კახეთში, სოფელ სანავარდოსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოტოციკლი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. გარდაცვლილია მოტიციკლის მძღოლი.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.