სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. 27 სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დრომდე მიმდინარეობს. დაღუპულებზე ორივე მხარე ავრცელებს ინფორმაციას. კონფლიქტში მონაწილე ორივე მხრიდან გარდაცვლილია 300-მდე, როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო პირი, დაჭრილია 1 000-მდე მოქალაქე. დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის განცხადებით, განადგურებულია ცალკეული ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურა.

სტეპანაკერტი დაბომბვის შემდეგ

ფოტო: არეგ ბალაიანი

სტეპანაკერტი დაბომბვის შემდეგ

ფოტო: არეგ ბალაიანი

სტეპანაკერტი

ფოტო: ერიკ გრიგორიანი

სტეპანაკერტი დაბომბვის შემდეგ

ფოტო: ერიკ გრიგორიანი

სტეპანაკერტი

ფოტო: ერიკ გრიგორიანი

სტეპანაკერტი

ფოტო: ერიკ გრიგორიანი

საერთაშორისო თანამეგობრობა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ უშედეგოდ მოუწოდებს. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს თურქეთს, რომელიც მომხდარში მხოლოდ სომხეთს ადანაშაულებს და აზერბაიჯანს მხარდაჭერას უცხადებს. სომეთში და არცახში ამტკიცებენ, რომ ბრძოლებში ჩართულია თურქული არმიაც, რასაც აზერბაიჯანსა და თურქეთში უარყოფენ.