაძეს არ გააჩნია არსებითი უფლება, რომ მოითხოვოს ან მოლოდინი ჰქონდეს, რომ ლიეტუვამ ის თავის ტერიტორიაზე დაუშვას
-
გადახედვარობინ ვაგენერი: გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას რობინ ვაგენერი: გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას
-
გადახედვაანდრიუს კუბილიუსი: ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ ანდრიუს კუბილიუსი: ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ
-
გადახედვაზელენსკი: არ იქნება სამართლიანი, ყველამ რომ დაიწყოს ლაპარაკი, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ ზელენსკი: არ იქნება სამართლიანი, ყველამ რომ დაიწყოს ლაპარაკი, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ
კომენტარები