სახელმწიფოს მიზანმიმართული და გაუაზრებელი პოლიტიკა აზერბაიჯანულ თემზე მტკივნეულად აისახება — EMC
ფოტო: armstrongeconomics.com
რელიგიური ჯგუფების დაფინანსების პრობლემური პრაქტიკა, რელიგიის სააგენტოს საეჭვო საქმიანობა, მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც რელიგიურ ჯგუფებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს — ეს ის ძირითადი ასპექტებია, რომელიც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ჩატარებულმა (EMC) კვლევამ გამოკვეთა.
კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ქვემო ქართლში კულტურული დომინაციის კომპლექსურ სურათს ასახავს. კვლევის თანახმად, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებთან ჩატარებულ ინტერვიუებს ერთი საერთო ნარატივი აერთიანებს: ეს აღიარების მოლოდინია, რომელიც არადომინანტური კულტურის დანახვის, უკეთ გაცნობის ინტერესით გამოიხატება, ხოლო უპირველესი ამოცანა ქართულ საზოგადოებაში, მათი აზრით, პრობლების აღიარებაა. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აზრით, ასევე, აუცილებელია მოქალაქეობისა და ქართველობის ხელახალი გააზრება და ეთნოცენტრისტული დამოკიდებულების აღმოფხვრა. შესაბამისად, მათი რწენით, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები მეორეხარისხოვნად არ უნდა იყვნენ აღქმული, არამედ ქართული საზოგადოების განუყოფელ ნაწილად.
"კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვისაუბროთ, ერთი მხრივ, მიზანმიმართულ, თუმცა მეორე მხრივ, გაუაზრებელ სახელმწიფო პოლიტიკაზე, რომლის შედეგებიც უშუალოდ აზერბაიჯანული თემის ყოველდღიურობაზე მტკივნეულად აისახება", — აღნიშნულია კვლევაში.
რესპონდენტები, აგრეთვე, საუბრობენ საზოგადოების მხრიდან ინტეგრაციის, როგორც ორმხრივი პროცესის გააზრების აუცილებლობაზე. კვლევის მონაწილეთა აზრით, ქართული ენის სწავლების კუთხით პროგრამების ხარისხი მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს, რაც აზერბაიჯანულ თემში შთაბეჭდილებას დატოვებს, რომ ეს საკითხი პოლიტიკის ნაწილია, რომ სახელმწიფო ნამდვილად აზერბაიჯანული თემისთვის ზრუნავს, და არა საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციისთვის დასანახად მოქმედებს.
რესპონდენტებს სურთ დაინახონ ის, რომ საკუთარ სამშობლოში ყველა ერთად — როგორც დომინანტური, ისე არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები — მონაწილეობენ ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. საერთო ჯამში, კვლევის შედეგად რამდენიმე მიგნება გამოიკვეთა:
- ქართული ენა დომინანტურია საჯარო სფეროს ყველა ველში. სახელმწიფოს მხრიდან არ არის არც ინტერესი, და არც რესურსების სამართლიანი გადანაწილებისთვის მზაობა აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად; ასევე, ნათლად ჩანს ზოგადად ამ პრობლემის პრობლემად არაღიარება.
- სახელმწიფო არ იჩენს სათანადო ძალისხმევას ადგილობრივი კულტურის განვითარების მხარდასაჭერად.
- ეთნიკური აზერბაიჯანული თემის ისტორია და კულტურა იმგვარად არ არის წარმოდგენილი, რომ თემს საერთოობის განცდა გაუჩინოს. არ არსებობს კოლექტიური მეხსიერების ნარატივი, რომელიც წარმოაჩენს თემს ამ ნარატივში ინტეგრირებულად.
- თემში ძლიერია სოციალური გაუცხოების, გარიყულობის განცდა, რასაც აძლიერებს თემის "უცხოდ" წაკითხვა, როგორც დროებითი ბინადრის აღქმა, რომლის სამშობლო არა აქ, არამედ — აზერბაიჯანშია.
- აზერბაიჯანული თემის ახალგაზრდებში ძლიერია საერთო პოლიტიკურ პროექტში ჩაწერის ინტერესი, რაც მათ თვითორგანიზებასა და მობილიზებაში ვლინდება. ეს ქვემოდან წამოსული მიმდინარე პროცესია. ახალგაზრდებს პოლიტიკურ მობილიზებასა და თვითგამორკვევაში იდენტობის საკითხით დაინტერესება ეხმარება.
კვლევით დადგინდა, რომ დომინანტური ჯგუფის მიერ განსხვავებული და "სხვად" მონიშნული აზერბაიჯანული თემი, თავს გრძნობს უჩინრად, რამდენადაც სახელმწიფო და დომინანტური ჯგუფი მას არ აღიარებს. დომინანტური ქართული კულტურა სტერილურად მხოლოდ საკუთარ კულტურას აღიარებს, მისთვის უხილავი და უცნობია "სხვად" მონიშნული აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელთა განცდები და გამოცდილებები.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია "უცხოს" წარმოების პროცესში ერთ-ერთი მთავარი აქტორია, რომელიც კულტურული დომინაციის უწყვეტობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. კვლევის მიხედვით, ეკლესიის დომინაციას სახელმწიფო ეფექტიანი და რეალური ინტეგრაციის პოლიტიკით და მოქალაქეობის უფრო ფართო, სამართლიანი და ინკლუზიური გაგებით არ აკავებს, რომელიც არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს პოლიტიკურ ერთობაში ჩაწერის, პოლიტიკური ძალაუფლების გაზიარების, უფლებებზე, შესაძლებლობებსა და რესურსებზე თანასწორ წვდომას მოუტანდა.
"ცხადია, კულტურული იერარქიზების და დომინაციის უკან დგას პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური იერარქიზების და უგულებელყოფის პრობლემა, რომელიც არადომინანტური ჯგუფების ყოველდღიურობაზე, ყოფაზე აისახება და სიმბოლურ დონეზე, კულტურის დონეზე არსებულ არაღიარებას, წაშლას კიდევ უფრო მძიმე სოციალური შინაარსით ტვირთავს", — განმარტავენ EMC-ში.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ პირობებში სახელმწიფოს მხრიდან არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის სამართლიანი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გარემოს შექმნას არსებითი მნიშვნელობა აქვს და ამ კუთხით კულტურის პოლიტიკას, რომელშიც ძლიერად არის ჩართული იდენტობის, ეპისტემების, ონტოლოგიის საკითხი, მნიშვნელოვანი პოტენციალი შეიძლება აღმოაჩნდეს სოციალური ცვლილებებისა და ინტერეთნიკური დიალოგისთვის.
ამავე დროს, ორგანიზაციის აზრით, ამ ველში უმცირესობების კულტურის წაშლის, დომინაციის, უგულებელყოფის პრაქტიკებმა, შეიძლება, მკვეთრად ინტეგრაციის პროცესზე დამაზიანებელი გავლენა იქონიოს და კონკრეტული ჯგუფების გარიყულობა კიდევ უფრო გააღრმაოს.
ანგარიში სხვადასხვა მეთოდოლოგიური ჩარჩოს გამოყენებითაა მომზადებული. მათ შორის გამოყენებულია სამაგიდო კვლევის, პოლიტიკის მონიტორინგის, სოციოლოგიური კვლევისა და დისკურსის ანალიზის მეთოდები.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები