80-იანების დისკო კოსმოსში: ნახეთ NASA-ს X-Ray ფოტოებზე ასახული სამყარო
ცოტა ხნის წინ NASA-მ კომპოზიტური ფოტოების კოლექცია გამოაქვეყნა. ამ ფოტოებს ტელესკოპები წლების მანძილზე იღებდნენ.
სხვადასხვა ტიპის ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოების გაერთიანება სამყაროს რეალურ ბუნებაზე უფრო ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის და, როგორც აღმოჩნდა, მის სილამაზესაც უკეთ გადმოსცემს.
Messier 82
ეს ფოტო NASA-ს ჩანდრას X გამოსხივების ობსერვატორიის და ჰაბლის ტელესკოპის ფოტოების კომპოზიტია. ანუ ამ ორი ტელესკოპის გადაღებული ერთიდაიგივე ადგილის ფოტო ერთმანეთზეა დადებული. ლურჯი და ვარდისფერი ნისლეული სინამდვილეში 20 000 სინათლის წელიწადის სიგრძისაა. ეს ნათება სუპერნოვას აფეთქებისას წარმოიქმნა.
დიდი მაგელანური ღრუბელი
ამ ფოტოზეც სუპერნოვას აფეთქებაა ასახული, რომელიც კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ფერადი აფეთქებაა რაც საუკუნეების მანძილზე მომხდარა. იისფერი რგოლის ცენტრში ვარსკლავის ნარჩენებია
ვარსკვლავების ცეკვა
ამ ფოტოზე Eta Carinae-ს სისტემის ორი ვარსკვლავის "ცეკვაა" ასახული. ამ ფოტოს მიღებაც ჰაბლის და ჩანდრას ტელესკოპების მოპოვებული მასალით გახდა შესაძლებელი.
ბორბალისებრი გალაქტიკა
ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეგზემპლარია კოლექციიდან. ფოტოზე თქვენ ხედავთ, როგორ გადის პატარა გალაქტიკა ბორბალისმაგვარ გალაქტიკაში. იასამნისფერი ნათება კი გაზის უზარმაზარი ღრუბელია, რომელიც ჩანდრას ტელსკოპმა დააფიქსირა.
ჰელიქსის ნისლეული
ეს ნისლეული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია, რადგან მას თვალის ფორმა აქვს. ამ ფოტოს შედგენა რამდენიმე ტელესკოპის მოპოვებული მასალით გახდა შესაძლებელი.
კომენტარები